კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1986 წლის 11 ნოემბერს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი ასტროლოგიური ქვის ტარებას მირჩევთ, რომ წარმატებებს ადვილად მივაღწიო?
პასუხი: თქვენთვის კარგია შემდეგი ასტროლოგიური ქვების ტარება: აქატი, ფირუზი, მალაქიტი, ოპალი, ოქროსფერი ტოპაზი, მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო, გიშერი, მარჯანი. რაც შეეხება კარმულ მისიას, უნდა გახდეთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული. უნდა იყოთ ფულის ყაირათიანი მხარჯველი, მებრძოლი, საქმისადმი უნდა გამოიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა და სერიოზულად მიუდგეთ მას. აუცილებელია, იყოთ ერთგული და ირგვლივაც ერთგული ადამიანები შემოიკრიბოთ. იყავით მეტად ფრთხილი და დაფიქრებული. გახადეთ სტაბილური თქვენი ცხოვრება. თქვენს კოსმიურ-კარმულ მისიას, სწორედ, ამ თვისებების გამოვლენით შეასრულებთ.
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2005 წლის 18 თებერვალს, ღამის ოთხ საათზე. გთხოვთ გვირჩიოთ, რომელ პროფესიაში მოსინჯოს ბედი, რომ წარმატებებს მიაღწიოს?
პასუხი: თქვენი გოგონასთვის, აუცილებელია უცხოეთთან კონტაქტი. ეს მისი კოსმიური მისიაა. წარმატების მომტან პროფესიებს კი განეკუთვნება: პოლიტიკის ფართო სპექტრი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია, საელჩოები, საკონსულოები, იურისპრუდენცია, პედაგოგიკა, საგადასახადო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია, ოკულტიზმის ფართო სპექტრი.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2008 წლის 14 თებერვალს, დღის 1 საათზე. რა არის მისი კარმული მისია და რომელ პროფესიებში ექნება წარმატებები სამომავლოდ?
პასუხი: მისთვის კარგია და წარმატებების მომტანი შემდეგი პროფესიები: მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, ასევე, საიუველირო ბიზნესი, იურისპრუდენცია, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, დიზაინი, არქიტექტურა, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, გასართობი სფერო. მისი კარმული მისიაა, გახდეს აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შეუპოვარი, მომთმენი, ასევე, უნდა გამოავლინოს სამომავლოდ ორგანიზატორული ნიჭი და უნარი, დაეყრდნოს ინტუიციას, ოპტიმიზმს, შეეძლოს საქმეში შუამავლის ფუნქციის შესრულება, დაეყრდნოს ცოდნის ბაზას და გამოცდილებას. სწორედ ეს არის მისი წარმატებების საწინდარი სამომავლოდ.
скачать dle 11.3