კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ვის აქვს საკურთხეველში შესვლის უფლება?
პასუხი: საკურთხეველში შესვლის უფლება აქვთ სასულიერო პირებსა და სტიქაროსნებს, ასევე, ნებისმიერ ერისკაცს, რომელსაც ამის კურთხევა აქვს მოძღვრისგან, ოღონდ – მამაკაცს. ქალებს საკურთხეველში შესვლის უფლება არ აქვთ.
კითხვა: როგორი უნდა იყოს ქრისტიან მეუღლეთა სიყვარული, რა მოვალეობები ეკისრებათ მათ ერთმანეთის მიმართ?
პასუხი: როგორც სახარებაში წერია: ქმარს ცოლის სიყვარული ევალება, ცოლს კი – მისი სიყვარულით მორჩილება, მაგრამ ეს მორჩილებაა და არა მონობა. ცოლი ისევე უნდა ემორჩილებოდეს ქმარს, როგორც ეკლესია ქრისტეს, ქმარს კი ისე უნდა უყვარდეს ცოლი, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია. ეს მორჩილება და სიყვარული უმაღლესი თავისუფლებაა კაცისა და ქალის. ერთმანეთის მიმართ დანარჩენი მოვალეობები კი აქედან გამომდინარეობს.
კითხვა: როგორ უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა სულიერი სიმშვიდე განსაცდელის ჟამს?
პასუხი: სასოწარკვეთილების დროს ყველაზე საუკეთესო საშუალება არის ლოცვა. თუმცა უიმედობის დროს ადამიანს ხშირად არ აქვს ლოცვის განწყობა, ეჩვენება, რომ ყოველივე უაზრობაა. მაგრამ თუ ამ ბარიერს გადალახავთ, ნელ-ნელა შეამჩნევთ, როგორ გაქრება გონებიდან ცუდი აზრები და როგორ აივსებით ისევ რწმენითა და იმედით. სასოწარკვეთილების მიზეზი შეიძლება, იყოს გადაღლაც, როცა იმაზე მეტს იღებ საკუთარ თავზე, ვიდრე შეგიძლია. ასეთ დროს ლოცვაზე მეტად დასვენებაა საჭირო. ხოლო თუ დაისვენებ და შემდეგ ილოცებ, მაშინ ორივე საშუალაბა ერთად იმოქმედებს და სასოწარკვეთილების შემოტევა დაცხრება.
კითხვა: რა სიმძიმის ცოდვაა წყევლა და მართლაც სრულდება თუ არა ის?
პასუხი: წყევლა ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვაა. როდესაც ადამიანი იწყევლება, ის ბოროტი ძალის ნებას ასრულებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ამქვეყნად მუდმივად მიდის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის და ზოგჯერ სიკეთეც მარცხდება, რადგან თუ ჩვენს კეთილ სურვილებს უფალი შეისმენს, ბოროტს დემონიც უსმენს და ასრულებს. ბოროტი ძალა ხელსაყრელ მომენტს ხელიდან არ უშვებს. ადამიანი უნდა დაფიქრდეს, სანამ მოყვასს ბოროტებისთვის გაიმეტებს, აჯობებს, უფალს სთხოვოს, რომ გონება გაუნათოს იმ ადამიანს და მიახვედროს, რას სჩადის. წყევლით, ბოროტი სურვილებითა და დემონის გახარებით, უპირველესად, საკუთარ თავს დაიზიანებთ. სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და ადამიანი უნდა ეცადოს, არ შესცოდოს სიტყვით, რადგან ცოდვა მხოლოდ ქმედება არ არის.
კითხვა: შეიძლება თუ არა ნათლიად მოძღვარი ავირჩიოთ?
პასუხი: ამასთან დაკავშირებით არანაირი დაბრკოლება არ არსებობს, შეგიძლიათ, ნათლიად მოძღვარი აირჩიოთ.
скачать dle 11.3