კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ქალური მშვენიერების ხრიკები

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  არიან ქალები, რომლებისთვისაც პრობლემას არ წარმოადგენს მოხიბლოს ნებისმიერი, ვისაც კი ის  ცხოვრების გზაზე შეხვდება. რა საიდუმლოს ფლობენ ისინი? იქნებ რაიმე ჯადოქრობა იციან. არაფერი ამის მსგავსი. ისინი იცავენ მთავარ პრინციპებს. მიბაძეთ მათ.
 *  იყო ელეგანტური ნიშნავს იყო დასამახსოვრებელი და არა  თვალშისაცემი;
 * მოდასა და სტილს შორის განსხვავებაა და ეს განსხვავება  ხარისხშია;
 * იაფფასიანი ფეხსაცმელი ყველაზე ცუდი ეკონომიაა, რაც შეიძლება ქალმა გააკეთოს. არასოდეს დაზოგოთ თანხა მასზე –  ფეხსაცმელი თქვენი გარდერობის უმთავრესი შტრიხია;
 * გამოიყურებოდე სექსუალურად, ნიშნავს, იყო თავდაჯერებული. ეს დამოკიდებულია არა მარტო თქვენს ფიზიკურ  მონაცემებზე, არამედ სულიერ მდგომარეობაზეც;
 * ელეგანტურობა არასოდეს გადადის მოდიდან,  იმიტომ  რომ საკუთარი  სტილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე  მოდის დროებითი ტენდენციები;
 * ნუ გამოიჩენთ ზედმეტ გულმოდგინებას სამოსის შერჩევისას. ძლიერი ადამიანები ისე გამოიყურებიან, თითქოს სულაც არ აქცევენ დიდ ყურადღებას საკუთარ გარეგნულ იერს. სტილი, საბოლოო ჯამში, თვითგამოხატვაა. შეუძლებელია, გულწრფელ ადამიანს რამე  არ უხდებოდეს;
 * შავი და მუქი ლურჯი ყველაზე ტანადს აჩენს ადამიანს. აირჩიეთ ეს გამა და თამამად ჩაატარეთ ექსპერიმენტები ფორმებსა და ტექსტურაზე;
 * დაუნანებლად დახარჯეთ ფული ფეხსაცმელებზე, ჩანთებზე, ქამრებზე... ანუ, აქსესუარებზე. მათი საშუალებით მუდამ შეიტანთ სიახლეს თქვენს ჩაცმულობაში. გაითვალისწინეთ, რა ფერის სამოსი გაქვთ და იყიდეთ მისი შესაბამისი აქსესუარები. შავს ლურჯი და ყავისფერი ერთნაირად უხდება. მნიშვნელოვანია საათიც. ის ბევრს ამბობს ადამიანზე;
 * უპირატესობა მიანიჭეთ  ნეიტრალური ფერის ქსოვილს  სადა ნაყშით. ის დიდხანს არ გადავა მოდიდან;
 * კარგად შერჩეული არომატი შესაძლოა, თქვენს მთავარ განმასხვავებელ შტრიხად  იქცეს. ის პირველია, რასაც ადამიანები გრძნობენ, როცა შედიხართ და უკანასკნელი, რაც თქვენი წასვლის შემდეგ ქრება.

მამაკაცების
 სამყაროში

 მამაკაცები თავს ძლიერ სქესად თვლიან, ამიტომ მათთან ურთიერთობა არც ისე მარტივია. ისინი ამ სამყაროში ქალებთან  ერთად ცხოვრობენ, უყვართ ისინი, მაგრამ ამასთან ერთად, თავისი წესებით თამაშობენ. ქალებისთვის კი აუცილებელია ამ წესების ცოდნა, რადგან თუ ამ თამაშში ჩაერთვებიან, ზუსტად განსაზღვრონ, როგორ აწარმოონ და მოიგონ პატარ-პატარა ომები, რაც აუცილებლად შეხვდებათ ცხოვრების გზაზე.
 * შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს, მაგრამ მამაკაცი არასდროს აღიარებს, რომ შეეშალა. მისთვის დამნაშავე შეიძლება, იყოს ყველა – თანამშრომელი, უფროსობა, გარემოება, მაგრამ არა  თავად ის.
 * აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ მამაკაცი გაცნობის დროს არ ეძებს სერიოზულ ურთიერთობებს. საქმე ისაა, რომ მამაკაცი საკუთარ თავისუფლებას ძალიან უფრთხილდება, ამიტომაც მისთვის დაოჯახების დაძალების მცდელობა, სასიკეთოდ ვერ  დამთავრდება. მხოლოდ რაღაც დროის  გასვლის შემდეგ იწყებს კონკრეტული ქალის პირად სივრცეში უფრო ღრმად შემოშვებას, როდესაც იგრძნობს რამდენად კომფორტულია მასთან ყოფნა. მამაკაცებს მყისიერი გადაწყვეტილებები აფრთხობთ. თუ გინდათ, თქვენს რჩეულზე დაქორწინდეთ – იმოქმედეთ ფრთხილად, შტურმით ამ ციხესიმაგრეს ვერ აიღებთ.
 * მამაკაცისთვის პრობლემა ისაა, რომ ძალიან ეშინია, პარტნიორს მოლოდინები არ გაუცრუოს. როდესაც ქალი აღფრთოვანებულია მამაკაცით, ის თავს განსაკუთრებულად გრძნობს. ამ დროს თითქოს  ყოვლისშემძლე ხდება. გახსოვდეთ, ნებისმიერი მამაკაცი ოცნებობს ქალი მისით აღფრთოვანდეს.
 * ურთიერთობები მამაკაცსა  და ქალზე განსხვავებულ  გავლენას ახდენს, ქალისთვის ეს სიამოვნებაა, მამაკაცისთვის კი – მხოლოდ ინფორმაციის მიღება. უთხარით ყველაფერი მარტივად და პირდაპირ. მოკლე, კონკრეტული და გასაგები პასუხები მამაკაცისთვის კომფორტია.
 * ქალებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცებმა მათი აზრები და სურვილები უნდა წაიკითხონ. იცოდნენ ყველაფერი, რაც მათ  სურთ. ასე არ გამოდის და მამაკაცი ხვდება, რომ მისით უკმაყოფილონი არიან, თუმცა, კონკრეტულად რატომ – არ იცის.  
 * მამაკაცებს უჭირთ საზოგადოებაში საკუთარი ემოციების გამოხატვა, ხოლო რთულ სიტაციებში, მათი ერთადერთი სურვილი მარტო დარჩენაა. ასეთ დროს  კი  ქალები, როგორც წესი, პირიქით იქცევიან. უამრავ კითხვას სვამენ და ცდილობენ, ბოლომდე ჩაეძიონ. სასურველი   ინფორმაციის ვერ მიღების შემთხვევაში კი იბუტებიან.   ქალებო, ისწავლეთ მოთმინება.
 * სიმართლეა ის, რომ  მამაკაცს და ქალს განსხვავებული ფსიქოლოგია აქვთ, რაც შეიძლება  გაუგებრობის მიზეზი გახდეს. მაგრამ ყველაფერი თქვენს ხელშია. თავად დაწერეთ თქვენი ცხოვრების სცენარი და იყავით მასში ბედნიერი მსახიობი.



скачать dle 11.3