კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 როგორი ფორმის სათვალე მოგიხდებათ და როგორი მაკიაჟი უნდა გაიკეთოთ, თუ სათვალეს ხმარობთ

ნინო კანდელაკი ანი რევია

  სათვალე ბევრისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. დღეს სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომის ჩარჩოების არჩევანი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მოსაწონი და ამავდროულად, კომფორტული მოდელი შეარჩიოთ. ხოლო, იმისთვის, რომ ჩარჩოს არჩევა და შემდეგ, მორგება არ გაგიჭირდეთ, აუცილებელია, საკუთარ სახეზე დაკვირვება, რადგან ყველა სახის ფორმას ყველა ტიპის ჩარჩო არ უხდება და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
  * სახის მრგვალი მოყვანილობა – ოთხკუთხა ჩარჩო, განიერი ან ვიწრო, სახეს უფრო მოგრძოს გამოაჩენს.
  * სახის ოთხკუთხედი მოყვანილობა – განიერ შუბლს კარგად დააბალანსებს ოვალური ან მრგვალი ფორმის ჩარჩო.
  * სახის ოვალური მოყვანილობა – სახის ასეთ მოყვანილობას, თითქმის ყველა ტიპის ჩარჩო უხდება.
  * გულისებრი მოყვანილობის სახე – ეცადეთ, ისეთ ჩარჩოებს აარიდოთ თავი, რომლებიც ქვედა მხარეს უფრო ვიწროა.
  ჩარჩოს ფორმის შერჩევის შემდეგ, გაიკეთეთ სათვალე  და  ამოძრავეთ თავი ზემოთ-ქვემოთ, რათა დარწმუნდეთ, სათვალე ძირს არ გიცურდებათ ცხვირიდან და კომფორტულად მოგერგოთ. ამ დროს, ის საერთოდ არ უნდა მოძრაობდეს.
  სათვალე ხშირ შემთხვევაში თვალის ფერს, ფორმასა და ზომას ცვლის, ამიტომ, სათვალის ტარებისას, მაკიაჟი ცოტათი უნდა შეცვალოთ – ის მარტივი და გამოკვეთილი უნდა იყოს.
თუ სათვალე თვალებს გიდიდებთ ან გიპატარავებთ, კონტრასტის დასაბალანსებლად, აუცილებლად გამოიყენეთ ლაინერი. დიდი თვალების ეფექტის მისაღებად თქვენი თვალის ფერზე ერთი ტონით მუქი ლაინერი გამოგადგებათ. წამწამების გამოსაკვებად კი ტუშის ორი ან სამი ფენა გადაისვით. სქელი ჩარჩოს შემთხვევაში, ლაინერი სქელი უნდა იყოს, თხელის დროს კი, შესაბამისად, წვრილი და ნაზი ხაზი გაიკეთეთ.
  უმჯობესია, ტონალური იყოს მინერალური ან ფხვიერი. თხევადი და კრემოვანი ტონალური თვალებქვეშ და ცხვირზე გროვდება, ზუსტად იქ, სადაც სათვალე გაზით, რაც არაპროპორციულ სახეს გამოგიჩენთ. თვალებქვეშ შავი წრეების დასაფარად თქვენი კანის ბუნებრივ ფერზე ერთი ტონით ღია კორექტორი გამოიყენეთ.
  თვალების ჩრდილის შერჩევისას ფერები თანხვედრაში უნდა მოდიოდეს თვალისა და ჩარჩოს ფერთან. საუკეთესო ვარიანტია თბილი, ნეიტრალური ფერები, ასევე, მბზინავი თვალის ჩრდილი. ჩრდილის წასმისას, ჯერ ღია ტონით დაიფარეთ ქუთუთო, ხოლო მუქი ტონი თვალის ბოლოდან, ფუნჯის ხაზოვანი მოქმედებით წაისვით, რათა მუქიდან ღიაში გარდამავალის ეფექტი მიიღოთ. ხოლო, თუ ჩრდილების მოყვარული არ ხართ, მაშინ აქცენტი ტუჩებზე გადაიტანეთ და წაისვით ტუჩის კანზე მკვეთრად მუქი ტუჩსაცხი.
  თუ სათვალის არასტანდარტული ჩარჩო მოგწონთ, მაკიაჟიც, რა თქმა უნდა, მისი შესაფერისი უნდა იყოს:
  * ღია ფერის ჩარჩო – თვალებზე მბზინავი, ნეიტრალური ჩრდილები გამოიყენეთ – კრემისფერი ან ყავისფერი ტონები, შემდეგ წაისვით ტუში, ატმის ან კენკრისფერი რუჯი და ბოლოს ტუჩებზე სტაფილოსფერი ან ალისფერი წითელი ტუჩსაცხი გადაისვით. ჩარჩოსფერი ტუჩსაცხი არ წაისვათ.
  * კატის თვალის ფორმის ჩარჩო – თხლად წაისვით შავი ან ყავისფერი ლაინერი, თუმცა ბოლოში ოდნავ აპრიხეთ, მიჰყევით ჩარჩოს ფორმას. მაკიაჟი დაასრულეთ ტუშით, ბრონზერითა და ხორცისფერი ტუჩსაცხით.
  * სამკაულებიანი, თვლებიანი ან ყვავილებიანი ჩარჩო – გამოიყენეთ ღია ფერის ჩრდილები, ტუში, კენკრისფერი ტუჩსაცხი და ღაწვებზე ღია ვარდისფერი რუჯი, რაც ყურადღებას სათვალის აქსესუარზე გადაიტანს.
და, რაც მთავარია, ყოველთვის მოიწესრიგეთ წარბები, რადგან სათვალის ტარებისას ისინი კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება. მიეცით მათ ლამაზი მოყვანილობა, დავარცხნეთ სპეციალური სავარცხლით და საჭიროების შემთხვევაში, მსუბუქად წარბის ფანქარიც გადაისვით.
скачать dle 11.3