კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 როდის მოჰყავთ ცოლად ქალები, რომლებიც არ უყვართ

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  „არ მაინტერესებს თქვენი სტერეოტიპები!“ – ამბობენ ადამიანები და ისინი მართლები არიან. ცხოვრება ხშირად არ გვანებივრებს სასიამოვნო მომენტებით. რაც ჩვენთვის ბედნიერებაა, სხვისთვის შეიძლება, მიუღებელი აღმოჩნდეს, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
  საინტერესოა, რამდენი ქალი ფიქრობს, რომ კაცები უგულოები არიან,  გულგრილი და ცივი ადამიანები, რომლებიც  უფრო ხშირად მალავენ და არ ამჟღავნებენ ემოციებს. სინამდვილეში, კაცს  ზუსტად ისე უყვარს, როგორც ქალს. ემოციებსაც საკმაოდ გამოხატავს და ტირის, როცა ამისი  აუცილებლობა დგება.  თუ გვინდა, რეალობა ვიცოდეთ, უსიყვარულოდ ქორწინება კაცსაც შეუძლია და ქალსაც.
  გამოთქმა – ყველა კაცი ერთნაირია, სულ უფრო კომიკურად ჟღერს. შეიძლება, ქალს სხვა მიზეზი ჰქონდეს, როცა უსიყვარულოდ ქმნის ოჯახს, კაცს კი – სხვა, მაგრამ საბოლოო შედეგი ერთია: ეს ვერ იქნება  კარგი ოჯახი.  
  დიახ, კაცს შეუძლია დაგანახვოს, როგორ უყვარხარ, ითამაშოს კიდეც შეყვარებული ქმრის როლი – ესეც, როცა სჭირდება.
  მაკა (36 წლის): შეყვარებული კაცები არ თამაშობენ. ისინი ამაზე  არ კარგავენ დროს. არ მანიპულირებენ პარტნიორებით. არ ფიქრობენ, როგორ მიიღონ სიამოვნება ურთიერთობისგან  მხოლოდ თვითონ, არ მიილტვიან მწვერვალებისკენ. როდესაც საყვარელი ქალი ახლოს ჰყავთ, თვალი გაქცევაზე არ უჭირავთ და ნებისმიერ დროს მზად არიან სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად. მე ახლა ასე მესმის საყვარელი მამაკაცის ქცევის სტანდარტი. თუმცა იყო დრო, როცა სხვანაირად ვფიქრობდი.
– ზოგი მამაკაცი ვერ გამოხატავს ემოციებს და თავისი ჩუმად ყოფნით აფიქრებინებს ქალს, რომ  ის არ უყვარს.
– ზოგჯერ ასეც ხდება, მაგრამ შეყვარებული მამაკაცი უმოქმედოდ არ გაჩერდება. აუცილებლად ეცდება, დაანახვოს თავის რჩეულს, როგორ არის მის მიმართ განწყობილი. როცა კაცს უყვარხარ, ის ყველა სტერეოტიპისგან თავისუფალია. მაგრამ შესაძლებელი ყოფილა, უყვარდეს ერთი და ცოლად შეირთოს მეორე. მე მითხრა ჩემმა ქმარმა, რომ სულაც არ იყო ჩემზე შეყვარებული, როცა ცოლად შემირთო. თუმცა, იქვე ამიხსნა, რომ ამის გამო არ უნდა მენერვიულა.
– ანუ, რას გულისხმობდა?
– ამით ხელი არ შემეშლება, რომ კარგი ქმარი ვიყოო. შეყვარებული მამაკაცი ძალიან დაუცველი ხდება. იღებს  პარტნიორს თავისი პრობლემებით, ნაკლოვანებებითა  და არასრულყოფილებით. როგორ ცუდადაც უნდა მოიქცეს ქალი, არ ცდილობს მის შეცვლას. ბრაზობენ, მაგრამ პირიქით, დღითიდღე   სულ უფრო უყვარდებათ, თანაც, მთელი ამ  მინუსებით.
– სიყვარული ცუდი რამეაო?
– შეყვარებულობაა ცუდი, თორემ მე სტაბილურ დონეზე მიყვარხარო. შეყვარებული როცა ვიყავი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი მყოლოდა.  ჩემი  ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა კი ჯანსაღი არ იყო. ყოველთვის მზად ვიყავი მის დასახმარებლად, ყველაფრის გაკეთება შემეძლო, რომ  საყვარელი ადამიანი ნებისმიერი სახის პრობლემისა თუ დისკომფორტისგან  გამეთავისუფლებინა, რაც ჩემს  პირად  კეთილდღეობას უგულვებელყოფდა. იმიტომ არ შევირთე ცოლად ის და შენ ამოგარჩიეო.
– ნებისმიერი ქალისთვის საწყენია ასეთი აღიარება.
– გეთანხმებით, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ცუდი ქმარი მყავს. ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. არაფერს მაკლებს, გარდა იმ სიგიჟეებისა, რომელსაც შეყვარებული მამაკაცები აკეთებენ ხოლმე. როგორი ადამიანი ესაჭიროება მამაკაცს ცოლად,  ამას ყველა ინდივიდუალურად წყვეტს და ქალები ვერ მიხვდებიან.  ვერც მე მივხვდი, რომ სწორედ ასეთი ვჭირდებოდი. დიახ, უყვარდა სხვა, მაგრამ ყოველდღიურ ურთიერთობაში ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის  ჩემზე შეაჩერა არჩევანი.
– იმას მეუბნებით, რომ თქვენ არ ხართ მისთვის ფიზიკურად სასურველი ქალი, რომელიც მას ერთი ნახვით შეუყვარდებოდა და რომლის გამოც შეეძლო, თავი დაეკარგა?
– დიახ. სწორედ ამის თქმა მინდა. მაგრამ  მხოლოდ თავიდან მეწყინა, რაც მითხრა. მერე, გავაცნობიერე და მივხვდი, რომ არასოდეს დაუწყებს ძებნას სწორედ ისეთ ქალს, როგორიც აღწერეთ. არაა იმ ტიპის მამაკაცი, ცოლიც ჰყავდეს და საყვარელიც. მას აუცილებლად გაუჭირდება არჩევნის გაკეთება „მინდასა“ და „საჭიროას“ შორის. უკვე აირჩია „საჭიროა“ და დარწმუნებული ვარ,  ამით კმაყოფილია.
– იმითაა კმაყოფილი, რომ  ცოლად მოკრძალებული, დამყოლი ბუნების ქალი ჰყავს?
– სულაც არა ვარ მოკრძალებული და დამყოლი. საკმაოდ აქტიური ვარ და ზოგჯერ – პრინციპულიც.  ჩემს ქმარს არ  იზიდავს ეპატაჟური ქალები. ასეთიი ხასიათის შტრიხები კი ოჯახის ქალისთვის, დამეთანხმებით, შეუთავსებელია. სწორედ ამიტომ ამირჩია მე. იცოდა, რომ ამის გამო, ერთი შეხედვით, ბედნიერი ქორწინება შესაძლოა მოკლე ხანში ხმაურიანი განქორწინებით დასრულდეს.  ჩემი ქმარი მამაკაცების იმ კატეგორიას მიეკუთვნება.  ვინც  ქალთან კომფორტულ, ჰარმონიულ და რაც მთავარია, ხანგრძლივ ურთიერთობას ეძებს.  
 ახლა კმაყოფილიც კი ვარ, რომ პასუხგაუცემელი კითხვები აღარ მაქვს. იყო პერიოდი, როცა ვფიქრობდი, რომ ჩემზე  თავდავიწყებით იყო  შეყვარებული. არადა, არაფერს აკეთებდა განსაკუთრებულს. მიფიქრია იმ ქალზეც, რომელიც ალბათ, ელოდებოდა, რომ დღეს თუ არა, ხვალ ცოლობას სთხოვდა. ამ დროს კი იგი, აბსოლუტურად მოულოდნელად ჩემზე დაქორწინდა.
– იცით, ვინ არის ის?
– არა. ხომ არ შევეკითხები?! არ მოეწონება. პრინციპში, არც მაინტერესებს. დიახ, ალბათ, ჩვენ არ ვართ ერთმანეთზე გადარეულები. როცა მისგან საპასუხო რეაქცია არ მოდიოდა, მეც გამიარა ემოციებმა. ასეა, სხვა სურვილები და გრძნობები  გაცილებით ძლიერია, როცა საქმე ოჯახურ ჰარმონიას ეხება.

скачать dle 11.3