კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№52 როგორ მოჰპარეს კოსმოსური ტექნოლოგიები ბერიას წყალობით ამერიკელებს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი ბერიას როლი საბჭოთა კავშირის ზესახელმწიფოდ გადაქცევაში შეუფასებელია (რა თქმა უნდა, სტალინის შემდეგ) და სწორედ „ჟანდარმერიის მარშლის“ დამსახურებაა ბევრი ისეთი რამ, რითაც დღემდე ამაყობენ რუსები... პროფესორი ფელიქს გუგელშტეინი წერს: „სტალინზე რომ არაფერი ვთქვათ, რომელმაც რუსეთისთვის ათასჯერ მეტი გააკეთა, ვიდრე რუსეთის ყველა ერთად აღებულმა მმართველმა (პრემიერ უინსტონ ჩერჩილის სიტყვები) „პატარა ქართველი“ და „დიდი სისხლისმსმელი“ ბერიაა ის ადამიანი, ვინც რუსეთს ძალიან დიდი სამხედრო-ტექნიკური ძლიერება შესძინა, რითაც დღემდე მოაქვთ თავი და უნდათ, მსოფლიოს დააჯერონ, რომ ეს რუსული გენიის ნაშრომ-ნამოღვაწარია (ატომური ბომბი, პირველობა კოსმოსში და ასე შემდეგ). თუმცა, როგორც ატომური ბომბის შექმნა, ასევე, მოწინავე სარაკეტო ტექნოლოგიები, რუსეთმა (მაშინ ამ ქვეყანას საბჭოთა კავშირი ერქვა) ბერიას წყალობით ჩაიგდო ხელში და გაძლიერდა. ამის გაკეთება კი იმ უმძლავრესი სპეცსამსახურის ძალისხმევით მოხდა, რომელიც ასევე, ბერიას პირმშოა და რომელშიც მთავარ ინტელექტუალურ როლებს მისი თანამემამულე ქართველები ასრულებდნენ. ბერიას მიერ დაგეგმილ და წარმატებით დაგვირგვინებულ უამრავ ოპერაციას შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ოპერაცია „სპეისი“ (კოსმოსი), რომელმაც რუსეთს კოსმოსური პირველობა მოუტანა და ბევრმა არც კი იცის, რომ იური გაგარინის კოსმოსური ხომალდი „ვოსტოკ 1“ ვერნერ ფონ ბრაუნის სეიფიდან მოპარული ნახაზების მიხედვით გაკეთდა, რომელსაც რუსებმა რაღაც-რაღაცები დაუმატეს. მაგრამ ხრუშჩოვმა კოროლიოვს ხომალდის დასრულება არ აცალა. უნდოდა, ამერიკელებისთვის დაესწრო ორბიტაზე ადამიანის გაყვანა და გაგარინის კოსმოსური ვოიაჟი ლამის კატასტროფით დასრულდა... 1953 წელს კანადის მთავრობას საბჭოთა მზვერავი სტივენ კალიანი (სინამდვილეში, შალვა ოძელაშვილი) ჩაბარდა, რომელიც თავის მემუარებში (ოძელაშვილი მოწმეთა დაცვის პროგრამაში იყო ჩართული და გარეგნობა შეუცვალეს, რადგან მასზე „კაგებე“ ნადირობდა) წერდა: „ჩემი დეკონსპირაცია ერთადერთი მიზნით მოვახდინე. ბერიას მტრად გამოცხადების შემდეგ მოსკოვში სასწრაფო წესით გამომიძახეს. მე კი სტრატეგიული დაზვერვის ღრმად კონსპირირებული თანამშრომელი ვიყავი და ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლებოდა. მივხვდი, რომ ბერიას გამო გამომიხმეს და ეს სიკვდილს ნიშნავდა. თანაც, „ლუბიანკასთან“ დაახლოებული წყაროდან შევიტყვე, რომ ბერიას შეთქმულება მოუწყვეს. სხვა არაფერი დამრჩენოდა, თუ არა საკუთარი თავის გამჟღავნება თავდაცვის მიზნით. თუმცა, არცერთი სტრატეგიული ინფორმაცია, მათ შორის, ოპერაცია „სპეისის“ დეტალები არავისთვის გამიმხელია...“
 ოძელაშვილის მემუარები 1980 წელს დაიბეჭდა, როდესაც ამერიკული კოსმოსის „მამა“ ვერნენ ფონ ბრაუნი 3 წლის გარდაცვლილი იყო... ქართველი ეროვნების ყოფილ საბჭოთა ჯაშუშს არ უნდოდა ვერნერ ფონ ბრაუნის სიცოცხლეში დაეწერა ის, რომ ოპერაცია „სპეისის“ ფარგლებში სტივენ კალიანი (შალვა ოძელაშვილი) კონსტრუქტორის მდივნის უმა გიუნტერის საყვარელი იყო. მისი მეშვეობით მოარგო გასაღები ფონ ბრაუნის სეიფს. იქიდან კი უახლეს კოსმოსურ ტექნოლოგიების ნახაზებს, აღწერილობასა და სხვა დოკუმენტებს იპარავდა (ფოტოებს უღებდა) და მოსკოვში პირადად ბერიას უგზავნიდა... 1952 წელს უმა გიუნტერი საბჭოთა უშიშროებამ მოსკოვში გაიტაცა, რადგან ქალის ჩავარდნის საშიშროება იყო და შალვა ოძელაშვილიც გაიშიფრებოდა. გიუნტერის გატაცების პარალელურად, კერძო ორადგილიანი თვითმფრინავის კატასტროფა და გიუნტერის დაღუპვის იმიტაცია განხორციელდა, რამაც ასევე, წარმატებით ჩაიარა... ოპერაცია „სპეისის“ მიხედვით, ვერნერ ფონ ბრაუნის გარემოცვაში გიუნტერისგან დამოუკიდებლად მეორე საბჭოთა აგენტი ელზა კროსი (სინამდვილეში ლეილა ხაბაზელი) მოქმედებდა. ეს მომხიბვლელი ქალი ფონ ბრაუნის საყვარელი იყო და გენიალური კონსტრუქტორის სეიფიდან პირადად ბერიას აწვდიდა მასალებს... ამგვარად, ბერია ორი  დამოუკიდებელი წყაროდან იღებდა ინფორმაციას ამერიკულ კოსმოსურ ტექნოლოგიებზე. მათ ხელიდან ხელში აწვდიდა სერგეი კოროლიოვს და ის კი „რუსულ სასწაულს“ ქმნიდა... ხაბაზელსაც იგივე ბედი ეწია, რაც გიუნტერს – ისიც მოსკოვში გაიტაცეს და თამაშიდან გამოიყვანეს. ოძელაშვილი კანადელებს ჩაბარდა, თუმცა არავის გაცემას არ აპირებდა... ნიშანდობლივი ფაქტია, რომ როდესაც ოძელაშვილის მემუარები გამოქვეყნდა, იქ ეწერა: გაგარინი ამერიკული რაკეტითა და ლავრენტი ბერიას ძალისხმევით გაფრინდა კოსმოსშიო. ამ ყველაფერს საბჭოთა ოფიციოზმა რეიგანისეული ანტისაბჭოთა პროპაგანდის ნაწილი უწოდა და ამერიკელები სისხლიანი ტირანის, ლავრენტი ბერიას მფარველობაში დაადანაშაულა... არადა ეს გაუაზრებელი განცხადება იყო, რადგან ოპერაცია „სპეისით“ ლავრენტი ბერიამ ამარიკელებს 3-მილიარდიანი ზარალი მიაყენა, თუმცა მთავარი ის იყო, რომ მათ კოსმოსური პირველობა გამოსტაცა ხელიდან და რუსებს გადაულოცა.
  ბერიას ბოროტმოქმედებებზე არაერთი სტრიქონია დაწერილი და ნელ-ნელა უკვე ირკვევა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა მტკნარი სიცრუეა და დანაშაულის გადაბრალების მცდელობა იმ ადამიანისთვის, ვინც რუსეთს არნახული სიძლიერე, დიდება და სიმტკიცე მოუტანა, სამაგიეროდ, კი მიიღო უმადურობა – მას ისეთი ლაფი დაასხეს, რასაც ძნელად თუ ჩამოიბანს კაცი.“

скачать dle 11.3