კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№52 რატომ აქვთ ქართველებს წარმართული ტრადიციები ქრისტიანობასთან შერწყმული და რისთვის სჭირდება ადამიანს, რომ დაეხმაროს საკუთარ თავს

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

– ქართველები ერთადერთი ერია, რომელმაც წარმართული ტრადიციები კარგად შეუხამა ქრისტიანობას და დღეს ხშირად ქვეცნობიერად, გაუაზრებლად ვზეიმობთ დღესასწაულებს წარმართული ტრადიციებით, რაც ნამდვილად არ არის უფლისთვის მოსაწონი. ქართველი კაცის ცნობიერებაში დღესასწაული დაკავშირებულია დროსტარებასთან, ქეიფთან, მოლხენასთან. როგორც წმიდა მამები გვეუბნებიან, ქრისტიანმა ზეიმი უნდა აღნიშნოს გალობით, სახარების კითხვითა და წმიდა ზიარების მიღებით. ღმერთი ადამიანისგან საკუთარი გულის შეწირვას ითხოვს: მე მინდა შენი გული, მე მოვალ შენთან, დავაკაკუნებ გულის კარზე და, თუ გამიღებ, შენთან ვივახშმებო. ღმერთი ჩვენს გულზე აკაკუნებს ქადაგებით, ლოცვით, ზარების რეკვით.
– ხშირად ადამიანები ყველაზე მეტად სხვების აზრს უსმენენ, ითვალისწინებენ, ფიქრობენ: რას იტყვის ხალხი, საზოგადოება.
– როდესაც მრევლს ვეუბნებით, ეს არ გაკეთოო, ისინი გვპასუხობენ: მე ვიცი, რომ ეს ასეა, მაგრამ, ჩემი ახლობლები რას იტყვიან? ჩვენ ასე ვცხოვრობდით და გვინდა, რომ ასე ვიყოთო. თუ ასე გავაგრძელებთ, შორს ვერ წავალთ. თუ გვინდა, დღესასწაული ვიზეიმოთ, უფალთან სამადლობელი ძღვენი მივიტანოთ, მის მიმართ მადლიერება გამოვხატოთ, უპირველეს ყოვლისა, ღვთისმსახურებას უნდა დავესწროთ. ქრისტიანი ზეიმს უნდა აღნიშნავდეს საღვთო ლიტურგიაზე დასწრებით, აღსარებითა და ზიარებით, რამეთუ მან ღმერთი უნდა ადიდოს და მსხვერპლად მიიტანოს სული შემუსვრილი, ანუ, განწმენდილი სული, დამდაბლებული გული, რომელსაც ღმერთი შეიწირავს და არ განაძევებს მას საღვთო წიაღიდან.
–  ასტროლოგები ხშირად გვირჩევენ, როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, რა ჩავიცვათ, რა გავაკეთოთ, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს საეკლესიო სწავლებასთან.
– დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ჩინურ კალენდარზეა დამოკიდებული. მათ ჰგონიათ, რომ ამა თუ იმ ცხოველის წელი უფრო კარგი, გამორჩეული იქნება მათთვის. ბუნებრივია, ამას არანაირი კავშირი არ აქვს საეკლესიო სწავლებასთან. ასტროლოგების დარიგებაც არსებობს: თუ ასე შეხვდებით ახალ წელს, ამას ჩაიცვამთ ან გაიხდით, ამას დადგამთ მაგიდაზე, ეს ყველაფერი ბედნიერებას მოგიტანთო. თანამედროვე ადამიანი ასეთი რაღაცებით არ უნდა ტყუვდებოდეს. დაიმახსოვრეთ ყველამ, რომ ეს ყველაფერი ადამიანებზეა დამოკიდებული: თუ ადამიანები იშრომებენ, ილოცებენ, მაშინ წელი ნაყოფიერი იქნება, მაგრამ, თუ არ ილოცებენ, გულზე ხელს დაიკრეფენ, არ ეყვარებათ ერთმანეთი, არ იქნებიან ღვაწლში, მოსაგრეობაში, მაშინ, რა თქმა უნდა, ის წელი ვერ იქნება კარგი. არ შეიძლება, ჩვენ გარეშე, ავტომატურად, ქვეცნობიერად, რაღაცა ძალების მიერ იყოს ყველაფერი კარგად ან ცუდად – ეს არასწორი სარწმუნოებაა. თუ ჩვენ გვეგონება, რომ რომელიღაცა ცხოველის „სახელობის“ ახალ წელს ახალი ლიდერი გამოჩნდება, ის გვიშველის და ბედნიერები ვიქნებით, ბუნებრივია, ასეთი ადამიანები იმედგაცრუებული დავრჩებით, იმიტომ რომ, რწმენა, იმედი და სიყვარულია მთავარი, ხოლო რწმენის გარეშე იმედი და იმედის გარეშე სიყვარული, ბუნებრივია, არაფერს მოგვიტანს – კიდევ ერთი იმედგაცრუება იქნება ჩვენს ცხოვრებაში. ბევრმა ახალმა წელმა გაგვიცრუა იმედი. იქნებ, დროა, რაღაც შევცვალოთ და ჩვენი ზეიმიც უფრო სულიერი, ხალხური, თავმდაბალი, ნაყოფიერი, შემეცნებითი იყოს?!
– ეს ყველაფერი, ალბათ, ჩვენი მცირედმორწმუნოების, უფრო სწორად, ურწმუნოების ბრალია.  რა სჭირდება ადამიანს რწმენის მისაღებად?
– ჩვენი რწმენის მისაღებად აუცილებელია, ვიცოდეთ, რას ნიშნავს ადამიანის ბუნება,  ინდივიდი, პიროვნება. ადამიანის ბუნება, – ეს არის უნართა ერთობლიობა. ადამიანის ბუნების ნორმები კი არის აზროვნება, ინტელექტი, კითხვა, წერა და ასე შემდეგ. ინდივიდი კი არ არის ადამიანური ბუნების ნორმების ინდივიდუალური გამოვლინება ამა თუ იმ ადამიანში, ეს ყველაფერი ქრისტემ შეავსო. ვერცერთი ინდივიდი, როგორი განათლებულიც უნდა იყოს, ადამიანის ბუნებას, უნარებს ბოლომდე ვერ გამოავლენს. ერთადერთი, ეს შეუძლია პიროვნებას, რომელიც ამოუხსნელია – ადამიანის პიროვნება ამოუხსნელია და მთლიანად განმსჭვალავს მის ბუნებას. ადამიანის პიროვნება მჟღავნდება მაშინ, როდესაც ის განიღმრთობა. ამიტომაც მოქმედებს მერე ღმერთი წმიდა მამა გაბრიელიდან, მოციქულებიდან, წმიდა მამებიდან. წინასწარმეტყველება, სასწაულები – ეს ყველაფერი არის პიროვნული ქმედება, რომელიც ღმერთისგან იკურთხა და ღვთის მადლით გამჟღავნდა ღვთის დიდება. თუ პიროვნება არ ხარ, არც რწმენა გექნება და ვერც ვნებას დაუპირისპირდები. იტყვი: მე ასეთი ბუნება მაქვს, პაპისგან, ბებიისგან მივიღე ინდივიდუალური გამოვლინებები და რა ვქნა, ვერ შევიცვლებიო. ბევრი აბრალებს თავის გენეტიკას. ადამიანი მამისგან იღებს ბუნებას, ინდივიდუალურ მიდრეკილებებს და პიროვნებად უკვე თვითონ ყალიბდება. ამაში კი ადამიანმა საკუთარ თავს უნდა უშველოს, პიროვნება მემკვიდრეობად არავის მიეცემა. შენ უნდა შედგე პიროვნებად, რომ შენი ბუნება, უნარები დადებითად გამოამჟღავნო. ქრისტე ამბობს: ვისაც სურს, შემომიდგეს მე, უარყოს თავი თვისი, აიღოს ჯვარი და შემომიდგეს მე. ამიტომ ვაღიაროთ საკუთარ თავში პიროვნება  და შემდეგში მას სწორი მიმართულება მივცეთ. თუ გინდა, იყო კარგი პიროვნება, უნდა მიბაძო იესო ქრისტეს, რომელმაც მიიღო შენი ბუნება, გამოგიხსნა. მაშინ იქნები ჭეშმარიტი ადამიანი და ქრისტიანი. სხვისი დაცემა კი არ გვწყინს, არამედ, გვიხარია; ერთმანეთში გვაქვს არეული ცოდვა, სათნოება, განკითხვა და მხილება. ბიბლია გვასწავლის: თუ ამხელ უგუნურს, შეიძენ მტერს; ამხილე ბრძენი და – შეიძენ მეგობარსო. არაფერი ისე არ განაშორებს ადამიანს ღმერთს, არაფერი ისე არ განძარცვავს და არ განაშორებს ღვთის მფარველობას, როგორც ძვირის თქმა, განკითხვა და დამცირება მოყვასისა.

скачать dle 11.3