კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რა უთხრა მიშა მესხმა ცნობილ რუს კომენტატორს ვასილ მჟავანაძეზე ჩილეში პლაჟზე

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  მიშა მესხს აცილებდნენ 1969 წელს, „დინამოსა“ და ურუგვაის „ნასიონალეს“ მატჩის დროს... როდესაც შესვენებაზე „დინამოელებმა“ მიშა ხელში აიყვანეს, ურუგვაელმა მწვრთნელმა იფიქრა, რომ საბჭოთა კავშირში ასე ესალმებიან ფეხბურთელებს. როდესაც აუხსნეს, რომ მესხი მიდის, გაკვირვებულმა განაცხადა – „როგორ, ის მიდის და ესენი რჩებიანო?“ ჩვენი საყვარელი კოტე მახარაძე მიშაზე ყვებოდა, რომ ის არასდროს იყო სტანდარტული და მისთვის „შაბლონით“ თამაში მიუღებელი იყო... ცხოვრებაში დიდი პოპულარობის მიუხედავად, ის თავმდაბალ ადამიანად რჩებოდა, თანაც დიდი იუმორის გრძნობით გამოირჩეოდა... ზურიკო სოტკილავა, რომელიც 50-იან წლებში თბილისის „დინამოს“ მცველი იყო (მერე რა, ზოგჯერ შესანიშნავი ტენორებიც თამაშობენ ფეხბურთს), იხსენებდა, რომ ერთხელ „დინამო“ მოსკოვში, ბელორუსკი სადგურის გვერდით საერთო საცხოვრებელში განათავსეს. საღამოს მიშა პარკში გავიდა ლამაზი ქალბატონების გასაცნობად. ლამაზი ქალბატონების ნაცვლად, მასთან ორი დანიანი ხულიგანი მივიდა. მიშამ კი უთხრა. „ბიჭებო, მე ვარ ვაჭარი... ფული საერთო საცხოვრებელში მაქვს შენახული. წავიდეთ და მოგცემთ“... დაიჯერეს, იქ კი დახვდათ ზურიკო და კიდევ 20 ქართველი (ლ. ანჯაფარიძე). მაშინ თბილისის „დინამოში“ ცენტრალური თავდამსხმელი, ზაურ კალოევი თამაშობდა, რომელიც მიშას გადაცემის შემდეგ, ბურთებს თავით აგდებდა ბადეში... ყველა რომ ულოცავდა, მესხი ამატებდა – „ეს კალოევმა კი არ გაიტანა გოლი, ბურთი მე მოვახვედრე თავშიო“. ცნობილი კომენტატორი ვლადიმერ მასლაჩენკო იხსენებს, რომ ერთხელ ჩილეში პლაჟზე მესხი მიუწვა. „მე ვკითხე: შენ, ალბათ, საქართველოში პირველი კაცი ხარ-მეთქი? ასე მიპასუხა: არა, პირველი – მჟავანაძეა, მე მეორე ვარო... ამ დროს პლაჟთან შესანიშნავმა „ლიმუზინმა“ „ჩაიშრიალა“ და მიშამ მითხრა: აი, ასეთი მანქანა რომ მეყოლება, მე ვიქნები პირველი და მჟავანაძე მეორეო“...
შოთა იამანიძის მოგონება: თურმე, მიშა მესხის ერთ-ერთი მეგობარი ყვებოდა, რომ ერთი ერთზე მიშას მოუგო ფეხბურთში. „ხომ მართალია?“ – მიმართა მან მიშას... მიშამ კი უპასუხა: „მართალი კი არის, მაგრამ, ვინ დაგიჯერებსო“.      
                                                                                    ***
  ბატონი კახი კაჭარავა თბილისის „დინამოს“ დიღმის ბაზაზე მოწყობილი ერთი „ქეიფის“ პერიპეტიებს იხსენებს: „ერთი მზიანი დღეა. იუბილეს ვზეიმობთ ბიჭები – „დინამოს” იუბილეს. გვარიანი სუფრა გამოგვივიდა. ვართ, ასე, 30-40 კაცი ძველიან-ახლიანად. მიშა მესხიც ჩვენთანაა. ასევე, დაგვაფასა და გვეწვია ერთი (არ მინდა, ახლა ვინაობა დავაფიქსირო) ძალიან ღვაწლმოსილი ვეტერანი ფეხბურთელიც. თავისი მოკრძალებული „ჟიგულით” მობრძანდა (მაშინ სხვა მანქანა სად იყო!). აქეთური, იქითური, სიყვარული, გაგება და ასე შემდეგ. მოკლედ, ხელჩართული სმაა და ეს საპატიო ვეტერანი მაგრად დათვრა. მადლიერმა შეგირდებმა სკამიდან ხელით წამოვაყენეთ ქეიფის ბოლოს. მანქანის საჭესთან ეს რას დაჯდება. ცოდო არ მინდა, თვითონვე თქვა: ჩემს მანქანას აქ დავტოვებ, ტაქსით წავალო. გადავწყვიტეთ, თავისივე მანქანით გაგვეცილებინა, არადა, გაჭინჭყლდა „ტაქსით წავალ, ტაქსით!” – არ გვაწუხებს თავის ჭკუითა და მორიდებით. – კარგი, ბატონო... – დავამშვიდეთ ბიჭებმა და ფხიზლად გადარჩენილი თითო თვალი ჩავუკარით ერთმანეთს. ჩანაფიქრი მარტივი იყო. ამ ჩვენს ვეტერანს ვითომ ტაქსით გავუშვებდით, სინამდვილეში მე პირადად გამოვაცილე (გამოვიყვანე – სპეციალურად არ ვამბობ, თუმცა მაინც წამომცდა) და ვითომ ტაქსს ველოდებით ქუჩაში. ამ დროს ამ ვეტერანის „ჟიგული” (ჩვენ რომ გვიტოვებდა, თქვენ მომიყვანეთ ხვალო) დაგვიმუხრუჭდა ფეხებთან. – აი ტაქსიც მოვიდა!.. ჩავსვით და მივიყვანეთ სახლში. კაცმა ვერაფერი გაიგო. ჯიბიდან 10-იანი ამოიღო, „მძღოლს” მისცა და ჩემზე ეუბნება, – ეს კაცი მიიყვანე სადაც გეტყვის, ფული არ გამოართვაო. მეტი ვეღარ მოვითმინეთ მე და „მძღოლმა”, – ბატონო „იმანო”, ეს თქვენი მანქანაა... თქვენი! – რატომ? – რატომღაც
სრულიად მოულოდნელი და მდგომარეობისთვის შეუთავსებელი კითხვა დასვა ვეტერანმა. – თქვენია ეს მანქანა, თქვენი ბატონო ბ-იონ... – აუუუუჰ! – ბოლო ენერგია მოიკრიფა კაცმა, – მადლობა, ძვირფასებო, მადლობა! ვიცოდი მეეე... ვიცოდი. მეორე დღეს ამ ვეტერანის ცოლი რეკავს ჩვენთან. – გისმენთ, ქალბატონო ლ-ლა, – ვიცანით ხმაზე, – რა აჩუქეთ ჩემს ქმარს, რომ გადარიეთ ამ სიბერეში? სახტად დავრჩით. თურმე ვეტერანს ცოლისთვის უთქვამს: ბიჭებმა, საიუბილეოდ მანქანა მაჩუქეს – შენია შენიო! შეგრცხვა და... – კი ეკუთვნოდა წესიერ ქვეყანაში.
  ნება მომეცით, კიდევ ერთი საფეხბურთო-სალაღობო ისტორია შემოგთავაზოთ. 1965 წლის დეკემბერში ბატონმა ჯემალ ზეინკლიშვილმა თანაგუნდელები, მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი, საქეიფოდ მშობლიურ ბორჯომში დაპატიჟა. ეს „მოგზაურობა“ მესხი-მეტრეველის დუეტისთვის სავალალო შედეგით დასრულდა. ამ ისტორიას ჯემალ ზეინკლიშვილი შემდეგნაირად იხსენებდა: „1964 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ყველა დინამოელს ყველასათვის საოცნებო, მაშინ პოპულარული მანქანები – „გაზ-21“ გვაჩუქეს. მომდევნო წლის გაზაფხულზე მესხს და მეტრეველს მოველაპარაკე, წავიდეთ ბორჯომში და ერთი კაცურად ვიქეიფოთ-მეთქი! კაჩალინს ვთხოვე, მამაჩემს დავხედავ, ავად არის და ბიჭებსაც წავიყვან-მეთქი. გაგვიშვა სამი დღით სამივე, თუმცა, რასაკვირველია, არ იცოდა, რომ საქეიფოდ მივდიოდით. მივდივართ ღიღინ-ღიღინით, ძალიან ცხელა, გზაში ნელ-ნელა ვიხდით ტანსაცმელს და ბოლოს ტრუსებისამარა დავრჩით. ხაშურთან ერთი სასაცილო აზრი მომივიდა და ჩავაქრე მანქანა! მიშას და სლავას ვუთხარი: – ბიჭებო, მოაწექით და დაიქოქება-მეთქი. ყლაპეს და მართლა ჩავიდნენ მანქანიდან მოსაწოლად. მეც ეს მინდოდა, მყის დავქოქე, დავადე გაზს ფეხი და ბორჯომამდე არ გამიჩერებია! დარჩნენ მესხი და მეტრეველი ტრუსებისამარა შუა გზაში! შევარდნილან ბუჩქებში – ერიდებათ, ამხელა ფეხბურთელები ვინმემ შიშვლები არ დაინახოს! მათ ბედად, მილიციის ინსპექტორს სამთვლიანი მოტოციკლით გამოუვლია და ბიჭებმა ბუჩქებიდან იმას დაუძახეს. გადარეულა ის ინსპექტორი, წარმოგიდგენიათ, რას გაიფიქრებდა?! თბილისში ვეღარ დაბრუნდნენ ტრუსიკიანები, მყისვე გავარდებოდა ხმა ქალაქში და კაჩალინს ვერ გადაურჩებოდნენ, სთხოვეს და ინსპექტორმა ისევ ბორჯომში ჩამოიყვანა. ისე იყვნენ გაბრაზებულები, ჩემკენ არ მოუხედავთ! მიშასთვის და სლავასთვის პურმარილს ვინ დაიშურებდა? ორი დღე იქეიფეს უჩემოდ, მესამე დღეს კი ვეღარ გაძლეს და ისევ ერთად ვიყავით. მას მერე მესხი და მეტრეველი კარგა ხანს აღარაფერს მიჯერებდნენ“.


скачать dle 11.3