კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 გიორგი ქორქია: მომწონდა, ისეთი რომ ვიყავი, როგორიც სხვებს არ მოსწონდათ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ტელეწამყვანი გიორგი ქორქია უკვე წლებია, „რუსთავი 2-ის“ დილის მაყურებლის ყოველდღიური სტუმარია. თითქმის ყველასთვის საყვარელი მოგზაურობა კი უკვე მისი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და მაყურებელს საქართველოს სხვადასხვა საინტერესო და ხშირ შემთხვევაში, მივიწყებულ ადგილებს აცნობს.
  გიორგი ქორქია: მგონი, არ არსებობს ადამიანი, ვისაც მოგზაურობა არ უყვარს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში მიწევდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის მონახულება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბოდიალზე რომ გადავედი, მივხვდი, რომ მსოფლიოს უფრო მეტ ქვეყანაში ვიყავი ნამყოფი, ვიდრე საქართველოს სოფლებში. რაღაც დონეზე „გამიტყდა“, რომ საქართველო წესიერად არ მქონდა ნანახი. ჯერ ჩემთვის ვბოდიალობდი, მერე უკვე საქმედ იქცა. თავიდან დაცული ტერიტორიებით დავიწყე  და შემდეგ გადავედი პატარ-პატარა სოფლებზე, რომელთა არსებობის შესახებაც შეიძლება, ბევრმა არც იცის.
– სად იყო ყველაზე საინტერესო მოგზაურობა?
– უინტერესო არსად ყოფილა, ყველა სოფელს თავისი ტრადიციები აქვს და საინტერესო ადამიანები ჰყავს. ძალიან საინტერესო იყო იმერეთის სოფელი ხანი. საქართველო რომ ქვევრისა და ღვინის ქვეყანაა ყველამ იცის, მაგრამ იქ, თურმე, ყველს ინახავენ ქვევრში. მეგონა, ეს ჩემთვის იყო აღმოჩენა, მაგრამ ეს ყველის მწარმოებლებსაც არ სცოდნიათ და ამ სოფლის მცხოვრებლებს დაუკავშირდნენ. ხანში ვნახეთ უზარმაზარი, ერთი მთლიანი ქვისგან გამოთლილი საწნახელი... სასწაული ადგილია თუშეთი, წელიწადი არ გავა, მინიმუმ, ერთხელ რომ არ ავიდე, იქაური ხალხი ჩემთვის აღმოჩენაა.
– რაც შეეხება ტელევიზიის ამბებს, ახალი სეზონი ახალი სახეებით დაიწყეთ. სანამ გაირკვეოდა, ვინ რომელ არხზე იქნებოდა, თქვენი მისამართითაც იყო კითხვის ნიშნები, დარჩებოდით თუ არა „რუსთავი 2-ზე“. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– ახალი სეზონი ახალი გუნდით დავიწყეთ, რომელმაც ძალიან გაამართლა. ამაზე ძალიან ვნერვიულობდი და მე მგონი, არ დატყობია გადაცემას. პირიქით, უფრო მეტი შემართებით გაგრძელდა. ყოველთვის სჭირდება გადაცემას ახალი სისხლი და ახლა ეს ძალიან დიდი დოზით წამოვიდა. რაც შეეხება დარჩენას, მიზეზებზე არ ვისაუბრებ, სხვაგან, უბრალოდ, არ გადავედი. რატომ უნდა წავსულიყავი?! ეს ჩემთვის მძიმე თემა იყო, რთულად გადავიტანე. არაა მარტივი იმ გუნდთან დაშორება, რომელთან ერთადაც წლები მუშაობ. არ მოვიტყუები, რაღაც პერიოდი, მეც მეგონა, რომ წავიდოდი, მაგრამ ბოლო წამს გადავწყვიტე, არ წავსულიყავი. მათგან განსხვავებით, წასულებს წარმატება ვუსურვე, ჩემი, მინიმუმ, კოლეგები იყვნენ და დღესაც ყველას ვგულშემატკივრობ. მძიმედ გადასატანი პერიოდი იყო და მადლობა მათ, ვინც გვერდით დამიდგა.
– სადღესასწაულო დღეები გვაქვს და არ შეიძლება, ამაზეც არ გკითხოთ. როგორი დამოკიდებულება გაქვთ ახალ წელთან?
- ძალიან მიყვარს, ოჯახური, გემრიელი დღესასწაულია. ყოველთვის სახლში ვხვდები, თუმცა, წელს ასე არ გამოვა, რადგან პირდაპირ ეთერში მიწევს საახალწლო ღონისძიების წაყვანა ერთ-ერთი ლოკაციიდან.
– საჩუქრები? ალბათ, შვილთან თოვლის ბაბუის როლის მორგებაც გიწევთ.
– ოჯახის წევრებს ვურიგებ საჩუქრებს და ძალიან მახარებს მათი ემოციები. ადრე ვყიდულობ ხოლმე. ყველაზე რთული მათი დამალვა და ახალ წლამდე შენახვაა. მინდა, რომ ვიყიდი, მაშინვე ვაჩუქო. თან, რომ იცი, რაც უნდა, ზუსტად ის გაქვს, მაგრამ გიდევს და ახალ წელს ელოდები (იცინის). ჩემი შვილი უკვე ათი წლის ხდება. იცის, რომ მისი თოვლის ბაბუა მე ვარ და წინასწარ მიკვეთავს ხოლმე რაღაცებს (იცინის).
– გგავთ?
– ოცი წლის როგორი ვიყავი, ის არ მახსოვს, ათის – მით უმეტეს. როგორც მშობლები მეუბნებიან, არ ვიყავი მაინცდამაინც გადარეული ბავშვი და სიმშვიდით მგავს – წყნარი და გაწონასწორებულია. ჩემსავით ცოტა ზარმაცია – ამითაც მგავს. ძალიან პირდაპირია, ვერასდროს ტყუილს ვერ ამბობს, რაც მასში ყველაზე ძალიან მიყვარს. მაგრამ მინდა, ცოტა „გაიქექოს“, ბოლოს და ბოლოს მეგრელია (იცინის). ძალიან, ძალიან კარგი ბიჭია.
– ბავშვობაში შეიძლება, ძალიან მშვიდი იყავით, მაგრამ მერე საკმაოდ მეამბოხე ყოფილხართ.
– 90-იანი წლები საშინელი პერიოდი იყო. იმდენად არასასიამოვნო, რომ ეტყობა, ტვინმა დაბლოკა და ვერც ვიხსენებ წესიერად. ახლა თავზე თმა აღარ დამრჩა, მაგრამ მაშინ დავდიოდი წელამდე თმებით. მე მომწონდა და სხვებს – არა. მომწონდა, ისეთი რომ ვიყავი, როგორიც სხვებს არ მოსწონდათ. ეს, ალბათ, ერთგვარი პროტესტია. ჩემი მეგობრების წრე, ძირითადად, მუსიკოსებისგან შედგებოდა. რაღაც პერიოდი ვუკრავდი კიდეც. მაგრამ მაგაში ძალიან უნიჭო ვარ და თავი დავანებე (იცინის). მაშინაც ვერთობოდი. ყველაფერი ძალიან შემთხვევით დაიწყო, ბაკურ ბურდულმა დამირეკა, დაკვრა იციო? არა-მეთქი. გინდაო? საქმე არ მქონდა და მინდა-მეთქი. მაშინ გადმოდი, კონცერტი გვაქვსო და ერთ კვირაში ფილარმონიაში დავუკარი (იცინის). კარგი პერიოდი იყო. 90-იანი წლების სირთულე ძალიან კარგმა სამეგობრო წრემ გადამატანინა.
– შეიძლება, არც ახლა ხართ სტანდარტული ტიპი, მაგრამ მაინც შეიცვალეთ. როდის?
– ალბათ, 25 წლის შემდეგ, ასაკთან ერთად სხვანაირად ყალიბდები. სამსახურმაც შემცვალა. რომ ვამბობდი, ცხოვრებაში პიჯაკს არ ჩავიცვამ-მეთქი, სისულელე და ახალგაზრდული ახირება იყო. რატომ არა, თუ მომინდება მშვენივრადაც ჩავიცვამ, მაგრამ მაინც არ მაცვია (იცინის). ახლა უკვე 45 წლის ვარ, რაღა დროს ეგეთებია (იცინის). რაღაცებთან ჭიდილი კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა ჩემთვის, მაგრამ ეს ვიზუალს არ ეხება.
– ახლა რასთან ჭიდილია ისეთი, მოსვენებას რომ არ გაძლევთ?
– ქვეყანა რომ ტრაკისკენ მიდის, ეს არ მაძლევს მოსვენებას. ძალიან ცუდია, როცა ფიქრობ, ბავშვმა ოღონდ სკოლა დაამთავროს, რომ აქედან გაუშვა. ამას მარტო მე არ ვფიქრობ, ძალიან ბევრია გარშემო. მაგრად ბნელა ქვეყანაში და სულ უფრო ბნელდება. ახალგაზრდებს, ვინც აქციებზე დგანან, იჭერ და ციხეში აგდებ, ამ დროს ვიღაც გარეწარი გარეთ დადის, საშინელებებს აკეთებს და კაციშვილი ყურადღებას არ აქცევს.
– გასაგებია. რაც შეეხება, პირად ამბებს. დაქორწინებული იყავით და დიდი დრო გავიდა, რაც ეს ურთიერთობა დამთავრდა. ამის შემდეგ ოჯახის შექმნაზე აღარ გიფიქრიათ?
– არა, მერე რა იქნება, კაცმა არ იცის, მაგრამ ამ ეტაპზე არ მინდა. მშვიდად და წყნარად ვარ ასე, მშვენივრად ვგრძნობ თავს.
– თმა გამცვივდაო, წეღან ახსენეთ. ავარიის გამო, არა?
– კი, ავარიაში მოვყევი და სტრესისგან სულ რამდენიმე დღეში წინ ბღუჯებად დამცვივდა თმა. ექიმმა მითხრა, თავისუფლად შეიძლება, ამის აღდგენაო და პრეპარატები ჩამომითვალა, მაგრამ იმდენი რამის გაკეთებას, ავდექი და მთლიანად გადავიპარსე. მივეჩვიე, ასე უფრო კარგია.
– ახლა უკვე თქვენი იმიჯის განუყოფელი ნაწილია. ადრე, მახსოვს, ამბობდნენ ხოლმე, რატომ ზის სულ ქუდით გადაცემაშიო.
– ეგ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი თავის ტრავმა მაქვს გადატანილი და არ შეიძლება, ცივი ჰაერი მომხვდეს. ახლაც, გარეთ რომ გავდივარ, სულ ქუდი მახურავს. ადვილად ვცივდები და თავის ტკივილები მეწყება. ამიტომ, ერთი პერიოდი სულ წაკრული მქონდა თავზე. თუმცა, იმიტომ არა, რომ ძალიან მომწონდა, ეს მერე ჩამოყალიბდა იმიჯად. ძალიან ნარახუნები მაქვს თავი. აქტიური სპორტული ცხოვრება მქონდა, საქართველოს ცხენოსნობის ნაკრებში ვიყავი. ამ სპორტს თან ახლავს ტრავმები. რამდენჯერმე თავით გავიტანე ბარიერი, ცხენიანად ამოვტრიალდი, ავარიაც იყო, ჩხუბიც, რაღაცები ჩაურტყიათ თავში და ყველაფრიდან გამომდინარე, ეს შედეგი მივიღე. ამდენმა ტრავმამ უკვე მხედველობაზეც უარყოფითად იმოქმედა.
– რაც შეეხება იმ ავარიას, მარტო თავზე არა, ალბათ, ბევრ რამეზე იმოქმედა.
– კი, დიდი ავარია იყო. მე მანქანიდან გადმოსული ვიყავი. უკანა მხრიდან მივედი, საბურავს რაღაც სჭირდა და ჩავხედე. ამ დროს დამარტყა მანქანამ და მანქანებს შორის მოვყევი. მერე ბუქსირის კაუჭი გამოედო ჩემს ქურთუკს და რომ გაიქცა ის ტიპი, მეც წამათრია. სადღაც ოც მეტრში ვეგდე. დარტყმის შემდეგ აღარაფერი მახსოვს. მერე ექიმმა მითხრა, ერთადერთი, რაც გახსოვდა, სახელი და გვარი იყო, ვერავის ცნობდიო. ფეხებზე მყესები მქონდა დაწყვეტილი, დაჟეჟილობები – ნეკნებზე, თავზე, მანქანის ფარების ნამტვრევები – თავში. მოკლედ, საშინელებები მჭირდა, ცუდი ავარია იყო. ჩემ გარდა კიდევ რამდენიმე დაშავდა. კიდევ კარგად გადავრჩით და ახლა ყველა ჯანმრთელად ვართ. რამდენიმე თვე ვიწექი, მერე აღმიდგა მეხსიერება, მაგრამ მთლიანად – არა. ვისაც ადრე ვიცნობდი, დღეს ძალიან ბევრს ვერ ვცნობ. ამის გამო ხშირად ჩავვარდნილვარ უხერხულ სიტუაციაში, მაგრამ მერე ნელ-ნელა მახსენდება ხოლმე. ყველაზე ცუდი, რაც მომივიდა ამის შემდეგ, ის იყო, რომ როცა ავდექი ყავარჯნებით დავდიოდი, ორივე ფეხი საშინელ დღეში მქონდა. მაგრამ ვერ მოვითმინე და ამ ყავარჯნებით წავედი იპოდრომზე. ავხოხდი ცხენზე და ცხენიანად ამოვტრიალდი, ქვაზე დავარტყი თავი, ისევ ტვინის შერყევა ამ ახალგადატანილი ავარიის შემდეგ და ამანაც იმოქმედა რაღაცებზე. სახლიდან გასვლა არ შეიძლებოდა და მე იპოდრომზე გავისეირნე (იცინის). კარგა ხანს კიდევ მომიწია წოლა, მაგრამ მერე ავდექი თუ არა, კიდევ იპოდრომზე წავედი, ისევ ცხენზე დავჯექი, მაგრამ აღარ გადმოვვარდნილვარ (იცინის). ცხენი ჩემთვის ყველაფერია. ცხრა წლის ვიყავი, ცხენოსნობაზე რომ შემიყვანეს, რადგან ხერხემალზე პრობლემა მქონდა. ზუსტად ერთ თვეში გამოსწორდა ეს პრობლემა და მერე შევყევი სპორტის ამ სახეობას. ათი წლის განმავლობაში დავდიოდი. როცა თავისუფალი დრო მაქვს, დღესაც მივდივარ და ცხენზე ვჯდები. ჩემთვის ეს ერთგვარი რელაქსია. საერთოდ, ცხოველები ჩემი სისუსტეა. ძალიან მიყვარს ძაღლი და მყავს კიდეც. რაღაც პერიოდი ზოოპარკში მოხალისედ ვმუშაობდი. საახალწლო ორომტრიალი რომ ჩაივლის, ალბათ, ახლაც გავაგრძელებ. ტელევიზიაში რომ ხარ, გინდა არ გინდა, ნევროზდები და ესაა ჩემთვის დასვენება.  

скачать dle 11.3