კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 სეზონური გრიპები და მკურნალობის გზები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სეზონური გრიპი გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა. ვირუსი აინფიცირებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები). სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს და ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს. ამჟამად საქართველოს ყველა რეგიონში ძირითადად A/H1p ცირკულირებს.
  გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მიმდინარეობით და  შესაძლოა,  ლეტალური გამოსავლითაც დასრულდეს. უბრალო გაციებისგან განსხვავებით, გრიპი მწვავედ იწყება.  მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:  საერთო სისუსტე, ცხელება – 38 გრადუსზე მეტი, ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში. იშვიათად – დიარეა და/ან ღებინება.
  1 ჭიქა წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაჭერით 1 კბილი ნიორი წვრილად, ჩაყარეთ ჭიქაში და გასრისეთ კოვზით, დაუმატეთ 1/4 ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი პიტნა. ხარშეთ დახურულ ჭურჭელში 3-5 წუთი (სურვილისამებრ დაამატეთ თაფლი). ჩაწექით ლოგინში, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, საკვებით კი თავს ნუ დაიტვირთავთ. გამოჯანმრთელებამდე რაციონიდან გამორიცხეთ რძის პროდუქტები.
გრიპის დროს ცხვირის მოხოცვა საკმაოდ ხშირად გვიხდება. თუ სურდო ძლიერია, შესაძლოა, ყნოსვაც კი დავკარგოთ (დროებით!). ხალხური მედიცინა ამ შემთხვევაშიც გამოგვადგება. სოდა და მარილი (თითო ჩაის კოვზი) ჩავყაროთ 200-გრამიან ჭიქაში, დავასხათ თბილი წყალი და თითეული ნესტოთი ცალ-ცალკე შევისრუტოთ. ნუ შეგეშინდებათ, ეს არც ისე რთული გასაკეთებელია, სითხე უკანვე გადმოიღვრება.
ორსულებს ან მოხუცებს, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, მაღალი ტემპერატურის დროს შეუძლიათ, მონაცვლეობით ცივ და ცხელ წყალში (ტემპერატურა ფეხს რომ ესიამოვნოს) ჩადგან ფეხები და ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორონ. ბავშვებს კარგია, ძმრით (უმჯობესია ვაშლის ძმარი) დავუზილოთ ის ადგილები, სადაც გადის ვენური სისტემა, მაგალითად: სახსრები, იღლიის მიდამოები, კისრის არე, ფეხისა და ხელის გულები… ეს კარგი პრაქტიკაა. ძმრის მსგავსად ორგანიზმიდან ტემპერატურის გამოსაყვანად გამოიყენება კომბოსტოს ფოთლები და ისიც იგივე მეთოდით.
  ვირუსის გასვლის შემდეგ, იმუნიტეტის გაუმჯობესების მიზნით, უნდა მივიღოთ ფუტკრის რძე დღეში ერთხელ ენაზე დაწვეთებით – 1-2 წვეთი, ასაკის მიხედვით. ხოლო ფუტკრის მტვერს ვიღებთ 1 ჩაის კოვზს ერთ ჭიქა წყალზე. ასევე, კარგია, თუ გვექნება ვაზის ცრემლი, რომელიც გაზაფხულის პერიოდში, ვაზის გასხვლის დროს შეგვიძლია შევაგროვოთ და მაცივარში შევინახოთ. ის დღეში ორჯერ ენაზე დაწვეთებით უნდა მიიღოთ და აღადგენს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, იმავდროულად აძლიერებს იმუნიტეტს.
  გრიპი ადამიანიდან ადამიანზე  გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით. გრიპმა შესაძლოა, გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში. გრიპის გართულებებია:   პნევმონია (ფილტვების ანთება) – ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ჰიპოქსია, ციანოზი; დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (გონების დაკარგვა ან  დაბინდვა, ძილიანობა, კრუნჩხვები, კუნთების მკვეთრი სისუსტე ან დამბლა). ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია);  თანმხლები დაავადებების გართულება (მაგალითად, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ასთმა და დიაბეტი);  ბავშვებში – ყურის ინფექციები, სინუსიტები. ჩვილ ბავშვებს გრიპის დროს შესაძლოა, განუვითარდეთ ფებრილური კრუნჩხვები, ცრუ კრუპის სინდრომი.
  გრიპის მეორადი  გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა  და  ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან: ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე; ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით; ქრონიკული დაავადების მქონე პირები: ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები და ასე შემდეგ
скачать dle 11.3