კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 სული განუწყვეტლივ სრულყოფილდება

  ადამიანის სული არსებაა, რომელიც განუწყვეტლივ სრულყოფაშია და სხვაზე მეტად ამ მიმართებით უპირისპირდება ყოველ მატერიალურ და ხილულ არსებას. ყოველ მატერიალურ სუბსტანციას დაწესებული აქვს განვითარების გარკვეული ფორმა, რომლის საზღვრებს ვერ გასცდება. მცენარის ყოველი სახე მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში ვითარდება, რის შემდეგ უკუსვლა იწყება. ასევე, ყველა ცხოველიც იზრდება და გარკვეულ საზღვრამდე გარეგნულად სრულყოფილდება. მაგრამ სულის სრულყოფას, თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით, საზღვრები ვერ ექნება.
  თეორიული თვალსაზრისით, სულს შეუძლია და უსასრულოდ უნდა სრულყოფილდებოდეს კიდეც, ვინაიდან ადამიანურმა აზრმა საზღვრები არ იცის; ადამიანური გონება არა მარტო არ კმაყოფილდება განვითარების გარკვეული დონით ან ცოდნათა გარკვეული ჯამით, არამედ, პირიქით, ყოველი ახალი ნაბიჯი შემეცნებაში, ასე ვთქვათ, უფრო „გაუმაძღარს ხდის“; ყოველი ახალი შემეცნებითი შენაძენი მისთვის მეცნიერებისა და აღმოჩენების სფეროში ახალი მწვერვალების დასაპყრობ საფუძვლად და საფეხურად იქცევა. ასეთივე ხასიათისაა სულის ყველა სხვა უნარიც. ადამიანების წარმოსახვას ხომ საზღვრები არა აქვს; მისი მეხსიერებაც ცნობათა სიმრავლით როდი სუსტდება და ითრგუნება. ერთი სიტყვით, ყველაფერი იმას გვისაბუთებს, რომ სული თავის უნარებსა და ძალებში მარადიული ყოფნისა და მოღვაწეობის შესაძლებლობასა და საწინდარს შეიცავს. სულის უნარები არ ჰგვანან მანქანის ბორბლებსა და ზამბარებს, რომლებიც ყოველწამიერად ცვდებიან და იკლებენ. პირიქით, რაც უფრო მეტს შრომობენ ეს უნარები, მით გამძლე და ძლიერნი ხდებიან. ის მოვლენა, რომ მოხუცებულობის ჟამს ადამიანური უნარები სუსტდება, სრულიად არ ეწინააღმდეგება აქ ნათქვამს, ვინაიდან ცხადია, რომ უნარების ეს შესამჩნევი დასუსტება აზროვნების ორგანოთა დასუსტების შედეგია, ხოლო მათზე, როგორც ადრე ითქვა, მჭიდროდაა დამოკიდებული სულის უნარები.
  უფრო შესანიშნავია მუდმივი ზნეობრივი სრულყოფის უნარი ადამიანებში. ადამიანის სულს შეუძლია, ზნეობრივად განუწყვეტლივ ამაღლდეს და უკეთესი გახდეს. ეს ხდებოდა სიკეთის დამკვიდრებით, აზრებითა და სურვილებით შემოქმედთან. იმ უსასრულო იდეალთან სიახლოვით, რომელიც მიახლოებისას უფრო შორეული გვეჩვენება. ცხადია ერთი საპირისპირო მდგომარეობაც – ბოროტებასთან უწყვეტი და მარადიული თანყოფა სულისთვის ისევე შესაძლებელია, როგორც მისი მარადიული სრულყოფა სიკეთეში. მაგრამ როგორც ყველასთვის ცნობილია, დედამიწაზე ჩვენი სული თეორიული თუ პრაქტიკული მიმართებით სრულყოფას როდი აღწევს. რომ არაფერი ვთქვათ გაუნათლებელ ადამიანებსა და ბავშვებზე, რომლებიც ეს-ესაა იწყებენ ცხოვრებას, თვით ისინიც კი, ვინც განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწიეს, ცხადად განიცდიდნენ, რომ თავის სრულყოფას მხოლოდ სუსტი საფუძველი მოუმზადეს და რომ მათი სულიერი მოღვაწეობისთვის უსასრულო ასპარეზი კიდევ წინ იყო.
წმიდა მღვდელმთავარი
გაბრიელი (ქიქოძე)
скачать dle 11.3