კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 როგორ დაუწერა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ შვილს ზღაპარი და როდის ივიწყებენ ის და ანი მარდალეიშვილი ცოლქმრობას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ალექსანდრე ლორთქიფანიძისა და ანი მარდალეიშვილის საერთო ისტორია ინტელექტუალთა კლუბს „რა? სად? როდის?“ უკავშირდება. ერთმანეთი იქ გაიცნეს, შეუყვარდათ, კარგად გვახსოვს მოულოდნელი ხელის თხოვნაც. რასაკვირველია, თამაშს აგრძელებენ და სულ ახლახან მათმა გუდმა ამ სეზონზე კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.
  ალექსანდრე ლორთქიფანიძე: „რა? სად? როდისის?“ თამაშისას მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ კითხვების გამოცნობაზე. ეს სპორტული განწყობაა და არა შოუსი. თამაშის განმავლობაში ანი ჩემი ჯგუფელია. ეს ის მომენტია, როცა ცოლქმრობა გვერდზე უნდა გადადო (იცინის). მით უმეტეს, რადგან კაპიტანი ვარ, ობიექტური უნდა ვიყო და ყველას მოვუსმინო. მინიმუმ, იმაზე არ ვინერვიულო, რომ ანი ნერვიულობს. ამიტომ იმ მომენტში ანის გუნდელი, კაპიტანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ვარ ხოლმე.
ანი მარდალეიშვილი: მეც დავეთანხმები. ერთ გუნდში რომ არ ვთამაშობდეთ, როგორც დამსწრე, გაცილებით უფრო ვინერვიულებდი მის თამაშზე. ამ შემთხვევაში ორივე ჩვენი გუნდისთვის ვართ მობილიზებული და ერთმანეთის მდგომარეობაზე ნაკლებად ვნერვიულობთ. სანდრო 2002 წლიდან, მე კი 2006-იდან ვმონაწილეობთ ამ თამაშში. წლებთან ერთად გაიზარდა ჩვენი პასუხისმგებლობები, სამუშაო. დროის დეფიციტი გვაქვს, მაგრამ თამაშს მაინც ვაგრძელებთ, იმიტომ, რომ ძალიან გვიყვარს ეს პროცესი და ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ვთამაშობთ. რაც შეეხება მის წვლილს ჩვენი ოჯახის შექმნაში, ეს უფრო უფრო სატელევიზიო თამაშს უკავშირდება. მანამდე კლუბში ვიყავით და შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს.
  ალექსანდრე: თითქოს განგების ძალით მოხდა. ახალი სატელევიზიო სეზონისთვის ახალი გუნდები და მოთამაშეები რომ ირჩეოდა, დიდი ქასთინგები იყო. მაშინ შეკოწიწდა ჩვენი პირველი გუნდი, რომელშიც მე და ანი ერთად აღმოვჩნდით, უკეთ გავიცანით ერთმანეთი და ყველაფერი აქედან დაიწყო. თუმცა, რომ ვაღიაროთ, გარკვეული სიმპათიები მანამდეც გვქონდა.
– მოაზროვნეებმა როგორ მიიღეს თქვენი ამბავი?
– ინტელექტკლუბი „რა? სად? როდის?“  ძალიან დიდი ოჯახია და პირველი, ვისაც უნდა მივეღეთ, ეს საზოგადოება იყო. რა თქმა უნდა, კარგად მიგვიღეს. ბატონი წამყვანი – გიორგი მოსიძე ითვლიდა, რამდენი წყვილი შედგა ინტელექტკლუბში. უბრალოდ რომანს არა, დაქორწინებულ წყვილებს ვგულისხმობ და ჩვენ 33-ე ვიყავით.
– შემდეგ იყო თამაშის დროს ხელის თხოვნა, რასაც ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
– წინა ქორწინებიდან რომ ბეჭდის მოხსნა დაგავიწყდა, ისიც გაიხსენე...
ანი:  (იცინის) ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ამ ყველაფერს. თუმცა იყო ეს თემაც, რომელიც სანდრომ ახსენა. რამდენიმე ადამიანს შეკითხვები გაუჩნდა. ვიდეოში ჩანს, რომ თითზე ბეჭედი მიკეთია. ესაა ჩვეულებრივი, თვლიანი ბეჭედი. მაგრამ ისეთი რაკურსითაა გადაღებული, ჩვეულებრივი რგოლი გეგონება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოულოდნელი და ამაღელვებელი მომენტი იყო, სწრაფად აზროვნება ცოტა პროფესიული ამბავია ჩვენთვის და რომ მივხვდი, რაც ხდებოდა, ეს ბეჭედი უცებ მოვიძრე და მეორე ხელზე გადავიტანე (იცინის).
ალექსანდრე: რამდენი ჰქონდა ნარეპეტიციები ხომ ხვდებით (იცინის).
ანი: ბევრმა აღნიშნა, რომ ეკეთა უკვე ერთი ბეჭედი და გათხოვილი ხომ არ იყოო, მერამდენე ქორწინებააო... ვისარგებლებ თქვენი პლატფორმით და ვიტყვი, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ბეჭედი, რომელიც დედაჩემის ნაჩუქარია და ძალიან მიყვარს. ასე რომ, ნამდვილად არ იყო მეორე ქორწინება. ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო. ხელის თხოვნის ფაქტი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან სამი წელი ვიყავით ერთად და მომავალზე ვსაუბრობდით, მაგრამ იქ, იმ გარემოში, ძალიან მოულოდნელი იყო.
– დღეს უკვე პატარა გოგონა გყავთ.
ალექსანდრე: ორი წლისა და ოთხი თვისაა. ძალიან ლამაზი გოგოა. თან გვგავს, თან ჩვენგან განსხვავებული, ინდივიდუალური გოგოა, ძალიან დამოუკიდებელი, რომელსაც თავისი დიდური აზრები აქვს ყველაფერთან დაკავშირებით. ლილიანამ ჩვენი ცხოვრება რთულად განსახორციელებელ ზეიმად აქცია და ახალ საფეხურზე აიყვანა.
– როგორია ორი ინტელექტუალის ოჯახური გარემო?
ანი: ძალიან საქმიანი, ორივენი ვმუშაობთ. მე ვარ საგადასახადო მრჩეველი. ვმუშაობ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში და მაქვს საინტერესო სამსახური, რომელიც ძალიან მიყვარს. საკმაოდ დატვირთული სამუშაო რეჟიმი მაქვს, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ, ლილის დიდი დრო დავუთმოთ, მასთან ერთად ვითამაშოთ, ვისეირნოთ.
ალექსანდრე: ვკითხულობთ წიგნებს, ვუყურებთ ფილმებს... მსჯელობა, აზრების გაცვლა, ერთად ფიქრი და... ჩვენთვის ერთმანეთთან საუბარი არასდროს ხდება უინტერესო.
– ალექსანდრე „კაცები ზრუნავენ“ აქციის წარმომადგენელია და ალბათ, მზრუნველი მამაა. მშობიარობასაც დაესწარით. ეს გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ?
– გადაწყვეტილი მქონდა, რომ მშობიარობას დავსწრებოდი. ერთადერთი, რის გამოც შეიძლებოდა, უარი მეთქვა, ის იყო, თუ ანის ამით დისკომფორტი შეექმნებოდა. მაგრამ ანი არ იყო წინააღმდეგი და მეც ვერც გავძლებდი, მასთან ერთად რომ არ ვყოფილიყავი. ეს იყო ეიფორია, რომელშიც ნერვიულობა და სიხარული ერევა ერთმანეთს. ძალიან მობილიზებული ვიყავი, ვცდილობდი, ანის მაქსიმალურად გამარტივებოდა ამ ყველაფრის გადატანა და მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ, როცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მივხვდი, უკვე შემეძლო მისი დატოვება, რომ დაეძინა. ახლობლებს კარგა ხანს მოუწიათ გარეთ ლოდინი. ეგონათ, ბავშვი რომ დაიბადებოდა, მაშინვე ჩამოვიდოდი. მერე მეუბნებოდნენ, რომ ჩემს ნაცვლად რობოტი დადიოდა, აბსოლუტურად გამოცლილი მქონდა ყველანაირი ენერგია.
– ლილის ზღაპრები დაუწერეთ...
– კი, საბავშვო წიგნი დავუწერე, ერთგვარი ზღაპარი – „იავნანა ლილისთვის“. თუმცა ეს არაა მხოლოდ ჩემი ლილისთვის დაწერილი წიგნი. ყველა ბავშვისთვისაა და უფრო – დიდებისთვის. „კაცები ზრუნავენ“ კამპანიის ფარგლებში მომზადდა და ზუსტად იმ ფასეულობებს ეხება, რაც ოჯახში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– როგორია თქვენი რომანტიკული ამბები?
ანი: რომანტიკას ყოველდღიურ და მარტივ ამბებში ვხედავ. ერთი წიგნია, რომელიც სანდროს ძალიან უყვარს და აქამდე ქართულად არ იყო ნათარგმნი. რამდენიმე დღის წინ დაიდო ინფორმაცია, რომ ეს წიგნი საახალწლო ბაზრობაზე იქნება ქართულად და გადავწყვიტე, ერთ-ერთ საახალწლო საჩუქრად ესეც გამეკეთებინა. რამდენიმე დღის შემდეგ, სანდრომ „ფეისბუქზე“ დაწერა, რა ბედნიერებაა, რომ ეს წიგნი ქართულადაც იქნებაო. ვერ მოვითმინე და დავუწერე, ახლახან შენი საახალწლო საჩუქარი გააზიარე-მეთქი. ეს არაა გრანდიოზული საჩუქარი, მაგრამ მთავარია, გვესმის ერთმანეთის, ვიცით ერთმანეთის სურვილები და ვზრუნავთ ერთმანეთზე.
– რა შეიცვალა ქორწინების შემდეგ?
ალექსანდრე: იმასაც კი ვერ ვიტყვი, რომ ახლა მეტ დროს ვატარებთ ერთად, იმდენს ვმუშაობთ, რომ ისევ გვენატრება ერთმანეთი. ერთმანეთისადმი განწყობა არ შეცვლილა. უბრალოდ, თანაცხოვრება დაგვეხმარა იმაში, რომ ერთად დავგეგმოთ ჩვენი აწმყოც და მომავალიც. ახლა უკვე ყველაფერში ერთ გუნდად ვთამაშობთ. ჩვენი ურთიერთობის საწყისი ეტაპიდან ანის სიურპრიზი მახსენდება: ბათუმში ვიყავი, ძალიან მენატრებოდა და უეცრად ჩამომაკითხა – ლამაზი აგურისფერი სარაფანი ეცვა და თმაზე გვირილების გვირგვინი ეკეთა. ურთიერთობის დასაწყისი იყო და მაშინ მივხვდი, რომ ამ გოგოს შეეძლო მსგავსი რამეების კეთება.
– საახალწლო საჩუქრები?
ანი: საახალწლო დღეებში გაირკვა, რომ ლილი გვეყოლებოდა. ეს იყო ორივეს საახალწლო საჩუქარი.
ალექსანდრე: ძალიან ცუდად ვიყავი, მაღალი სიცხე მქონდა და საწოლიდან ვერ ვდგებოდი. მახსოვს, ორი იანვარი იყო. ანი პერიოდულად შემოდიოდა ოთახში და ხან წამალი შემოჰქონდა, ხან თერმომეტრი. ერთ-ერთ მორიგ შემოსვლაზე, მე რომ წამალს ველოდები, მეუბნება, ორსულად ვარო. ვეღარ ვხვდებოდი, ორმოცზე ავიდა ჩემი სიცხე თუ ეს რეალობა იყო (იცინის).
– წარმატებული წელი გქონდათ, „საბა“ დაიმსახურეთ. წლის საუკეთესო პიესა თქვენი „დისტოპიესები“ გახდა, გილოცავთ!
– დიდი მადლობა. ნებისმიერი პრემია სასიხარულოა, მით უმეტეს, „საბას“ აქვს გარკვეული წონა ლიტერატურულ სივრცეში და მით უფრო სასიხარულოა მისი მიღება. ეს ნებისმიერი ავტორისთვის სტიმული და ხელის წაკვრაა. თუმცა, მიმაჩნია, რომ ავტორმა უნდა წეროს რეალური იდეებისთვის, მიზნებისთვის და არა ფესტივალებისთვის. ფესტივალები თანმდევი ნაწილია, რომელიც მონაკვეთებს მონიშნავს შენს შემოქმედებაში. ამ წიგნში, რომელმაც „საბა“ აიღო, გაერთიანებულია ხუთი მინოპიესა და ერთი სრული პიესა, რომელიც სხვადასხვა ფესტივალების მონაწილე პიესებია. ორი მათგანი 24-საათიანი პიესების ფესტივალის გამარჯვებულია ორ სხვადასხვა დროს, ორი – თეატრალურ ფესტივალ „არდიფესტის“ ფინალისტი. სრული პიესა – „კუნძული“, რუსთაველის თეატრის რჩეულია.
– როგორი შემფასებელია მეუღლე და თუ ადევნებს ხოლმე თვალ-ყურს პროცესს?
– მეუღლე ამ კუთხითაც ძალიან დიდი მონაგარია ჩემთვის. საუკეთესო მკითხველია, ვინც კი მინახავს. ჩემს ნამუშევრებს პირველი ის კითხულობს, თუმცა, პროცესში არ მიყვარს ნამუშევრის სხვისთვის გაზიარება. დასრულებულს პირველი ანი კითხულობს და გულწრფელ აზრს მიზიარებს. არც მხოლოდ ქებაა და არც მხოლოდ ძაგება, რაღაც ნაკლებად მოსწონს, რაღაც – მეტად.

скачать dle 11.3