კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 ისპანახი ერთ-ერთი საუკეთესო მკურნალია

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ისპანახში ბევრია ლატეინი და ზიკსანთინი – კაროტინოიდები, რომლებიც ბადურას დისტროფიისგან – მოხუცებულებში სიბრმავის ძირითადი მიზეზისგან – გვიცავს. ამასთანავე, ანელებს დაბერებას. ერთი ულუფა ისპანახის ენერგეტიკული ღირებულება 7 კილოკალორიაა, შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს. რჩევა: ისპანახის ფოთლები ყველა კერძს შეგიძლიათ დაამატოთ, უმჯობესია, ცოტაოდენ ზეითუნის ზეთსა და ნიორთან ერთად.
  ისპანახი მდიდარია რკინითა და ფოლატებით, რომლებიც კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ამცირებს ჰომოცისტინების რაოდენობას. შეგიძლიათ, ისპანახი ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ, რადგან ის კალორიებს მხოლოდ მცირე დოზით შეიცავს, ცხიმს კი – საერთოდ არა. ისპანახი ძალიან სასარგებლოა მხედველობისთვის.
  მის შემადგენლობაში შედის: ბიოტინი (ვიტამინი H), რომელიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, ნორმალურს ხდის კუნთების უჯრედების ფუნქციონირებას, ასევე, უზრუნველყოფს კანის, თმისა და ფრჩხილების სილამაზეს. ნიაცინი (ვიტამინი B3) ამაგრებს გულის კუნთს, პასუხისმგებელია ჯანსაღ ძილზე. ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას. ტოკოფეროლი აუცილებელია მხედველობისათვის, გულის მუშაობისათვის, ძლიერი პოტენციისა და ნათელი აზროვნებისათვის. კალციუმი ძირითადი სამშენებლო მასალაა ძვლებისა და კბილებისთვის. კალიუმს ორგანიზმიდან წყალი გამოჰყავს, აბრკოლებს ცელულიტის გაჩენას. სპილენძი, რომელიც  „ბედნიერების ჰორმონის“ გამომუშავებას ააქტიურებს, იმავდროულად, ამაღლებს კანის მიერ ულტრაიისფერი სხივების ათვისების უნარს და ამგვარად უზრნველყოფს ლამაზ ნამზეურსა და თმის ჯანსაღ ფერს. რკინა სისხლის წარმოქმნისა და უჯრედების სუნთქვის პროცესებს ასტიმულირებს.
  ისპანახი მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, ასევე, უჯრედისით. კვლევებით დადგენილია, რომ კვების რაციონში დიდი რაოდენობით ისპანახის ჩართვა აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, ზრდის ტვინის სისხლძარღვთა დაზიანებისადმი წინააღმდეგობის უნარს. ისპანახი „მუხტავს“ მეხსიერებას და თავიდან გვაცილებს დაბერებით გამოწვეულ ჩავარდნას ნერვული სისტემის მუშაობაში. ისპანახი შეიცავს ლუთეინს, რომელიც ტვინის უჯრედებს დაშლისგან იცავს. ის შეუცვლელი საშუალებაა ასთმის დროს, კალციუმის ნაკლებობისას, ანემიის სამკურნალოდ, დიაბეტით დაავადებულთათვის, ქრონიკული თავის ტკივილისას,  ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად, ხელს უწყობს ბავშვების სიმაღლეში ზრდას, ამცირებს ინფექციური დაავადებების რისკს.   კარგია ქალის უნაყოფობისა და მამაკაცებში იმპოტენციის დროს.
  ისპანახის სამკურნალო ჩაი – ისპანახის ფოთლების ნახარში – ასტიმულირებს  სისხლის მიმოქცევის პროცესს და უჯრედების სუნთქვას. ისპანახის ნაკლად ითვლება მასში მჟაუნმჟავას დიდი რაოდენობით არსებობა. ეს უკანასკნელი ორგანიზმში ქვების გაჩენას უწყობს ხელს და მავნეა პოდაგრით, რევმატიზმით, თირკმელებითა და შარდგამომყოფი გზებით დაავადებულთათვის.
скачать dle 11.3