კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ჯიბლიბოს გამომწვევი მიზეზები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ჯიბლიბო ქუთუთოების ანთებითი დაავადებაა, რომელიც ჩირქოვანი გამონადენითა და ტკივილით ხასიათდება. არასწორი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა, რეგიონულ სისხლძარღვოვან სისტემაში ინფექციის გავრცელებითაც გართულდეს.
ჯიბლიბოს დროს აღინიშნება:
* ქუთუთოს ანთება და შეშუპება;
* მტკივნეულობა;
* კონიუნქტივის სიწითლე;
* ქუთუთოს კიდეზე წარმოიქმნება მტკივნეული შესიება, რომელზეც 2-4 დღის შემდეგ ჩნდება მოყვითალო თავი, საიდანაც ჩირქი და ნეკროზული ქსოვილების ნაწილები გადმოედინება. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნებოდეს:
* თავის ტკივილები, სხეულის ტემპერატურის მომატება;
* ახლომდებარე ლიმფური ჯირკვლების გადიდება.
მსგავსი კლინიკური სურათი შეინიშნება შიდა ჯიბლიბოს შემთხვევაშიც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ შიდა ჯიბლიბოს დროს ანთება ნაკლებად მწვავედ მიმდინარეობს.
ძირითადად, ჯიბლიბო ლოკალიზებულია ქუთუთოს კიდეზე შესიებისა და სიწითლის სახით, რომელსაც თან ახლავს მტკივნეულობა. 2-3 დღის შემდეგ ჩნდება ჩირქოვანი ბუშტულა, რომლის გარშემო შენარჩუნებულია ჰიპერემია და შესიება. მისი გამოჭყლეტვა დაუშვებელია, რადგან შეიძლება განვითარდეს თვალბუდის ფლეგმონა ან აღმავალი ინფექცია თავის ტვინისაკენ გავრცელდეს.
ჯიბლიბოს მკურნალობა მოითხოვს ადგილობრივად ბრილიანტის მწვანით დამუშავებას, მშრალი სითბოს გამოყენებას, სხივურ თერაპიას. ჩირქგროვის გახსნის შემდეგ, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საჭირო ანტიბიოტიკების გამოყენება. ჯიბლიბოს ნიშნების გაჩენისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა მდგომარეობა არ გართულდეს.
ჯიბლიბო არ გამოირწყათ ხელით ან ნემსით, რადგან ჩირქი შეიძლება, სისხლძარღვებში მოხვდეს და ქუთუთოების აბსცესი, სეფსისი ან მენინგიტი გამოიწვიოს.
ჯიბლიბოს სამკურნალოდ შეიძლება, გამოიყენოთ ბუნებრივი ანტისეპტიკები, გაიკეთოთ სველი საფენები და კომპრესები: მაგალითად, ჩაის ნაყენი, რომელსაც ანთებისაწინააღმდეგო თვისება აქვს (ან გვირილის, გულყვითელას, ალოეს ფოთლები). ეს მცენარეები ბუნებრივი ანტისეპტიკებია, სწრაფად ხსნის ანთებას და ტკივილს.
 თვალები რომ ინფექციებისგან დაიცვათ, ხშირად არ შეეხოთ ხელით, ისარგებლეთ მხოლოდ თქვენი პირსახოცით და ცხვირსახოცით. არ გამოიყენოთ სხვისი კოსმეტიკა, ყოველ საღამოს დაიბანეთ სახე და მოიშორეთ მაკიაჟი.
ჯიბლიბოს ძირითადი გამომწვევია ბაქტერიული ინფექცია (90-95 პროცენტში – ოქროსფერი სტაფილოკოკი). ჯიბლიბოს განვითარების რისკ-ფაქტორებია:
* ორგანიზმის ზოგადი სისუსტე და იმუნიტეტის დაქვეითება (შეიძლება, ითქვას, ჯიბლიბო სიგნალია იმისა, რომ იმუნურ სისტემაში რაღაც პრობლემებია):
* საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი ქრონიკული დაავადება;
* ენდოკრინული დარღვევები (ხშირად, ჯიბლიბო შეიძლება, იყოს შაქრიანი დიაბეტის გამოვლინება), თვალის დაბინძურება, კოსმეტიკური საშუალებები და ასე შემდეგ.
ჯიბლიბო გაცილებით ხშირად ვითარდება ქალებში, რასაც კოსმეტიკური საშუალებების მოხმარება განაპირობებს.
скачать dle 11.3