კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 30 წლის. როდესაც იღლიის ანტიპერსპირანტს ზედიზედ რამდენიმე დღე გამოვიყენებ, იღლიაში ხელით ისინჯება ორი ცოტა მტკივნეული ჯირკვალი. ამის შემდეგ ვიყენებ ინჯოის მალამოს და ეს ჯირკველბი პატარავდება და აღარ მაწუხებს. რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი და საჭიროა თუ არა დამატებით რაიმე გამოკვლევა?
პასუხი: დეზოდორანტების ჭარბად მოხმარება ხშირად იღლიის საოფლე ჯირკვლების გაღიზიანებასა და ინფიცირებას (საოფლე ჯირკვლის ანთება) იწვევს. დიაგნოზის დასაზუსტებლად რეკომენდებულია, მიმართოთ ექიმს – ქირურგს.
კითხვა: რისი წამალია კენოლოგ-40. ეფექტურია თუ არა წითელი ქარის დროს (ასე გვირჩიეს).
პასუხი: ეს არის გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფის სინთეტური პრეპარატი სისტემური გამოყენებისთვის. კიდურზე ლოკალიზებული წითელი ქარის დროს აუცილებელია მოძრაობის შეზღუდვა და კიდურის მოსვენება აწეულ მდგომარეობაში, რათა შემცირდეს ანთებითი შეშუპება და ტკივილი. უნდა გამოვიყენოთ ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული საფენები, ვცვალოთ 2 საათში ერთხელ. ვინაიდან წითელი ქარი სტრეპტოკოკული ინფექციაა, აუცილებელია მკურნალობაში ანტიბიოტიკების ჩართვა. მისაღები პრეპარატია პენიცილინი. მკურნალობა გრძელდება 10-20 დღის განმავლობაში. შესაძლოა, სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენებაც.
კითხვა: როგორ შევაკავოთ წყალი სხეულის უჯრედებში?
პასუხი: წყლის ბალანსის შესანარჩუნებლად ორგანიზმში წყალი მუდმივად უნდა მიეწოდოს, რადგან ხდება მისი განუწყვეტლივ კარგვა შარდთან, ოფლთან, განავალსა და ამონასუნთქ ჰაერთად ერთად, რაც ფიზიოლოგიური, ნორმალური პროცესია. ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებულია დღის განმავლობაში 1,5-2 ლიტრამდე წყლის მიღება.
კითხვა: დაახლოებით, 1 თვის წინ გავიხვრიტე ყური ხრტილზე. ნახვრეტის გარშემო წინა მხარეს გამიწითლდა, უკანა ზედაპირზე კი პატარა ბურთულასავით გამიჩნდა. ცოტა დაჩირქებულიცაა, ოდნავ მტკივა და სითხის მსგავსი გამონადენიც მაქვს. რამდენჯერმე ჩაცმის დროს შემთხვევით ხელი გამეკრა და უფრო გამიღიზიანდა. რას მირჩევთ?
პასუხი: გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ოქროს სამკაული, პირსინგი დღეში 2-ჯერ დაიმუშავეთ ანტისეპტიკური ხსნარით, მაგალითად: 0,01-პროცენტიანი მირამისტინით ან 0,05-პროცენტიანი ქლორჰექსიდინით. თუ არ დაცხრება, მიმართეთ ქირურგს.
კითხვა: ხშირად მაწუხებს თავის ტკივილი. ვიყავი ნევროლოგთან და შაკიკი დამიდგინდა. ახლა კი, უკვე 1 თვეა, კიდურების კრთომა დამეწყო. 2 წლის წინ გაკეთებული მაქვს „კტ“ – ყველაფერი ნორმაში იყო. რისი ბრალი შეიძლება, იყოს ეს კრთომა?
პასუხი: საჭიროა სისხლში კალციუმისა და მაგნიუმის შემცველობის განსაზღვრა და შემდგომი კვლევებისთვის კი ისევ ნევროლოგს მიმართეთ. შესაძლოა, საჭირო იყოს „ემერაი“ კვლევა. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ნევროლოგი თქვენი გასინჯვის შემდეგ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3