კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რა უნდა გაითვალისწინოთ საახალწლო მზადების პროცესში, რომ მომავალი წელი წარმატებული აღმოჩნდეს

ნინო კანდელაკი ანი რევია

  სულ მალე ახალი წელი დადგება და ბევრმა უკვე წინასწარ დაიჭირა თადარიგი. ზოგადად, საახალწლო მზადებისთვის აუცილებელია ყველა იმ დეტალის გათვალისწინება, რაც თქვენთვის სიკეთის, პოზიტივის, დოვლათისა და იღბლის მომტანია. ხოლო, თუ რა ფერის ნაძვის ხე შეიძინოთ, როგორ მორთოთ, რა პროდუქტი უნდა მოიმარაგოთ სადღესასწაულო სუფრისთვის და როგორ ჩაიფიქროთ ახალი წლის ღამეს სურვილები სწორად, რომ მომავალში აგიხდეთ – ამ თემებზე საინტერესო და სასარგებლო რჩევებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოგცემთ.
  მიხეილ ცაგარელი: აღმოსავლეთში ძველთაგანვე დიდ ყურადღებას აქცევდნენ ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებულ რიტუალებს, რადგან სჯეროდათ, რომ როგორც შეხვდებოდნენ ახალ წელიწადს, ისევე წარიმართებოდა მთელი წელი. აქ, რიტუალებთან ერთად, მნიშვნელოვანია, ამაღლებული ფსიქოლოგიური განწყობაც.
– როდის შემოაღებს კარს ვირთხის წელიწადი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით და რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი წლის დახვედრა-მზადების პროცესში, რომ მთელი წელი ფინანსურად წარმატებულები და სიყვარულში იღბლიანები ვიყოთ?
– აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2020 წლის 25 იანვარს იწყება თეთრი ვირთხის წელიწადი, თუმცა, ჩვენ ახალ წელს 31 დეკემბერს ვხვდებით და კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ მნიშვნელოვან რიტუალებს, რათა ღირსეულად და წინსწრებით შეხვდეთ ვირთხის წელიწადის დადგომას. ზოგადად, ჩვენ სამჯერ ვხვდებით ახალ  წელს – 31 დეკემბერს, 13 იანვარს და 25 იანვარს, რაც გაახანგრძლივებს სადღესასწაულო განწყობას და მხიარულებას. პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ 25 იანვრამდე ჯერ კიდევ გრძელდება ტახის, იგივე ღორის წელიწადი, ამიტომ, ნუ გავანაწყენებთ მას და საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი წლევანდელი ტახისა და მომავალი წლის მასპინძლის ვირთხის გამოსახულებიანი ფიგურები. მათ პატივსაცემად, ტახის წინ მოათავსეთ რკო, ხოლო ვირთხის ფიგურასთან კი – თხილი და ყველი, უმჯობესია, ნასვრეტებიანი. 2020 წლის ძირითადი რიცხვია 4. ამიტომ, კარგი იქნება თეთრი ან ვერცხლისფერი 4 სანთლის დანთება ახალი წლის დადგომამდე 10 წუთით ადრე, რათა მადლობა გადაუხადოთ წინა წელიწადს, დაემშვიდობოთ მას, ხოლო ახალი წლის დადგომის შემდეგ სანთლებს თქვენი სურვილები ჩაუთქვათ. კარგი იქნება, თუ ახალ წლამდე ვირთხის გამოსახულებიან ყულაბას შეიძენთ და მასში ჩაყრით ვერცხლისფერ 4 ცალ ლითონის მონეტას. გაითვალისწინეთ: ყოველ ჩაგდებულ მონეტაზე, თითო სურვილი ჩაიფიქრეთ.
–  რომელი ფერებია წელს დომინანტი? რა ფერის ტანსაცმელი და სამკაულები შევარჩიოთ წინასწარ ახალი წლის დასახვედრად?
– 2020 წლის მმართველი სტიქია ლითონია, ამიტომ ის გვაძლევს წლის ძირითად ფერებს, როგორიცაა: თეთრი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, მათ შემდეგ – ლურჯი, ოქროსფერი და მცირე დოზით – მწვანე და წითელი. უმჯობესია, ეს ფერები პრევალირებდეს თქვენს ტანსაცმელში. თუმცა, ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ შავი – როგორც ნეიტრალური ტონი. რაც შეეხება სამკაულს, ახალი წლის ღამეს კარგია ისეთი ქვების გამოყენება, როგორიცაა ამეთვისტო, ბრილიანტი, ძოწი, მალაქიტი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, მწვანე ან ყვითელი იასპი.
– როგორ მოვკაზმოთ ნაძვის ხე და სად უნდა დავდგათ ის – ცენტრში თუ ოთახის რომელიმე სხვა ზონაში?
– ნაძვის ხე იმ ფერებში უნდა იყოს მორთული, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე და უმჯობესია, ოთახის შუა ნაწილში იდგეს. კარგი იქნება, თუ ნაძვის ხის ტოტზე, სათმაშოების გვერდით, ტახისა და ვირთხის ფიგურებსაც ჩამოკიდებთ. წელს უპირატესობა ენიჭება თეთრ და ვერცხლისფერ ნაძვის ხეებს.
– რა ფერის გადასაფარებელი და ჭურჭელი გამოვიყენოთ სადღესასწაულო სუფრაზე და რომელი კერძები უნდა იყოს წარმოდგენილი საახალწლო ღამეს?
– უპირველეს ყოვლისა, მაგიდის გადასაფარებელი უნდა იყოს თეთრი ან ვერცხლისფერი. კარგი იქნება ლითონის შანდლით მაგიდაზე ოთხი სანთლის დადგმა. ყოველი თეფშის ქვეშ დადეთ ვერცხლისფერი ლითონის ფული, კარგია 20-თეთრიანი და კიდევ უფრო უკეთესი, თუ თეფშის ქვეშ 2 ცალ 20-თეთრიანს ამოდებთ. ჭურჭელიც და ხელსახოციც უმჯობესია, იყოს თეთრი ან ვერცხლისფერი. იმისთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში მოიზიდოთ ფინანსები, მაგიდის შუაში დადგით ლითონის ლარნაკი და მასში ჩაყარეთ ცოტა წიწიბურა, ხორბალი, ბრინჯი და ბევრი სხვადასხვა ნომინალის ვერცხლისფერი მონეტა. ახალი წლის ღამეს თვალდახუჭულმა ხელით ამოიღეთ მარცვლეული – რაც მეტი ფული ამოჰყვება, მით მეტად წარმატებული იქნებით ფინანსურად მთელი წლის განმავლობაში. ასევე, ჩამოწერეთ სურვილები პატარა ფურცელზე, დაკეცეთ, ჩადეთ კაკლის ნაჭუჭში და შემოახვიეთ ლითონის ფოლგა. ჩაყარეთ ვაზაში და  დადგით მაგიდაზე. როცა სტუმრები მოვლენ, სთხოვეთ ამოიღონ, გახსნან და სურვილები ხმამაღლა წაიკითხონ. ეს სახალისოცაა და თან, ხმამაღალი კითხვით სურვილებს კოსმოსში ვუშვებთ, რაც ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება და აგვიხდება. რაც შეეხება საკვებს, რადგან ვირთხა ბუნებით ტრადიციონალისტია, საკმაოდ უხვად უნდა იყოს წარმოდგენილი მამაპაპური კერძები – საცივი, გოზინაყი, ხაჭაპური, ჩურჩხელა, ყველისა და ფხლის ასორტი და ასე შემდეგ. მაგიდაზე უნდა იდგას ნატურალური ღვინო და წვენები. დაალაგეთ საახალწლო სუფრაზე ხილი, თხილი, ტორტი, კანფეტები, ნამცხვრები და განსაკუთრებით, დიდი რაოდენობით სასმელი – შამპანური, ლიქიორი, კონიაკი და ღვინო. გაითვალისწინეთ, რომ ვირთხას არ უყვარს მზა, ნაყიდი მაღაზიის საკვები და რაოდენობას ხარისხი ურჩევნია. ამიტომ, ყველაფერი უნდა იყოს გემრიელად და ხარისხიანად მომზადებული. ასევე, კარგია, თუ მაგიდას 4, 8, 12 ან 24 კაცზე გაშლით. ასევე, მეკვლედ უნდა დაპატიჟოთ სანდო და ერთგული ადამიანი, რომელიც ტკბილეულთან ერთად თქვენს ოჯახში  თხილს, ყველას და ლითონის 4 ან 12 ვერცხლისფერ მონეტას შემოიტანს.
– რას გვირჩევთ, სად სჯობს ახალი წლის დახვედრა – სახლში, მშვიდ ატმოსფროში, ოჯახის წევრების გვერდით თუ სამეგობრო წრეში, ხმაურითა და ფოიერვერკებით?
– ვირთხას ზედმეტი ხმაური არ უყვარს, თუმცა მხიარულების მოყვარულია. ყველაზე მეტად უყვარს სორო ანუ თავისი სახლი. ამიტომაც, სჯობს ახალ წელს სახლში შეხვდეთ, იმხიარულოთ, ოღონდ ზედმეტი ხმაურის გარეშე. გირჩევთ, გაითვალისწინოთ ეს ასტროლოგიური რჩევები, რომ მომავალ წელს იღბალიც გააძლიეროთ და სიხარულიც დაიბედოთ. გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს!

скачать dle 11.3