კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 რა საფრთხეს უქმნის საქორწინო ბეჭდისა თუ სხვა სამკაულის ტარება ადამიანს

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  როდისმე დაფიქრებულხართ, რა საფრთხეს უქმნის საქორწინო ბეჭდისა თუ სხვა სამკაულის ტარება ადამიანს, ან ვინ და რისთვის მოიგონა ისინი? ძნელია, იპოვო ახალდაქორწინებული წყვილი, საქორწინო ბეჭდის გაკეთებაზე რომ უარი თქვას. ეს ტრადიცია ისე ღრმადაა ჩაბეჭდილი ჩვენს გონებაში, რომ ქორწინება ნიშნობის ბეჭდების გარეშე, ვერც კი წარმოგვიდგენია. მაგრამ, ამასაც რომ თავი დავანებოთ, სამკაულისა და მოსართავებისადმი სწრაფვა ადამიანს, განსაკუთრებით კი ქალს, მგონი, დაბადებიდანვე თან დაჰყვა. ამიტომ, ნამდვილად არ იქნება ინტერესმოკლებული გავიგოთ, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ბეჭედსა თუ სხვა მორთულობას, რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს ორგანიზმზე და როგორ უნდა მოვიქცეთ უარყოფითი ზეგავლენის შემთხვევაში. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მარინა ე.
– ყველაზე საკრალური, რა თქმა უნდა, ბეჭედია – უკვდავებისა და უსასრულობის სიმბოლო ძალაუფლებისა და სიყვარულის დასტურად რომ მიიჩნია ადამიანმა. უძველესი დროიდან სწამდათ, რომ ბეჭდის მაგიური წრე – დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, ყოველი ბოროტისგან, სულისა და სხეულის სნეულებისგან იცავდა მფლობელს, იმის მიუხედავად, რა მასალისგანაც უნდა ყოფილიყო დამზადებული. ყველაფერი კი ერთი უბრალო ბეჭდით დაიწყო, რომელსაც ეგვიპტელები ნილოსის ლერწმისგან წნავდნენ. მათ სწამდათ, რომ ბეჭედს ღიობით ცენტრში ყველანაირი დაფარული და საიდუმლო კარის გაღება შეეძლო. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ სიმბოლიკამ დაუდო სათავე ნიშნობის რიტუალს, როცა ბეჭდების გაცვლა სიყვარულისა და ოჯახის სიმტკიცის ფიცთან იგივდებოდა. შემდეგში ბეჭდის მასალა ძვლითა და ტყავით შეიცვალა. თუმცა რომში ის აუცილებლად ლითონის უნდა ყოფილიყო, სიმბოლოდ პასუხისმგებლობისა პატარძლის მშობლების წინაშე, რომ სასიძო მათ ქალიშვილს ღირსეულად შეინახავდა. რკინა ბრინჯაომ ჩაანაცვლა და საბოლოოდ, ოქრომ დაიმკვიდრა უცვლელი ადგილი. ასე გახდა ლითონის რგოლი (ბეჭედი) ხალხის ცნობიერებაში ნიშნობის და შემდეგ ქორწინების სიმბოლო.
– რომელ თითზე უნდა ვატაროთ ბეჭედი?
– ძველად ის, თუ რომელ თითზე ეკეთა ადამიანს ბეჭედი, მის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას გასცემდა, რასაც ბეჭდის ენას უწოდებდნენ. მაგალითად: ბეჭედი მარცხენა არათითზე ნიშნავდა, რომ მის ფლობელს ჰყავს შეყვარებული; ნეკზე – არ სურს დაქორწინება; საჩვენებელზე – ეძებს მეორე ნახევარს; შუათითზე – პლატონური ურთიერთობის მომხრეა. გარდა ამისა, დიდი მისტიკოსი ალქიმიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ხელზე ყოველ თითს განსაზღვრული დანიშნულება აქვს და ბეჭედი მას აძლიერებს, ან პირიქით – ასუსტებს. დავიწყოთ ცერით: ბეჭედი ამ თითზე ექსპანსიურ, ემოციურ ადამიანს უდიდეს ენერგიას ანიჭებს; საჩვენებელზე – მორიდებულ, მორცხვ მფლობელს საკუთარი ძალების რწმენას უნერგავს, რამაც შეიძლება, ლიდერობისკენაც კი უბიძგოს; შუათითზე – როგორც წესი, საგვარეულო ბეჭედს ატარებენ, რაც წინაპრებთან კავშირს უსვამს ხაზს; არათითზე – გარდა ნიშნობის რგოლისა, სხვა ბეჭედი ხაზს უსვამს პატრონის სწრაფვას სილამაზისა და ფუფუნებისადმი – საერთოდ, ბეჭედი ორივე ხელის ამ თითზე ნიშნავს, რომ ადამიანი დადებითი ემოციების პიკზეა; ნეკზე – მახვილგონიერების გამოხატულებაა და ასევე, სწრაფვა დახვეწილი ინტრიგებისადმი: თუმცა, მუდმივად მისი ტარება ხაზს უსვამს პატრონის ცვალებად ნატურას. რაც შეეხება ნიშნობის ბეჭდის არათითზე ტარების აუცილებლობას, ძველ ეგვიპტეში მიაჩნდათ, რომ სწორედ ეს თითი განსაკუთრებული ნერვით უკავშირდებოდა გულს და მარცხენა ხელისას სამკურნალო თვისება ჰქონდა, რასაც კიდევ უფრო აძლიერებდა ნიშნობის ბეჭედი. ამიტომაც იყო, რომ სამკურნალო მალამოებს მაშინ სწორედ ამ თითით უსვამდენენ მტკივან ადგილს.
– გამიგია, რომ ყოველი თითი სხეულის გარკვეულ ორგანოს უკავშირდება და ბეჭედმა შეიძლება, მისი დაზიანება გამოიწვიოს?   
– ადამიანის მთელ სხეულს ენერგეტიკული მერიდიანები ჰკვეთს, რომელიც თეთრ რასას 16 აქვს, ჩინელებს (ყვითელკანიანებს) კი – 12. სწორედ ამ მერიდიანთა ენერგიაზეა დამოკიდებული ადამიანის ფუნქციური სისტემისა და ორგანოთა მდგომარეობა. 6 მერიდიანი იწყება ან მთავრდება ხელებზე და ამდენივე გადის ფეხებშიც. ცოტა ვინმე თუ ატარებს სამკაულს ფეხზე, ამიტომ ხელებზე გამავალ ექვსივე მერიდიანს ცალ-ცალკე ჩამოვთვლით და ესენია: გულის (მთავრდება ნეკის შიდა მხარეს); წვრილი ნაწლავის (იწყება ნეკნის გარეთა მხრიდან); სისხლის მიმოქცევის სისტემის (მთავრდება შუათითის სხივურ მხარეს); ენდოკრინული სისტემის (იწყება არათითზე მაჯის მხარეს); ფილტვების (მთავრდება ცერის შიდა მხარეს) და მსხვილი ნაწლავის (იწყება საჩვენებელი თითის სხივურ მხარეს). აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ლითონის ნივთს აქვს აღნიშნულ ენერგეტიკულ ზონებზე სუსტი სედატირების (ენერგიის შემცირება) უნარი, რაც, თუ დიდხანს გაგრძელდა, ფუნქციური სისტემებისა და ორგანოების დისბალანსს იწვევს. სედატირებისას ენერგიას შეუძლია გაიბნეს სივრცეში, ან გადაედინოს სხვა მერიდიანულ წყვილში და ჭარბად იქ დაგროვდეს. დეტალური სურათი ასეთია: დიდხანს ბეჭედი არათითზე იწვევს ვეგეტოსისხლძარღვოვან დისტონიას, მასტოპათიას, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციას, ვენების ვარიკოზულ გაფართოებას, ფრიგიდულობას, იმპოტენციას, ისტერიკასა და სხვა... ყველაზე ხშირად კი ქალებში მკერდის ჯირკვლების ფუნქციის მოშლას. ამას მოჰყვება ნეკის შემთხვევაში: გულისა და წვრილი ნაწლავების; შუათითის – სისხლის მიმოქცევისა და ენდოკრინული სისტემების; საჩვენებელი თითის – მსხვილი ნაწლავისა და ფილტვების დაავადებები. ენერგეტიკული ცენტრები კი ასეა გადანაწილებული: ცერი – ყველა ენერგოცენტრის შერწყმის ადგილი; საჩვენებელი – წყარო და მესამე თვალი; შუათითი – ყელისმიერი ცენტრი; არათითი – ორი, სქესობრივი და სასიცოცხლო ძალების ცენტრი; ნეკი კი – გულის ცენტრი.
– რაც შეეხება სხვა სამკაულებს?           
– ანალოგიური ეფექტი აქვს სამაჯურსაც. მისი გაკეთების ზონაში ისეთი წერტილებია, ხელის ექვსივე მერიდიანზე რომ აგებს პასუხს. ამიტომ, სამაჯური, როგორც „რუსული რულეტკა“, გაძლევთ შანსს 50/50-ზე: გაიუმჯობესოთ ან გაიუარესოთ ჯანმრთელობა. ასევე, სარისკოა საყურის ტარებაც. ყურის მიდამოებში უამრავი ენერგეტიკული წერტილია, თანაც მაღალი სიმჭიდროვით, სადაც ყველა ფუნქციურ სისტემას თავისი წერტილი აქვს. განსაკუთრებით საშიშია საყურე ჭიპზე, რადგან ის ჩაკრის უძლიერესი ენერგეტიკული ცენტრი, ანუ ენერგიის აკუმულატორია, პირსინგი კი მას ბლოკავს. ანალოგიური ისტორია აქვს სხვადასხვა ლითონის გულსაკიდსაც. მისი სხეულთან შეხების ადგილას ჩაკრა პასუხისმგებელია უმაღლეს სულიერ მოთხოვნებზე: სიყვარულსა და გულმოწყალებაზე.

скачать dle 11.3