კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რა ოინი მოუწყვეს ხაშურისკენ მიმავალ გივი ბერიკაშვილს გზაში

ნინო კანდელაკი სოფი ლორია

  ქართველი მსახიობი გურამ ჯაში ბატონი გივი ბერიკაშვილის შესახებ ერთ სახალისო ისტორიას იხსენებს: „ხაშურში ვართ დაპატიჟებულები, გივი ბერიკაშვილისთვის უნდოდათ საღამოს მოწყობა. მარტო ხომ არ წავალო, იფიქრა და ახლობლები წაგვიყოლა. სანამ დავიძვრებოდით, მანამდე ზარი იყო ხაშურიდან, მაგრამ მერე გაწყდა და ვეღარ დარეკეს. გივი საფიქრალში ჩავარდა, ნეტავი, რატომ მირეკავდნენო.
  ორი მანქანით წავედით, წინ გივი ზის თავის ბიჭთან, ზურასთან ერთად და უკან მივყვებით ჩვენ. მგზავრობისას შემიჩნდა რაღაცა და ვერ ვისვენებ, მინდა, გივი გავაშაყირო. ამ დროს ბედად ის ზარი გამახსენდა, დილას რომ დაურეკეს გივის ხაშურიდან და ვეღარ დაელაპარაკნენ. ჩემი ნომრიდან კი დავრეკე გივისთან, მაგრამ, გამოვრთე ის მომსახურება, ჩემი ნომერი რომ არ დაფიქსირებულიყო და ფარული ნომრით ვურეკავ გივის.
  მიპასუხა, გისმენო. ხაშური-მეთქი, - ვუყვირე. დიახ, დიახო - გამომეხმაურა და გავუთიშე ტელეფონი, რომ ნელ-ნელა მომემზადებინა გასაგიჟებელი ნიადაგი. ჩვენი მანქანა ფეხდაფეხ მისდევს მას და უკნიდან ვხედავ გივის რეაქციებს, როგორ ცმუკავს, ნელ-ნელა მოუსვენრობა ეწყება. გავიდა ცოტა ხანი და კიდევ ვურეკავ ფარული ნომრით. ხაშური, ბატონო გივი, ხაშური! – ვუყვირი ტელეფონიდან. ჰო, გისმენ, შე დალოცვილო, ამოიღე ხმაო, – უკვე ხვეწნა დამიწყო. ამ დროს ისევ გავთიშე ტელეფონი. ერთი ზარიც იყო საჭირო და საქმეც მოთავებული იქნებოდა გივის გასაგიჟებლად.
  ამასობაში გავჩერდით გორის ბაზრობასთან და ვსვამთ ცივ სასმელებს. ისევ ჩავსხედით მანქანებში და დავურეკე გივის, ზარის გასვლა და მისი წყობიდან გამოყვანა ერთი იყო, ილაპარაკე, შე დალოცვილო, გამაგებინე ორი სიტყვაო. მეც ვუთხარი, გადაიდო-მეთქი და გავუთიშე კვლავ ტელეფონი. ამის გაგონება იყო და ზურიკოს მოატრიალებინა მანქანა და იქიდან გადმოვიდა, მაგრამ, რად გინდა, გივი გივის არ ჰგავს – კაცი მხეცადაა ქცეული და ბოლთას სცემს, თან ისეთი გამომეტყველება აქვს, დანა პირს არ უხსნის. ვინც ჩემს მანქანაში იჯდა, კი ვიცით, რაშიცაა საქმე, ვიხევით შუაზე, ისე ვიცინით, მაგრამ, გვიახლოვდება ნირწამხდარი გივი და გვინდა, თავი შევიკავოთ, რომ არ შეგვატყოს რამე. იყვირა – წავედით ახლავეო, ახლა მირეკავენ, რომ გადაიდო კონცერტიო – და იგინება სართულებიანად.
  მოიცა, ზახარიჩ, დაწყნარდი. მოდი, ლუდი დალიე, გული გაგიგრილდება-მეთქი, – ვამშვიდებდით და თავს ძლივს ვიკავებდით, რომ არ გავშიფრულიყავით. მოდი, ჩავიდეთ ხაშურამდე, რაღა დარჩა-მეთქი. მართლა დამიჯერა და წავედით სიტუაციის გასარკვევად. ჩავედით, როგორც იქნა და დაგვხვდა იქ ორგანიზატორი თავისი ჯგუფით.
  გივიმ რომ დაინახა იმათი გაბადრული სახეები, ამაზე უფრო აფეთქდა. ალბათ, იფიქრა, დამცინიანო და გალომებული მივარდა იმ კაცს – რა გადაიდო, ახლა მითხარი, შე ასეთოო და მიაკურთხა კიდეც. კაცს გაუკვირდა – ვინ გითხრა, რომ კონცერტი გადაიდო, ხალხი თაიგულებითა და ორკესტრებით გხვდება, ყველა ბილეთი გაიყიდა, ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არააო. აბა, რა გადაიდოო, – შეჰყვირა გივიმ. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემი საქმე ცუდად იყო და შორიახლოს მდგარ ხეს ამოვეფარე.“

скачать dle 11.3