კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 ვნებების ტყვეობაში

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #51(990)

  მართამ ფრთხილად აიღო ჩაძინებული ანიკოს ტელეფონი და ფეხაკრეფით გავიდა მეორე ოთახში. იცოდა, სხვის  ტელეფონში მესიჯების წაკითხვა არ იყო კარგი საქციელი, მაგრამ სოფოს დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა ანიკოს შეყვარებულზე ინფორმაციის მოგროვებაში. თხუთმეტი წუთის შემდეგ მობილური თავის ადგილზე დააბრუნა, სახლის კარი გაიხურა და კორპუსთან ახლოს მდებარე, პატარა, მყუდრო კაფეში შევიდა. სოფო უკვე იქ იყო. მართამ გაუღიმა და ხელი დაუქნია.
– ყავას დალევ? – ჰკითხა სოფომ, – ნამცხვარიც შენ თვითონ აარჩიე.
– წვენი მირჩევნია, ფორთოხლის. ნამცხვარი კი არ მინდა.
– ჩემი ლამაზი და ჭკვიანი რძალი...  მოახერხე?
– კი.  ჩაეძინა და... ისე, პირველად მოვიქეცი ასე და ძალიან ვნერვიულობ.
– ჰო, მესმის. მეც უხერხულად ვგრძნობ თავს, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ანიკოსგან ხომ ვერ გავიგებდთ. პირდაპირ რომ გვეკითხა, ეჭვი გაუჩნდებოდა.  აბა, რა ხდება?
– კარგი არაფერი, – ამოიოხრა მართამ –  იმ კრეტინთან დილანდელი მიწერილი ვნახე. ეს, ჩვენი შტერი წერდა, ექიმთან გაყოლას რომ დამპირდი, როდის წავიდეთო.
– შეხედე, ამას! მერე?
– რამდენიმე დღე ვერ შევძლებ, სამსახურში პრობლემები მაქვს. იქნებ მარტო წახვიდე,  საერთოდ არ მაქვს დროო.
– თაღლითი და მატყუარა. დარწმუნებული ვარ, არანაირი პრობლემა არა აქვს. გიასთან მესიჯები არ იყო?
– ასე არ მინახავს, მეშინოდა, უცებ არ გაღვიძებოდა.  მაგრამ, მგონი, ოთხი დღის წინანდელი იყო რაღაც. გულებსაც მოვკარი თვალი, მაგრამ ანიკო რას წერდა, ეგ არ ვიცი.
– ღმერთო, რა შტერია ეგ გოგო, – წამოსცდა სოფოს და ამოიოხრა,
– ვაიმეე, წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდება, გია რომ ცოლის ღალატის ამბავს გაიგებს.
– ეგ კიდევ არა უშავს. ანიკო ქმარს იკიდებს, იმ ტიპს ენდობა და ის  რომ გადააგდებს, აი მერეა ცოდო.
სოფომ  ხელები ყურებზე აიფარა.
– აი, ხედავ? მიხვდი, ხომ? მშვენივრად არჩევ, ვინ ტყუის და ვინ სიმართლეს ამბობს. თუ ჩვენ მოვახერხებთ და ანიკოს დავუმტკიცებთ, ის კაცი რომ ატყუებს, იქნებ აზრზეც მოვიყვანოთ. მართა, უნდა გაარკვიო იმ კაცის ყოფილი ცოლის ვინაობა. ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ საერთო ნაცნობი მოვუნახოთ. დარწმუნებული ვარ, იმასაც ატყუებს.
– კარგი. დავუშვათ დავაშორეთ იმ ტიპს. მერე ქმარს რას ეტყვის, ორსულად ვისგან ვარო.
– ვაიმე, აი მაგაზე ნუღარ მაფიქრებ, შენი ჭირიმე. ისედაც თავგზა მაქვს არეული. ოჯახში საქმეს ვეღარ ვაკეთებ.
მართამ  თავი გააქნია.
– მეც მაგ დღეში ვარ. ძალიან მინდა, ანიკო ბედნიერი იყოს. სხვისი ქმრის მისაკუთრებით კარგი არაფერი მოხდება. ის კაცი  ვერ გააბედნიერებს... – მართა შეყოყმანდა, – იცი, კიდევ რა ვნახე ტელეფონში? – ანიკოსთან ხომ არ წამოგცდება?
– არა, რა თქმა უნდა, რა ნახე?
– მგონი, თვითონაც ეძებს იმ ტიპის ცოლს.  აუ, კიდევ ძველი მოწერილები აქვს დასქრინული და შენახული – შენი სილამაზით შოკში ვარო... შემიყვარდი და მინდა, შენ გვერდით ყოფნის უფლება მომცეო... შენ მარტო თქვი და ისეთ კომფორტს შეგიქმნი, ყველა სურვილს შეგისრულებო...
სოფოს  გაოცებისგან თვალები დაუმრგვალდა.
– შეხედე რა... ტიპური ნაძირალა, არაკაცი! ნეტავი სად იპოვა?
– აღარ გახსოვს? ჯოზეფის მეგობარია. მგონი, ერთხელ ჰყავდა აქ ჯოზეფს. როცა კაფესთვის შენობას არჩევდნენ. მაშინ გაიცნო ანიკოც.
– ნეტავ ეგ ჯოზეფიც ხომ არ ურევს. შენ როგორ ფიქრობ, სანდო ტიპია?
მართამ  მხრები აიჩეჩა.
– არ ვიცი, მაგრამ უცხოელების რატომღაც უფრო მჯერა ხოლმე. კიდევ საკითხავია, როგორი მეგობრობა აქვთ. ისე, პირდაპირ ჯოზეფს ხომ არ ვკითხოთ. არ ეცოდინება, ცოლთან ცხოვრობს თუ არა? თუ მეგობარია, ასეთი ამბავი არ გამოეპარებოდა.
– მდა... – სოფომ  ყავა მოსვა და დაფიქრდა. მერე რძალს  შეხედა, – მომისმინე, შეგიძლია, ჯოზეფის გვერდზე მაგ ტიპის სურათები მაჩვენო? „ფეისბუქის“ გვერდი აქვს?
– კარგი,  შემიძლია ჯოზეფის მეგობრებში ვნახო. მაგრამ არ მგონია, ჯოზეფის ამ საჩოთირო ამბავში ჩარევა ღირდეს.
რამდენიმე წუთში მართამ  ტელეფონი გაუწოდა სოფოს.
– ნახე, რაღაც ფოტოები უდევთ.
სოფომ ყურადღებით დაათვალიერა სურათები.
– უყურე ჯოზეფს? მშვენიერი ცისფერთვალება ვინმეა. არაფერი დაეწუნება. სიმაღლეც აქვს, რაღაცნაირი „შარმიც“... მიკვირს, ეს რატომ არ მოეწონა ქალბატონს. თან, კანადაში უფრო ადვილად მოვახერხებდით გაცეცხლებული გიასგან გადამალვას. ვხუმრობ. აბა, ისე გული გამისკდება ნერვიულობით.
 მართამ ამოიოხრა  და ხელი ჩაიქნია.
– არა, არა, ანიკოს უპასუხისმგებლობა ჭკუიდან შემშლის.  რაღაც უნდა მოვიფიქროთ და გავაქროთ ის კაცი მისი ცხოვრებიდან. დამეხმარე, სოფო... ცოდოა ანიკო. სულ მარტო დარჩება, შერცხვენილი, დამცირებული. ის ბავშვიც მარტო მისი გასაზრდელი იქნება. უკვე ასეთი პირი უჩანს. ექიმთან რომ არ უნდა გაყოლა, იმას ნიშნავს, რომ  საერთოდ არ ადარდებს არც ბავშვი, არც ანიკო.
სოფო მოიღუშა.
– ოჰ, ანიკოს ყოველთვის ჰქონდა ასეთი უპასუხისმგებლო კაცების პოვნის ნიჭი. მახსოვს, სტუდენტობისას კინაღამ ორ ცოლგამოცვლილ ლექტორს გაეკიდა სადღაც გადასაკარგავში. დროზე გავაჩერეთ. გიას კიდევ აღმოაჩნდა სინდისი და მიხვდა, რამხელა პასუხისმგებლობაა ოჯახი.
– ტასუნაზე  მაინც რატომ არ ფიქრობს. შეიძლება, ბავშვმა არც აპატიოს. პატარა ხომ აღარაა. მერე გიაც არ დააკლებს და იქნებ საერთოდ არც მიიხედოს დედისკენ. მოკლედ, რა... გამოსავალს ვერ ვხედავ, ოღონდ, მართლა. ფეხმძიმობას როგორ დამალავს?!
სოფომ თავი დაუქნია.
– ჰო, მაგრამ მე მინდა, ბავშვი გაჩნდეს. ცოდოა. არაფერი დაუშავებია.
– კარგი. წავალ ახლა მე. შენ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. ჯერ ის ტიპი მოვაშოროთ და მერე ვნახოთ.
– ეჰ, მოვაშოროთ ადვილი სათქმელია, თუ უყვარს?
– მოიცა, რა? ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა გიყვარდეს კაცი, რომელსაც საერთოდ არ ადარდებ.
– მე კი მესმის, მაგრამ... – ამოიოხრა სოფომ.
– ჰო, სიყვარულის გაგება ცოტა რთულია, – მიუხვდა რძალი.
***
ანიკომ  მობილური აიღო, დარწმუნდა, რომ ისევ არაფერი იყო მოწერილი და დასევდიანდა. ყველანაირად ცდილობდა, ჩაეხშო შინაგანი ხმა, რომელიც ჰკარნახობდა, არ დაეჯერებინა ამ კაცისთვის, მაგრამ ჯიუტად ებღაუჭებოდა იმედს, ხავსს თუ იმ რაღაც უცნაურ გრძნობას, რომელსაც სიყვარულს ეძახდა. ასეთ დროს ახსენდებოდა ქმარი, რომელიც ახლა შორს იყო, მაგრამ ყოველდღე ურეკავდა და ამხნევებდა, ცოტაც მოითმინე და მალე ჩამოვალო.
სოფომ  გასაღები პატარა, სარკიან კომოდზე მიაგდო და ოთახში შევიდა.
– არ მელოდებოდი?
– არა. სად იყავი?
– მართასთან გავიყვანე ბავშვი. ხვალ ხომ შაბათია.  დედაჩემიც ჩამოვიდა. ცოტა ვიჭორავეთ და... გამახსენდა, რომ მარტო იქნებოდი. ვიფიქრე, წავალ და ანიკოსთან დავრჩები-მეთქი. უი, თერთმეტი საათი ყოფილა.
– მოიცა, რეზო? იცის, ჩემთან რომ რჩები?
– რეზო ბათუმში წავიდა. ჩვენი ბინის რემონტს დახედავს. ძალიან გაუბერეს იმ ხელოსნებმა. ეს სეზონიც რომ ჩამიგდონ, გავგიჟდები! უკვე იმდენი დაგვიჯდა, თუ არ გავაქირავე, გამჭედავს... რა დაგემართა, არ გინდა შენთან რომ დავრჩე? – სოფო მეგობართან მივიდა და მოეხვია,  – ძალიან ვდარდობ შენზე. ერთად უნდა ვიყოთ და რამე გამოსავალს ვიპოვით.
– ჰო... თუმცა, მე თითქმის გადავწყვიტე: ჩამოვა გია და დაუფარავად ვეტყვი ყველაფერს. მერე გავშორდები... მანამდე ისიც დაალაგებს ურთიერთობას ყოფილ ცოლთან და... რა ვქნა,  ასე მოხდა. პირველი მე არ ვარ. ალბათ, არც უკანასკნელი. გული მიგრძნობს, – გაიცინა ანიკომ მერე მეგობარს მადლიერებით შეხედა.
– რა ბედნიერებაა, რომ მყავხარ, რა მეშველებოდა უშენოდ?
– არ გინდა, გული ნუ ამიჩუყე. გინდა, მე წამოგყვები ექიმთან.
– მართლა გამყვები, სოფო?  უი, შენი  მაზლი ხომ გინეკოლოგია.
– კი,  უშენოდ ველაპარაკე და უკვე შევუთანხმდი.
– რა საყვარელი ხარ, რომ საყვედურებით არ მავსებ, შენი რძალივით.  ჩაის ავადუღებ, ვივახშმოთ. გინდა, ყიყლიყოსაც შეგიწვავ?
–  მე არ მინდა. შენ თუ გშია, პიცა გამოვიძახოთ.  
– პიცა კარგია! – გაიბადრა ანიკო და ერთბაშად სახე დაუსევდიანდა, – როგორ უნდა ვუთხრა ჯოზეფს, რომ ფეხმძიმედ ვარ. ჯერ კიდევ იმდენი სჭირდება იმ კაფეს... აშკარად არ იყო ამისი დრო.
სოფოს მოთმინებამ უმტყუნა.
– გადამრევ მე შენ. ჯოზეფს კი არა, საკუთარ ქმარს როგორ უნდა უთხრა, მაგაზე იფიქრო, ის გირჩევნია.
***
კოტემ უკმაყოფილოდ შეხედა ცოლს. მართა ჭურჭელს რეცხავდა, მობილური ლოყაზე ჰქონდა მიკრული და მხრის საშუალებით ეკავა, თან მთელი ხმით ელაპარაკებოდა სოფოს:
– აბა?! შოკში ვარ, გეფიცები. ჰო, გეუბნები, სარწმუნო ინფორმაციაა. შენც ხომ იცნობ იმ გოგოს, ერთად მუშაობდით ტელევიზიაში. ისევ იქ მუშაობს ეგ და... გაარკვევს ახლა ყველაფერს. ანუ, თვითონ რაც იცის ისაა, რომ ქმართან ჩვეულებრივად ცხოვრობს.
– კიდევ დიდხანს უნდა ილაპარაკო? – ვეღარ მოითმინა კაცმა, – შევწუხდი უკვე, სხვა ოთახში მაინც გადი.
– შენს დას ველაპარაკები, სხვათა შორის, – მიუგო ცოლმა, – სხვა ოთახშიც ვერ გავალ, იმიტომ, რომ ეს ჭურჭელი რომ დამიხვავეთ, უნდა გავრეცხო.
– აუ, გავგიჟდები! სამჯერ გადავახვიე უკვე, – აბუზღუნდა კოტე, – ვერაფერი გავიგე, დავიტანჯე რა...
– ნეტავი, საერთოდ რა აზრი აქვს მაგათ მოსმენას, – დასცინა ცოლმა, ხელი წინსაფარზე შეიმშრალა და მობილური მაგიდაზე დადო, – აჰა, მოისვენე? სხვათა შორის, ბევრად უფრო მნიშვნელოვან საქმეზე ვლაპარაკობდით, ვიდრე ეგ შენი პოლიტიკოსები.
– ვიცი. შენ და ჩემი მოცლილი და არკვევთ, მესამე მოცლილი რომ გყავთ სამეგობროში, ანიკო, მის საყვარელს ცოლი ჰყავს თუ დაშორდა.
მართამ ონკანი დაკეტა, ხელები წელზე დოინჯად შემოიწყო და ქმარს მიაჩერდა.
– რას მიყურებ? ყველა სიტყვა გავიგონე. სულელიც არ ვარ, ვერ ვხვდებოდე, რატომ აზუზუნდით ბზიკებივით. რა სჭირს მაგ გოგოს, გათხოვილი ქალია და  რას გადაეკიდა  უცხო  კაცს.
– კიდევ საკითხავია, ვინ ვის გადაეკიდა, – დაქალის ინტერესები დაიცვა მართამ, – ტვინი აურია გოგოს.
– უჰ, ტვინი აურია... კარგი რა, მართა, შენ მართლა გჯერა, რომ ანიკო ვერ ხვდება, რას აკეთებს სინამდვილეში? მე მაინც რას მატყუებთ.
– ანუ? – ჩაეკითხა მართა, – რისი თქმა გინდა.
– იმის, რომ თქვენი დაქალი უზნეოდ იქცევა და  შეგნებულად იტყუებს თავს, როცა ამას სიყვარულს არქმევს.  გასაგებია, რომ ეს მისი არჩევანია, მაგრამ შენ და ჩემს  დას რა გრჯით, ეს ვერ გავიგე.
– როგორ თუ რა გვრჯის? აბა, მივატოვოთ გასაჭირში?
კოტემ ჩაიცინა:
–  გასაჭირი ჰქვია ცოლიანი კაცისა და გათხოვილი ქალის ურთიერთობას? რა უცნაურები ხართ ეს ქალები.
– გაშორდა ის ცოლსო. და არც ეს აპირებს, გია მოატყუოს.
– ანიკომ ასე გითხრათ? – კარგი, მაშინ ხმას აღარ ამოვიღებ, – კოტემ ისევ მოიმარჯვა ტელევიზორის პულტი და ეკრანს მიუბრუნდა, მაგრამ მართასგან თავის დახსნა ადვილი არ აღმოჩნდა. ქმარს მიუახლოვდა და მის წინ გაჩერდა.
– კოტე, რა ხდება? – ჰკითხა და გამომცდელი, ეჭვით სავსე მზერა მიაპყრო, – არ მეტყვი, რა გაიფიქრე?
კაცმა მხრები აიჩეჩა.
– მე? კონკრეტული არაფერი და ასე ნუ მიყურებ, უბრალოდ, დავაზუსტე – ანიკომ გითხრა, რომ ქმარს არ მოატყუებს, თუ თქვენ გინდათ, ასე რომ იყოს.
– რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ვფიქრობთ ასე, თუ ის გვეუბნება. გია რა, არ ატყუებდა და არ ცდილობდა, საყვარელი გაეჩინა?
კოტემ დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გაიღიმა, თითი მრავალმნიშვნელოვნად შემართა და თავზე გამომძიებელივით წამომდგარ ცოლს ახედა.
– ნახე რა თქვი? – აპირებდაო. შენმა დაქალმა კი არ დააპირა, მშვენივრად დაადგა თავზე რქები. ეს ერთი და იგივე არ არის.
– აუ, რა შეუბრალებელი ხარ. აბა, გიას გაეჩინა საყვარელი და ის დაეფეხმძიმებინა? ხომ გამოიჩენდი მამაკაცურ სოლიდარობას?  – მართა სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა, – ყველა კაცი ერთნაირია, ნაძირალა და  არაკაცი!
– კარგი, გოგო, ნუ გადაირევი. მე რას მერჩი. უბრალოდ, კაცი ვარ და ვხვდები რაღაცებს ლოგიკურად. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, შეყვარებული კაცისთვის ცოლი დაბრკოლება არ არის და ტყუილი ძალიან ცუდია.
– კოტე, ხვდები, რას ამბობ? შეძრწუნდა მართა, – ანუ, შენთვის დაბრკოლება არ ვიქნებოდი?
– რანაირები ხართ ეს ქალები, ყველაფრიდან პრობლემა შეგიძლიათ „გამოაცხოთ“. მე ახლა ჩვენზე ვლაპარაკობ თუ გლობალურად. კაცის „გადმოსახედიდან“ ვამბობ, რომ სიყვარული კაცებს განსჯის უნარს უკარგავს. ვერ დააკავებდა იმას ცოლი, ეგ შენი დაქალი რომ უყვარდეს. გააგებინეთ როგორმე. არ არის კვანტური ფიზიკა, რომ ამის მიხვედრას განსაკუთრებული მონაცემები სჭირდებოდეს. ჰო, და კიდევ ის არის ადვილი მისახვედრი, რომ კარგი ამბავი არ დატრიალდება.
მართამ მწუხარებით გადააქნია თავი.
– მართალი ხარ.  ფეხმძიმედ არის.
 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3