კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ახალი წლის ღამის ინდივიდუალური ხიბლი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ალკოჰოლის როლი იმპერიულ აზროვნებაში

  სანამ ჩვენ იმას მიმოვიხილავთ, როგორი ნაძვისხე დაგვიდგა მერიამ დედაქალაქში (სულო ცოდვილო და, იმას მილიონისა არაფერი ეტყობა, თუმცა არც გემოვნებაზე დავობენ და ისიცაა, რომ, რაც უნდა ავ თვალს დაუნახვებელი ნაძვისხე შეეძინა კალაძეს, მისი ოპონენტები მაინც უკმაყოფილონი იქნებოდნენ, ასეთია ქართული პოლიტიკის პლურალისტული ხიბლი), სახელდობრ, მოსკოვში ახალი წლის ღამისთვის სულ თავისებური – სხვაგვარი ღონისძიებებით ემზადებიან.
  წინდაწინვე შეიმუშავეს კანონი, რომ 2020 წლის 1 იანვრის ღამეს ალკოჰოლური სასმელების შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საცალოდ, ისიც კაფეებსა და რესტორნებში (საბითუმოდ, ანუ ბევრს – ვერაო).
აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთელ ტერიტორიაზეა აკრძალული სპირტიანი სასმელების გაყიდვა ღამის 11 საათიდან დილის 8 საათამდე.
  გასაგებია, რომ ყველას თავისი სისუსტე აქვს, როგორც ადამიანს, ისე ერსა და ქვეყანას, მაგრამ დღემდე ვერ ამომიხსნია დილემა, როგორ შექმნა იმპერია და ლამის ყველაფერი დაგვაკარგვინა ხალხმა, რომელსაც ალკოჰოლთან თავისი ურთიერთობა დღემდე ვერ გაურკვევია?!

скачать dle 11.3