კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: არ მაქვს იმდენი საშუალება, რომ ძვირად ღირებული სუნამო შევიძინო. ამ, ეგრეთ წოდებულ, „პატენტებს“ კი მალე გასდის სუნი. ხომ არ არსებობს რაიმე ხრიკი, რომ სუნამოს მდგრადი სურნელი შევუნარჩუნო?
პასუხი: სანამ სუნამოს იპკურებდეთ, კანზე ცოტა ვაზელინი წაისვით. მისი წყალობით, სუნამო დიდხანს შეინარჩუნებს არომატს.
კითხვა: მართალია, დიდი ასაკის არ ვარ, მაგრამ სახის კანის ნაადრევი დანაოჭების საწინააღმდეგოდ, შრატის გამოყენება მირჩიეს. მაინტერესებს, ექნება თუ არა რეალური შედეგი, რომ ტყუილად არ შევიძინო? მაქვს ცხიმიანი და მგრძნობიარე კანი და სულ ვცდილობ, დავფარო ცხიმიანობა და მგრძნობელობისგან გამოწვეული დეფექტები.
პასუხი: შრატი არის პროდუქტი, რომელიც სწრაფად აღწევს კანის ღრმა ფენებში და ინტენსიურად კვებავს მათ. მას აქვს, როგორც კანის გამღიავებელი, ასევე, აკნესა და სიბერის შემაჩერებელი ეფექტი. მისი გამოყენება ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ, უბრალოდ, აიჩიეთ ფორმულა: ანტიოქსიდანტი, დამატენიანებელი, მკვებავი და ასე შემდეგ. შრატი, როგორც ყველა სხვა კოსმეტიკური საშუალება, ზეთსა და წყალზეა შექმნილი, თუმცა მისი ტექსტურა უცხიმოა და სახეზე წასმისას, ცხიმიან ეფექტს არ ტოვებს. აქტიური ინგრედიენტების წყალობით, შედეგს უფრო ნაკლებ დროში იღებთ, ვიდრე მხოლოდ დამატენიანებლის გამოყენებისას. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, შესაბამისი ფორმულის შრატი შეარჩიეთ. შრატი აუცილებლად სუფთა კანზე უნდა წაისვათ და  შეგიძლიათ, ის დამოუკიდებლად ან კანის სხვა პროდუქტებთან ერთად იხმაროთ.


скачать dle 11.3