კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 დამხრჩვალის შურისძიება

კარლ გილფორდი

  მკვლელობა დღისით-მზისით მოხდა. თუმცა, ეს რომ მკვლელეობა იყო, მხოლოდ მკვლელმა, კლოდ კრისპენმა იცოდა. სხვებმა დაინახეს, როგორ გამოაცურა ტბის შუაგულიდან მან თავისი ნავი და რაღაცას ყვიროდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი ცოლი წყალში ჩავარდა და ვერაფრით პოულობდა. ყველა ნავი ტბაში შეაცურეს. უამრავი ადამიანი ჩახტა საშველად, მაგრამ წყალში მხოლოდ ძაღლი იპოვეს – პეკინესი მომო, რომელიც მისის კრისპენს ეკუთვნოდა. ძაღლი წყალში ჩავარდნილა და ქალიც  საშველად გადამხტარა და აი, მათ ძაღლი გადაარჩინეს, მაგრამ ცოლის კვალს ვერსად მიაგნეს. ოცი წუთის შემდეგ კაცს უთხრეს, რომ ძებნას აზრი აღარ ჰქონდა, კაცი აკანკალდა.
  ამის შემდეგ საქმემ უკვე ოფიციალური ხასიათი მიიღო და შერიფიც გამოიძახეს. არც შერიფს და არც არავის მკვლელობაზე ერთი სიტყვაც კი არ დასაცდენია. ეტყობა, ეს აზრი თავში არც მოსვლიათ.
მართალია, კლოდ კრისპენმა ცოლი მოიშორა, მაგრამ მისგან ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დარჩა მომოს სახით.
– უნდა ავღნიშნო, რომ შენი როლი კარგად შეასრულე, – უთხრა ძაღლს, როცა სახლში დაბრუნდნენ და მარტონი დარჩნენ, – მაგრამ იცოდე, ეს არ გიშველის. შენი დღეებიც დათვლილია!
კლოდი საწოლზე წამოწვა და თვალები დახუჭა. რთული დღე ჰქონდა და ძილი მოერია. სწორედ ამ დროს ძაღლმა წკმუტუნი ატეხა. კლოდი გამოფხიზლდა, წამოჯდა და დაინახა, ორ ფეხზე შემდგარი ძაღლი კუდს როგორ აქიცინებდა.
– სალამი, კლოდ!
ხმა ძალიან ნაცნობი იყო. თავიდან ეგონა, რომ ისევ ეძინა და სიზმარს ხედავდა, მაგრამ როდესაც იქით გაიხედა, საითაც ძაღლი იყურებოდა, ალვინა დაინახა.
– კლოდ, სალამზე რატომ არ მპასუხობ? – ქალმა გაიღიმა, თითქოს რაღაც გაახსენდა, – გაოცებული ხარ?! არ ელოდი, რომ ოდესმე კიდევ მნახავდი...
–  შენ, შენ, ცოცხალი ხარ?
– არა, კლოდ, მე მოჩვენება ვარ.
კაცი შეეცადა აზრებისთვის თავი მოეყარა:
–  მართლა მოჩვენება ხარ?
– რა თქმა უნდა, შენ ხომ მომკალი. არ გახსოვს, კლოდ?
– ეს უბედური შემთხვევა იყო...
– კარგი, რა, – გააწყვეტინა ქალმა, – ამას მე მეუბნები? შენ  ხელი მკარი, ძვირფასო და შემდეგ ჩემი თავი წყლის ქვეშ გეჭირა. და ის, ვინც მოკლეს, მოჩვენებად იქცევა. თუ ეს არ იცოდი?
– არა, – აღიარა კლოდმა. რომელმაც გადაწყვიტა, გულახდილი ყოფილიყო. სხვა გამოსავალი მაინც არ ჰქონდა; – მეშინია შენი!
ქალი საწოლზე, მის გვერდით ჩამოჯდა. მაგრამ არ შეხებია.  
– საწყალი კლოდი, – თქვა ქალმა, – შენს შეშინებას არ ვაპირებ. იმიტომ დავბრუნდი, რომ სალაპარაკო ბევრი გვაქვს, მაგალითად,  მომოს მომავალი. იმედი მაქვს, შენი სიძულვილი მასზე არ გავრცელდება. დამპირდი, რომ კარგად მოეპყრობი.
– გპირდები.
უცებ მოუნდა, უფრო წესიერად მოქცეულიყო.
– მისმინე, ალვინა, მაპატიე...
– ო, არა, შენ საბოდიშო არაფერი გაქვს. მე საკადრისი მივიღე. აუტანელი ცოლი ვიყავი. სულ გეჩხუბებოდი, ნამდვილი ძუკნა გავხდი. როცა ცოცხალი ვიყავი, ამას ვერ ვხვდებოდი. შენ სამართლიანად მომექეცი, კლოდ! მე დავიმსახურე სიკვდილი. ამის თქმა მინდოდა შენთვის, ძვირფასო და ამიტომაც გპატიობ მთელი გულით.
ქალი ოთახიდან გავიდა.
ელისი  შეუვალი იყო.
– ძაღლს სახლში არ შემოვუშვებ! – განაცხადა მან.
– მაგრამ, ჩემო ანგელოზო, – თქვა კლოდმა, – ეს ჩემი ცოლის ძაღლია.
– ვიცი, – უხეშად წარმოთქვა ქალმა, – მე არ მიყვარს ძაღლები, შენი განსვენებული ცოლი კი, კიდევ  უფრო ნაკლებად მიყვარდა.
– ანგელოზო, მე ძაღლზე უნდა ვიზრუნო. ყველაფერი ხომ ისე გამოვიდა, როგორც გვინდოდა. ახლა ხელს არავინ გვიშლის...
ქალმა ზიზღნარევი მზერით ახედა.
– სამი თვეა არ გამოჩენილხარ. მეტისმეტი  ხომ არ მოგივიდა? – უთხრა ქალმა
– შეიძლება, ზედმეტად ფრთხილი გეჩვენები, მაგრამ მე ხომ ცოლი ახლახან მომიკვდა... მაპატიე, ჩემო  ანგელოზო, – მან სცადა, ქალს მოხვეოდა, – ნუთუ არ მაპატიებ? მოდი, დაკარგული დრო ავინაზღაუროთ?
– ვშიშობ, სამაგისო განწყობა არ მაქვს. კლოდ კრისპენ, სამი თვით არ უნდა მიგეტოვებინე!
ქალს საყვედურები ძაღლის ყეფამ შეაწყვეტინა. კლოდმა დაინახა,  რომ ძაღლი უკანა ფეხებზე იჯდა. თითქოს მის წინ ისევ ალვინა იყო მოკალათებული. მისი ხმაც კი ჩაესმა:
– ანუ,   ეს არის ის ქალი, ვის გამოც მომკალი?
– ალვინა! – აღმოხდა კლოდს.
– შენ მე ალვინა დამიძახე? – აღშფოთდა ელისი.
– მისმინე, ელის, – თქვა კლოდმა და საჩქაროდ წამოდგა, – ჯობია, სახლში წავიდე, რაღაც კარგად ვერ ვარ.
– ახლა არ მოხვედი? ჩვენ სამი  თვეა, ერთმანეთი არ გვინახავს!
კლოდმა ხმამაღლა ამოიოხრა:
– ელის, იქნებ სხვა დროს იყოს... გადავდოთ შენი ჭირვეულობა. ძალიან დავიღალე.
– სამი თვე არ ჩანხარ, მერე მოდიხარ, წესიერად არაფერს მიხსნი და თან, რაღაცებს ბოდავ!
– შენ არ მთხოვდი ამის გაკეთებას? შენ არ გინდოდა ეს?
– იმისთვის თუ მოხვედი, რომ ნერვები მომიშალო, შეგიძლია, წახვიდე, – თქვა ელისმა.
– კლოდი დივანზე დაეცა და სახეზე ხელები აიფარა. ახლა ლამის ნანობდა, რაც გააკეთა.  „ის ჭირვეული და საშინელი ეგოისტია, – გაიფიქრა საყვარელზე, – აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი“.
რამენაირად რომ შეძლებოდა ყველაფრის გამოსწორება, ბედნიერი იქნებოდა თავის საყვარელ ცოლთან. კლოდმა თავი ცუდად იგრძნო.
ორ კვირაზე მეტი გავიდა. „მოჩვენებამ“  იმდენი მოახერხა, რომ კლოდი სერიოზულად ჩააგდო საგონებელში. ის თითქმის სულ სახლში იყო. ელაპარაკებოდა, მაგრამ ახლოს არ მიდიოდა.
ერთხელ კლოდი ელისთან მორიგი ჩხუბის შემდეგ სახლში დაბრუნდა და ალვინაც იქ დახვდა. გაუხარდა.
– როგორ არის ელისი? – ჰკითხა ქალმა
– სულ გადაირია. ძაღლს ვერ იტანს. მე მასთან ყოველდღე დავდივარ, მაგრამ ის სამი თვე ჯერ ისევ არ მაპატია.
– სამწუხაროა, რომ მისი მოკვლა არ შეგიძლია.
კლოდმა ცოლ-მოჩვენებას  შეხედა და გაუღიმა.
– ალვინა, მკვლელობა რომ ქალების გამოსწორების საუკეთესო გზა იყოს, მაშინ ელისი რად მჭირდება? ჩემი ოცნების ქალი ხომ შენ ხარ!
– ბრავო, კლოდ! – ქალის სახე ღიმილმა გაანათა, – სამწუხაროა, რომ ურთიერთგაგება ასე გვიან მოდის. ვიკითხე, შემეძლო თუ არა, დროებით სხვისი სხეულით სარგებლობა, მაგრამ მითხრეს, არაო.  თუმცა მშვენიერი იდეა მაქვს! თუ მე არ შემიძლია შენთან დაბრუნება, შენ  მოდი ჩემთან.   
კლოდს სახე გაუნათდა.  
– მაგრამ...  კლოდ, ეს არც ისე კარგი იდეაა!  შენ ახალგაზრდა ხარ, სიცოცხლე გინდა...
– არა, შენი დაკარგვით ყველაფერი დავკარგე! ვფიქრობ, აფთიაქში ასეთი შემთხვევისთვის რამე მოგვეპოვება...
როცა ყველაფერი მორჩა, ქალი მომოსკენ დაიხარა და ალერსიანად დაუძახა. ძაღლმაც ალვინას მკლავებში ისკუპა. ალვინამ იატაკზე გაშხლართულ  კაცს დახედა.
– მაინც რატომ არიან შეყვარებული კაცები ასეთი მიამიტები? კლოდ, ძვირფასო, მე და მომო ძალიან ვწუხვართ, მაგრამ სულ დამავიწყდა, შენთვის მეთქვა, რომ მოჩვენებები არ არსებობენ და კიდევ... ახალგაზრდობაში პროფსიონალი მყვინთავი ვიყავი.  
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3