კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 რატომ არ ამხელდა ხატია სიჭინავა მეოთხე ორსულობას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე მეოთხე შვილს ელოდებიან. ამ მომენტს, ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა, მაგრამ წყვილმა გადაწყვიტა, რომ სანამ შესაძლებელი იყო, ეს ამბავი არ გაემჟღავნებინათ.
  ხატია სიჭინავა: გვინდოდა მეოთხე შვილი, მაგრამ დაგეგმვა ვერ მოვასწარით, არ გვაცალა (იცინის). ორი თვე ვიყავი ბავშვებთან ერთად წასული ზღვაზე ზაფხულში და ძალიან დატვირთული არდადეგები მქონდა. სასწაულად დაღლილი ჩამოვედი და რამაზს ვუთხარი, მოდი, ახლა მე და შენ წავიდეთ სადმე, რომ ცოტა ხანი დავისვენოთ-მეთქი. სამივე ბავშვი მყავდა ზღვაზე და ისეთ დღეში ვიყავი, ბოლოს, მგონი, თბილისში ისმოდა ჩემი ხმა (იცინის). ცურვა რომ არ ვიცი და ესენი ზღვაში შედიან, ისტერიკა მემართება. მოკლედ, ემოციურად დაცლილი ჩამოვედი და ვემზადებოდი, რომ მე და ჩემი მეუღლე წავიდოდით დასასვენებლად. ვერაფრით ვერ გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. სამივე შემთხვევაში ასე იყო. იმდენად კარგი ორსულობა მაქვს, საერთოდ ვერ ვგრძნობ. მაგრამ, მერე ცოტა ეჭვი გამიჩნდა და ტესტი ვიყიდე. გავიკეთე და მეუბნება: გამარჯობა, თქვენ უკვე დიდი ხანია, ფეხმძიმედ ხართო (იცინის). თვე-ნახევრის ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე გვიფიქრია, თითქოს, მომზადებული უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ, ეტყობა, ასაკს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს – ისეთი ელდა მეცა, ორი ხაზი რომ დავინახე, თვალებს არ ვუჯერებდი. ხუთი წელია გასული ბოლო ორსულობიდან. მანამდე ყოველ წელს ორსულად ვიყავი და ხალხი უმუცლოდ რომ მხედავდა, მეკითხებოდნენ, რატომ? (იცინის). 30-ის გავთხოვდი და 34-ისას უკვე სამი შვილი მყავდა. ახლანდელი ასაკი სულ სხვაა და ყველაფერს სხვანაირად აღვიქვამ. ახლა ესენიც წამოიზარდნენ და უცებ რომ მივხვდი, ეს ყველაფერი თავიდან უნდა დაწყებულიყო, ცოტა დავიძაბე. მაშინვე ფოტო გადავუღე ტესტს და უკომენტაროდ გავუგზავნე რამაზს. სულ ვეუბნებოდი: თუ გვიწერია, რომ შვილი კიდევ უნდა გვყავდეს, ორმოც წლამდე გვეყოლება, მერე აღარ გავაჩენ-მეთქი. უკვე 39 ვარ და ისეთი მონდომებული იყო, უკვე ფიქრობდა, მიუახლოვდა ორმოც წელს და ალბათ, მეოთხეს აღარ მაღირსებსო (იცინის). ფოტო რომ ნახა: ეს ჩვენია? შენ გაიკეთე ეს ტესტიო? სიხარულისგან გაგიჟდა. რატომ არ გაუხარდება, მე შენ გეტყვი, ცხრა თვე მუცლით უნდა იაროს თუ ფორმიდან ამოვარდება?! (იცინის) მაგრამ ჩემს ქმარს უცნაური ამბავი დაემართა. ცოტა ხანში მირეკავს და მეუბნება, არავინ გაიგოს, რომ ორსულად ხარო. ცოტა გამიკვირდა, პირველი ბავშვი რომ ყოფილიყო – კი, მაგრამ მეოთხეზე უცნაურად ჟღერდა. თუმცა, არც მე ვიყავი მონდომებული, მთელ საქართველოს ამაზე ელაპარაკა და კარგი, ვიყოთ ჩვენთვის-მეთქი. როგორც კი ფეხმძიმობის შესახებ გავიგე, სიგარეტი გადავაგდე და რა თქმა უნდა, წონაში მოვიმატე, მაგრამ მაგის დარდი ვის ჰქონდა, ისედაც მოვიმატებდი. თუმცა ყველანაირად ვცდილობ, ძალიან არ მოვიმატო, მაგრამ ეს უკვე ჩემზე არაა დამოკიდებული. ხუთი თვისთვის შვიდი კილო ჩემთვის ძალიან ბევრია. აქამდე, ამ დროს, მაქსიმუმ, ერთი-ორი კილოგრამი მქონდა მომატებული.
– პირველმა ემოციამ რომ გადაიარა, მერე რას ფიქრობდით?
– მერე დაიწყო შიში. სამ ბავშვს ძლივს ყოფნის ჩემი ენერგია. ძალიან ჩართული ვარ ჩემი შვილების ცხოვრებაში. ყველგან მათთან ერთად დავდივარ. ავად არიან თუ კარგად, სულ მათ გვერდით ვარ და მართლა ძალიან ძნელია სამი ბავშვის გამკლავება. წრეებია, დაბადების დღეები და ათასი რამ. რომ წარმოვიდგინე, მეოთხე, სულ პატარა, რომელსაც მთელი დღის ენერგია სჭირდება, ავნერვიულდი, ესენი არ დამეჩაგროს-მეთქი. ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში. მეორეზე რომ დავფეხმძიმდი, მაშინ ვნერვიულობდი, ისე ძალიან თუ მეყვარება, როგორც პირველი-მეთქი. სამი თვის იყო პირველი, მეორეზე რომ დავრჩი ფეხმძიმედ. კატასტროფული სიჩქარით ვაჩენდი ბავშვებს (იცინის). მაგრამ ამ ფიქრებსაც მოვერიე, ყველაფერი გავიაზრეთ და მაისს ველოდებით, რომ კიდევ ერთი პატარა შემოგვემატოს.
– იცით, ვის ელოდებით, მაგრამ სქესს არ ამბობთ?
– არავის ვუთხარათო, მაგრამ უკვე აღარ გამოდიოდა ფეხმძიმობის საიდუმლოდ შენახვა და რაც შეიძლება, ბოლომდე სიურპრიზი იყოს, სქესია და ამიტომ არ ვიტყვით. ამ ამბავს მაისისთვის დავიტოვებთ. სხვათა შორის, დღეს სტატია ვნახე, ათი ბიჭის შემდეგ გოგო შეეძინა წყვილსო და ჩემი თავი წარმოვიდგინე (იცინის). ეს ჩემი ბოლო ორსულობაა, ამიტომ თავიდან კილოგრამებზე რომ დავიძაბე, პატარა არ ვარ და გამიჭირდება დაკლება-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ ბოლო ორსულობაა და ბოლომდე უნდა დავტკბე. ზედმეტი კილოგრამი იქნება, სუნთქვა მიჭირს თუ გადადგილება, ყველაფერს სიამოვნებით ვიღებ.
– წინა ორსულობაზე არაფერი გამიგიაო, ამჯერად?
– სამივე ორსულობა იმდენად არაპრობლემური იყო, მიკვირდა ხოლმე, რატომ უნდებათ ორსულ ქალებს რაღაცები-მეთქი?! არაფერი შეცვლილა იმის გარდა, რომ მუცელი მეზრდებოდა. ახლა ძალიან სასაცილო რაღაცები დამეწყო. სუნს ვგრძნობ კილომეტრზე, ვის რა სუნამო ასხია, ვინ რა ჭამა, რა სიგარეტს ეწევა... მიჩვეული რომ არ ვიყავი, ძალიან მიკვირს ეს მომენტები. ამ ორსულობისას ფხიზელი ძილი მაქვს. ჩემს ქმარს, ღამით, როცა არ ეძინება, ტელევიზრის ყურება უყვარს. ვაზით კანფეტები უდევს და აკნატუნებს ხოლმე. ჰოდა, ახლა იმ კრატუნზე მეღვიძება (იცინის). დავაჭყეტ ხოლმე თვალებს და რომ გამოვხედავ, უცებ კრატუნი წყდება და დასჯილი ბავშვივით მიყურებს (იცინის). მეოთხე ჯერზე ცოტა პრეტენზიული ორსული ვარ. სამივემ ისეა ჩაიარა, თვითონაც ცოტა მიუჩვეველია და მეუბნება, მგონი, ეს ასაკის ბრალიაო (იცინის). სახლში რომ მოდის და მწერს, რა ამოგიტანოო, ამოსვლამდე შვიდჯერ ვიცვლი აზრს და ბოლოს მირეკავს, ახლა მაღაზიაში ვარ და ყველაფერი ხომ არ წამოვიღო, ისევ ჩამოსვლა რომ არ დამჭირდესო? ძალიან ცვალებადი ხასიათი გამიხდა, ხან რა მინდა, ხან რა.
– გოგოებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?
– უფროსი ხვდება რაღაცას და მპირდება, როცა პატარა გაჩნდება, დამეხმარება. პატარები საერთოდ ვერ ხვდებიან. უმცროსი მიყურებს და გაოცებული მეკითხება, დედიკო, რატომ გასუქდი ასეო? დედა ყოველთვის ფორმაში იყო, მოულოდნელად გასუქდა და ვერ გაუგია, რატომ (იცინის).
– დედამთილ-მამამთილს რა რეაქცია ჰქონდათ?
– ჩემი მამამთლილი დიდი ხნის განმავლობაში მეუბნებოდა, მეოთხე უნდა გააჩინოო. ალბათ, მასაც ეგონა, რომ აღარ გავაჩენდი. ჩემი ქმარი თავის დედ-მამასაც უმალავდა ამ ამბავს. ერთ მშვენიერ დღეს, მამამთილი მიმყავდა მანქანით და გზაში მეუბნება: ეჰ, ალბათ, მე ისე მოვკვდები, რომ შენ მეოთხეს არ მაღირსებო (იცინის). ძალიან გულდაწყვეტილი მეუბნება, ხომ იცი, პირზე რომ გადგას, მაგრამ თავზე ხომ ვერ გადავახტებოდი მის შვილს. სახლში დედამთილი დაგვხვდა და ჩემი ქმარიც იქ იყო. ვაიმე, მამამ ასე მითხრა-მეთქი, ვთქვი. რამაზმა ეს რომ გაიგო, მართლაო და უთხრა მამამისს: შენ წარმოიდგინე, ცოცხალი იქნები, ახლა გეყოლება მაისშიო (იცინის). ძალიან გაუხარდათ. ისე გამოდის, რომ მეც და ჩემს დედამთილსაც ოთხ-ოთხი შვილი გვყავს. ჩემი მული მეუბნება ხოლმე, შენ უფრო ჰგავხარ დედაჩემს, ვიდრე მეო (იცინის).

скачать dle 11.3