კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№52 კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფი“ – ლიდერი საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია ქართულ ბაზარზე

ნინო კანდელაკი ინა სიმონია

  კომპანია „გროს ენერჯი“ 2007 წელს დაარსდა და დღეს ერთ-ერთი ლიდერია ბაზარზე. 2018 წელს „თიბისის“ დაფუძნებულ წლის მთავარ და ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებაზე წლის ბიზნესის ნომინაციაში გაიმარჯვა კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფმა“, რომლის ძირითადი საქმიანობა საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურებაა, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი პროექტის დამუშავებას კონცეპტუალური ეტაპიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე.
  „გროს ენერჯი ჯგუფის“ გუნდის შემადგენლობაში არიან მაღალკვალიფიციური ექსპერტები, რომლებსაც აქვთ ენგურჰესზე, ჟინვალის ჰიდროკომპლექსზე, ვარციხის ჰესებსა და საქართველოს მოქმედ სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე პროექტის მთავარი ინჟინრის ფუნქციების შესრულების პასუხისმგებლობა და გამოცდილება.
  ირაკლი ტყებუჩავა („გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსური მენეჯერი):  შარშანდელ კონკურსში გამარჯვება ჩვენი გუნდის დამსახურებაა, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს. თითოეულ თანამშრომელს უმნიშვნელოვანესი და უდიდესი წვლილი შეაქვს კომპანიის ზრდასა და განვითარებაში. ეს ჯილდო თითოეულ მათგანს  ეკუთვნის!
– მოგვიყევით კომპანიის შექმნისა და განვითარების ისტორიის შესახებ.
– კომპანია 2007 წელს დაფუძნდა, 2009 წლიდან კი შპს „გროს ენერჯი ჯგუფის“ სახელით ფუნქციონირებს. დღეს ის ბაზარზე წამყვანი საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიაა არა  მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში, არამედ ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და სხვადასხვა დარგებში. კომპანიის მენეჯმენტს წარმოადგენენ წარმატებული ბიზნესლიდერები, აღიარებული ინჟინერ-მშენებლები და იურისტები. გუნდის შემადგენლობაში გაერთიანებული არიან სამეცნიერო, საძიებო-კვლევითი, სამშენებლო, ზედამხედველობისა და კონტროლის ხანგრძლივი, წარმატებული, საერთაშორისო დონეზე აღიარებული გამოცდილების მქონე ექსპერტები და სპეციალისტები.
– კონკრეტულად რა სამუშაოებს ახორციელებთ?
– ჩვენი საქმიანობა მოიცავს კვლევით საძიებო სამუშაოებს, ანალიზს, ბიზნესგეგმებს, ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებასა და დეტალური პროექტის მომზადებას, მშენებლობის ზედამხედველობასა და სამშენებლო ნებართვების მოპოვებაში დახმარებას. ასევე, გზებისა და ხიდების მშენებლობას, მელიორაციებს, განახლებად ენერგიასა და ასე შემდეგ.
– განსაკუთრებით რომელი პროექტები გეამაყებათ?
– ჩვენს კომპანიას დღემდე განხორციელებული აქვს ასზე მეტი სხვადასხვა ზომის ჰიდროპროექტი. გამოვარჩევდი რამდენიმე კასკადურ პროექტს, როგორიცაა – აჭარის წყლის კასკადი, მტკვრის კასკადი.  ჩვენი დაწყებულია ონის კასკადი.
– რამდენად დიდია კონკურენცია ბაზარზე და რა გამოგარჩევთ?
– კონკურენცია საკმაოდ დიდია. ჩვენ გამოგვარჩევს მომსახურების მაღალი ხარისხი, პროფესიონალიზმი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საქმიანობა და ახალგაზრდების ჩართულობა. ვართ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია და დიდ რესურსს ვდებთ განათლებაში, მუდმივად ვახორციელებთ კადრების დატრენინგებას როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.
– როგორია თქვენი კომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა?
– კომპანია მთელ თავის მოგებას დებს იმ ტექნიკური ბაზის შექმნაში, რომელიც მომავალში მისი შემოსავლის მომტანი იქნება. ამ განვითარების პროცესში დავიმატეთ გეოდეზიის ტექნიკური  და გეოლოგიური საბურღი დანადგარები. სამომავლოდ ვგეგმავთ, გვქონდეს საკუთარი ლაბორატორია.
ანგული ტყებუჩავა („გროს ენერჯი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი): დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი და ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. „გროს ენერჯი ჯგუფი“ ოჯახური ბიზნესია, ის ბირთვია შეკრული, რომელსაც აქვს ერთი ხედვა, ერთი ღირებულება  და ორიენტირებულია განვითარებაზე.
– თქვენს კომპანიას დიდი წვლილი შეაქვს ახალგაზრდების წინსვლასა და განვითარებაში.
– ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე კომპანია ვართ ახალგაზრდების დასაქმების კუთხით.  ჩვენი თანამშრომლების ძირითადი ბირთვი ახალგაზრდებისგან შედგება. ბევრ რამეს ვუჯერებთ და ბევრ საკითხში უპირატესობასაც ვანიჭებთ მათ აზრს. ვინც ჩემთან მუშაობის სურვილს გამოთქვამს, თუნდაც არ ჰქონდეს ამ სფეროში გამოცდილება, ყველას ვაძლევ შანსს და მაქსიმალურად ვუდგავარ გვერდში, რომ საკუთარი თავი გამოამჟღავნოს. გვაქვს ანაზღაურებადი სტაჟირება. მთავარია, ვიგრძნოთ, რომ მათ აინტერესებთ და უყვართ ის საქმე, რასაც ემსახურებიან. სურვილის შემთხვევაში, ვუფინანსებთ მაგისტრატურისა და დოქტურანტურის პროგრამას.
  მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. გვაქვს ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ამზადებენ ჩვენს ახალგაზრდა თანამშრომლებს.
– თქვენი კომპანია აქტიურად მონაწილეობს ქველმოქმედებებში.
– კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფი“, ბიზნესსაქმიანობასთან ერთად, არასოდეს ივიწყებს იმ პასუხისმგებლობას, რაც მას  საზოგადოების მიმართ აქვს. მაქსიმალურად ვცდილობთ, აქტიურად ვიყოთ ჩართული სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო ღონისძიებებში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოების უკეთესი მომავლის მშენებლობაში.

скачать dle 11.3