კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 თვალდასაცველები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

                                 ანუ რას „გარეცხავენ“ ბომბსაფრებით

  მას შემდეგ, რაც ცხინვალი უტიფრად აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილმა „უკანონოდ“ გადაკვეთა „იუჟნაია ოსეტიას“ „საზღვარი“ და ამიტომაც, სანამ ამ ფაქტს არ აღიარებს, ვერაფრის დიდებით ვერ გაათავისუფლებენ (უკიდეგანოდ ვცემთ პატივს ჩვენს „კანონებსო“), ხოლო რფ კვერს უკრავს – ჩვენ უბრალოები ვართ და „დამოუკიდებელი“ ოსეთის „კანონიერ“ ვნებებში ვერ ჩავერევითო, სეპარატისტების „საგანგებო სიტუაციების“ „მინისტრ“ აზამატ ჩოჩიევის განცხადებით, ცხინვალში, არც მეტი, არც ნაკლები, სამი ბომბსაფარი აშენდება.
  თითოეული ბომბსაფარი სამიდან ხუთ მილიონამდე რუბლი დაჯდება და იქვე დასძენს, თუმცა ბომბსაფრები ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ისინიც და სხვა თავდაცვითი ნაგებობებიც ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად გვჭირდება საგანგებო სიტუაციების დროსო.
  უფრო მეტიც, თუ სეპარატისტ ჩინოსან ჩოჩიევს ვერწმუნებით, ამჟამად ცხინვალში 12 ბომბსაფარია, მაგრამ აღჭურვილობის გარეშე.
  იქვე შეგვატყობინა, რომ ბომბსაფრების აგებას ინვესტიციებით აპირებენ. გასაგებია, რომ ამ ინვესტიციას ერთადერთი ავტორი შეიძლება, ჰყავდეს, კერძოდ, რფ. ხოლო, სანამ ის ფულს გამოყოფს, ზემოხსენებულ ჩოჩიევს ყველა უწყების, რომლებშიც ბომბსაფარებია განთავსებული, დალაგება და მუშა მდგომარეობაში მოყვანა უბრძანა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობა უსაფრთხოდ განათავსონ.
  ჩვენ არ ვიცით, ვისგან თავის დასაცავად სჭირდებათ ბომბსაფრები სეპარატისტებს, იმიტომ რომ, სახელდობრ, ჩვენგან ერთი ის საფრთხე ემუქრებათ, რომ „გირჩელების“ უკანალებს მოჰკრან თვალი (ამისთვის კი თავის მობრუნებაა თავდაცვის საშუალება ან, სულაც, თვალების დახუჭვა, რაც თავ, ანუ თვალდაცვის სრულიად უფასო საშუალებაა).
  ამდენად, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ან 15 მილიონი რუბლის „გარეცხვის“ საშუალებაა, ან რფ ახლო აღმოსავლეთის ფრონტისთვის ამაგრებს ზურგს, ვინაიდან ჩვენ ჯერჯერობით ბატკნებივით უვნებლები ვართ, ხოლო, თუ ავიწყვეტთ, ბომბსაფრები მაინც ვერაფერში გამოადგებათ.

скачать dle 11.3