კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 არის თუ არა ღალატში განსხვავებები და რამდენნაირი ღალატი არსებობს

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  სიტყვა „ღალატის“ გაგონებაზე ადამიანებს უსიამოვნო განცდა ეუფლებათ. ღალატი მძიმე და დამანგრეველი სტრესია. ძალიან მტკივნეულია, როდესაც გღალატობენ, მაგრამ იმავდროულად, ადამიანებს ხშირად უჭირთ ზუსტად განმარტონ, რა არის ღალატი, რადგან ამის გაცნობიერებას ბოლომდე ვერ ახდენენ. დიახ, ღალატზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ შინაარსს ვერ სწვდებიან. ფსიქოლოგები კი ამ ფენომენზე ბევრს მსჯელობენ. განიხილავენ მის მიმართულებებს და განსხვავებებს. შეიძლება, ბევრმა არ იცის, რომ ღალატი ისევე ინდივიდუალურია, როგორც ადამიანი. ანუ, იმდენნაირი ღალატი არსებიბს, რამდენი წყვილიც არის.
  მარიკა (31 წლის): გიფიქრიათ იმაზე, ღალატობენ თუ არა პარტნიორები ერთმანეთს ხშირად? მე ორი წლის წინ დავფიქრდი ამ საკითხზე სერიოზულად. შეყვარებული ქალები ეიფორიულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ნაკლებად ვფიქრობთ ნეგატივზე.  არ გვინდა, დავიჯეროთ, რომ ასეთი საყვარელი, ტკბილი და ყურადღებიანი მამაკაცი გვიღალატებს, გულს გვატკენს, სხვა ქალში გაგვცვლის. ბევრს თავისი პარტნიორის მხრიდან ღალატი წარმოუდგენლად მიაჩნია, მაგრამ სწორედ, ეს აღმოჩნდება ხოლმე ის საბედისწერო შეცდომა, რომელიც ღუპავს ურთიერთობას.  რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ღალატის შემთხვევების სიხშირეს თუ გავითვალისწინებთ, ამ თემაზე ტაბუს დადება ცოლ-ქმარს შორის დიდი პრობლემების დასაწყისს ნიშნავს.
– ანუ, ურთიერთობაში ღალატის პრობლემა შესაძლოა, ყველა ცოლ-ქმარს დაუდგეს?
– რადგან მე უკვე  გავერკვიე ამაში, გეტყვით – ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ პარტნიორებმა ღალატის ფენომენზე გულწრფელად უნდა ისაუბრონ. მე არ ვიცი, როგორია ღალატის სტატისტიკა, მაგრამ ჩემ გარშემო ეს ბევრს აწუხებს. კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩუმადაა და ამაზე არ ლაპარაკობს. თუმცა, საკმარისია, შეხედო მათ სახეებს, მაშინვე მიხვდები, რომ ბედნიერება მათგან შორს არის. სადღაც წავიკითხე გამოკითხვის შედეგები.  მის ნამდვილობაზე თავს ვერ დავდებ, თუმცა ვფიქრობ, რომ სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს. რამდენიმე ათეული წყვილის შეფასებით, ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ  კაცების 75 და ქალების 68 პროცენტს ურთიერთობის ამა თუ იმ ეტაპზე პარალელური კავშირი ჰქონდა. მაგრამ იცით, რამ გამაკვირვა? თურმე, გამოკითხულთა მხოლოდ 5 პროცენტს სჯერა, რომ უღალატებენ. ანუ, უამრავი ქალი თავს დადებს იმაზე, რომ უერთგულესი ქმარი ჰყავს, რომელიც ღალატს აზრადაც კი არ გაივლებს. რად გვინდა გამოკითხვები, ჩვენ ხომ ისედაც ვიცით, რომ ღალატი იმაზე ბევრად ხშირი მოვლენაა, ვიდრე ეს ადამიანს წარმოუდგენია. მე, რატომღაც, ვფიქრობ, რომ  ამის მიზეზი შესაძლოა, გადაჭარბებული ნდობა იყოს. დიახ, ჩვენ, ქალები, ზედმეტად ვენდობით ჩვენს მამაკაცებს.
– თუმცა, მეორე მხრივ, პარტნიორისადმი ნდობა გაცილებით ჯანსაღი მიდგომაა, ვიდრე გამუდმებული ეჭვიანობა მის ნებისმიერ საქციელზე.
– მაგრამ, აქ  უკვე სხვა პრობლემა  გამოდის წინა პლანზე. მე ვფიქრობ, რომ სიტყვა „ღალატს“ ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ და, საერთოდაც, სხვადასხვანაირი ღალატიც არსებობს.
– სხვადასხვანაირი რას ნიშნავს?   ღალატი  ღალატია.
– და რა არის ღალატი? აი, თქვენ როგორ გესმით.  მე ვიცი, რომ მეცნიერებს შეუძლიათ, ამის ფორმულირება, მაგრამ ყოველ ჩვენგანს ხომ თავისი ინტერპრეტაცია აქვს. მაგალითად, თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, ერთი ადამიანის ქცევა, რომელსაც მისი პარტნიორი ღალატად აღიქვამს, „მოღალატისთვის“ შესაძლოა,  არ იყოს ღალატი.
– მოღალატე რომ ღალატს არ აღიარებს, ეს ბუნებრივია. მას თავდაცვის მექანიზმი ერთვება.
– საქმე  მარტო ამაში არ არის. აი, მაგალითად, თქვენ ხშირად  ელაპარაკებით მეუღლეს ღალატის თემაზე? უმცირესობაში ყოფილხართ. ადამიანების დიდი უმრავლესობა თავის პარტნიორთან არ განიხილავს, რა მიაჩნია ღალატად და რა – არა. მაგალითად,  როგორ ფიქრობთ,  შეიძლება თუ არა გაცნობის მობილური აპლიკაციების გამოყენება ღალატად ჩაითვალოს?
– მცდელობად, ალბათ, ჩაითვლება. თუმცა ესეც ინდივიდუალურია. ვის რა მიაჩნია ღალატად, ვის კი – უწყინარ გართობად.
– სწორედ აქედან მოდის ღალატის განსხვავებულობა.  ვიღაცისთვის ღალატი მხოლოდ სექსია, სხვისთვის კი მსუბუქი ფლირტიც ღალატია. თუმცა, ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მხოლოდ სხვებს ღალატობენ და მათ შემთხვევაში ასე არ მოხდება. მეც მქონდა ასეთი თავდაჯერებულობა და ძალიანაც ვინანე. არც იმაზე მქონია წარმოდგენა, რომ    ემოციური ღალატი არსებობდა.
– ემოციური ღალატი საკმაოდ დიდი პრობლემაა.
– დიახ. ეს იყო ღალატის ის ფორმა, რომელსაც ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში  ჰქონდა ადგილი. თურმე, მსგავსი რამ ხშირად ხდება სამუშაო გარემოში, სადაც პროფესიულ და პირად ინტერესებს შორის მჭიდრო კავშირი ყალიბდება. ასეთი ურთიერთობები შესაძლოა, სრულიად უწყინარი კავშირიდან ბევრად ინტიმურში გადაიზარდოს. გადარჩენილი ვარ. ახლა რომ მკითხოთ,  ფიზიკური სიახლოვე სულაც არ არის აუცილებელი იმის გასააზრებლად, ხარ თუ არა ემოციურად პარტნიორის ერთგული. ამისათვის ისიც საკმარისია, რომ თქვენ მას რაღაცას უმალავთ, სხვაზე ფიქრობთ და იმ „სხვასთან“ უფრო გულწრფელი ხართ. პირადად ჩემთვის ეს არის უპატიებელი და შეურაცხმყოფელი ღალატი. ძალიან მტკივნეულია. ბევრად მტკივნეული, ვიდრე ის, რომ სადღაც შენს პარტნიორს  ვიღაცასთან სექსი  ჰქონდა.
– საინტერესო მიდგომაა. ალბათ, ბევრი არ ფიქრობს ასე.
– გეთანხმებით. ქალებს, ძირითადად, ის ადარდებთ, მათი ქმარი სხვა ქალთან არ წავიდეს. მაგრამ გაცილებით უარესია, პარტნიორი გვერდით გყავდეს და იცოდე, რომ სხვასთან ურჩევნია გულის გადაშლა. ეს მიჯაჭვულობა ბოლოს დიდ სიყვარულს ბადებს.   თუმცა ჩემს შემთხვევაში ჩემი ქმრის ქცევამ  ცხოვრებაზე თვალი  ამიხილა.
– როგორ გგონიათ, ღალატის შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი აღიარებაა?
– არ დაკვირვებიხართ, რომ ამ შეკითხვაზე ადამიანები ავტომატურად პასუხობენ „დიახ“. დარწმუნებული ვარ, ქალების უმეტესობას უნდა, იცოდეს, უღალატა თუ არა პარტნიორმა. მაგრამ ზოგჯერ შემთხვევითი რომანების საიდუმლოდ შენახვა უფრო სწორია. რატომ უნდა ატკინო გული საყვარელ ადამიანს, თუ თავად იცი, რომ ცუდად მოიქეცი და ამას აღარ გაიმეორებ. ემოციური ღალატის შემთხვევაში საქმე ბევრად უფრო სერიოზულია და მისი დამალვა საერთოდ შეუძლებელია. მე ჩემს ქმარს ველაპარაკე და ავუხსენი, რომ ვერ ვაპატიებდი ამას. გაუკვირდა. არც მას მიაჩნდა, რომ ეს ემოციური მიჯაჭვულობა ჩემთვის ღალატი იყო. საბედნიეროდ, გამიგო. ურთიერთობაში ყველაფერი უნდა იყოს გარკვეული. სიჩუმე შეცდომაა. ზოგჯერ საბედისწერო.  

скачать dle 11.3