კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (48)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№52 როგორ დალოცა ჯაბა იოსელიანმა კოტე თოლორდავა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ცნობილი მსახიობი კოტე თოლორდავა ასეთ ისტორიას იხსენებდა: „ბავშვობიდან სულ „ვზროსლებთან“ ვძმაკაცობდი და რომ იტყვიან, ისინიც ძალიან მანებივრებდნენ და ჩემთან ისე ეჭირათ თავი, როგორც ტოლ-სწორებს. მათთან ერთად „ბირჟაზეც“ ვიდექი, არც ქეიფებს „ვმაზავდი“ და ეს ძალიან მიხაროდა. ერთი სიტყვით, ჭირსა და ლხინსაც მათთან ერთად ვიზიარებდი და მათთან ერთად არც „მაიმუნობაზე“ დამიხევია უკან. „კუტოკი“ კი ისეთი გვქონდა, რომ „მაიმუნობის“ ნაკლებობას არავინ განვიცდიდით და ამაში არეული პერიოდიც გვიწყობდა ხელს. ამ საქმეში მთავარი იმპროვიზატორი კი სულგანათლებული ობოლა ციმაკურიძე იყო. ერთი პერიოდი ასეთ რამეს ვაკეთებდით:  ობოლა ჯაბა იოსელიანის ხმით დაურეკავდა რომელიმე რესტორნის დირექტორს და ეტყოდა:
– ჯაბა ვარ, ძმაკაც. პატივი გვეცი და ბიჭებს ოცკაციანი სუფრა გაუშალე. პატივისცემა კი ჩემზე იყოს. ნუ გეშინია, უიარაღოდ მოვლენ და ცუდი არაფერი მოხდებაო.
აბა, ჯაბას ვინ ეტყოდა უარს და ასე ვიქეიფეთ რამდენიმეჯერ. მართალია, სარისკო საქმე იყო, მაგრამ მუქთა ქეიფიც ძალიან გაგვიტკბა და ბედიც გვწყალობდა.
  1994 წლის 13 მაისია. იმ დღეს 15 წლის გავხდი. ფული არ გვაქვს და ობოლამ შემოგვთავაზა – „მეტეხის“ რესტორანში აღვნიშნოთო. ჩვენც დავეთანხმეთ და საღამოს 6 საათზე ვითომ „მხედრიონის“ თხუთმეტკაციანი კომპანია მეფურ სუფრას მივუსხედით და „შევუბერეთ“. შუა ქეიფში ვართ და უეცრად რესტორანში მართლა ჯაბა „გაიჩითა“ თავის ორ „ახრანიკთან“ ერთად... ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაგვემართებოდა? ობოლას ღვინით სავსე ჭიქა გაუშეშდა ჰაერში. ამას ისიც დაერთო, რომ რესტორნის დირექტორმა ჯაბას ჩვენი მაგიდისკენ მიუთითა და ალბათ, უთხრა, აი, თქვენი ბიჭები იმ სუფრაზე ქეიფობენო. ჯაბამ შეგვათვალიერა, კოპები შეკრა და ჩაფიქრდა. შემდეგ გაეღიმა, „ახრანიკები“ ადგილზე დატოვა, მოგვიახლოვდა და გვკითხა, – რას ქეიფობთ „მხედრიონელებოო“? ყველას ენები მუცელში ჩაგვივარდა. პირველი ობოლა გამოერკვა და ჯაბას მისივე ხმით უთხრა: ჩვენი პატარა ძმის დაბადების დღეა და დალოცეთო. ჯაბამ ღვინით სავსე ჭიქა ასწია. დაბადების დღე მომილოცა. შემდეგ რესტორნის დირექტორი იხმო და უთხრა: ამ ბიჭებს ჩიტის რძეც არ მოაკლოო და წავიდა“.

скачать dle 11.3