კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 როგორ ავირიდოთ თავიდან გაციება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

გაციება ცხვირის, ყელის, სინუსებისა და ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი ვირუსული ინფექციაა. ეს ძალიან ხშირი მდგომარეობაა და ჩვეულებრივ, ერთ ან ორ კვირაში თავისით გადის.
გაციების მთავარი სიმპტომებია:
* ყელის ტკივილი;
* სურდო ან გაჭედილი ცხვირი;
* ცემინება;
* ხველა.
შესაძლებელია, უფრო მწვავე სიმპტომების გამოვლინებაც, როგორიცაა სიცხე (მაღალი ტემპერატურა) და კუნთების ტკივილი, თუმცა ეს სიმპტომები უფრო მეტად გრიპთანაა ასოცირებული.
გაციების წამალი არ არსებობს, მაგრამ ამ დროს საჭიროა თავის მოვლა შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:
* დასვენება, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და ჯანსაღი კვება;
* ტკივილის ან დისკომფორტის შესამცირებლად შეიძლება, ტკივილგამაყუჩებლების მიღება;
* გაჭედილი ცხვირის სამკურნალოდ ცხვირის გასახსნელი სპრეის ან აბების გამოყენება;
* მკურნალობის ისეთი მეთოდები, როგორიცაა მარილიანი წყლის ყელში გამოვლება და მენთოლიანი კონფეტების წუწნა.
ექიმთან ვიზიტი მაშინ ხდება საჭირო, თუ:
* სიმპტომები 3 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა;
* სიმპტომები მოულოდნელად გაუარესდა;
* გაქვთ სუნთქვის გაძნელება;
* გართულდა მკერდის ტკივილით ან სისხლიანი ნახველით.
ასევე, უმჯობესი იქნება, თუ მიმართავთ ექიმს, როდესაც გაციებულია პატარა ბავშვი ან ხანდაზმული, ან გაქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, მაგალითად, ფილტვის.
გაციების პრევენციისთვის:
* რეგულარულად და კარგად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით ცხვირზე ან პირზე შეხების შემდეგ და სანამ საკვებს შეეხებით;
* ყოველთვის დააცემინეთ და ჩაახველეთ ქაღალდის ცხვირსახოცში, ეს ცხვირში ან პირში არსებული ვირუსის შემცველი წვეთების ჰაერში გაფანტვისა და სხვა ადამიანების ინფიცირების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. დაცემინების ან დახველების შემდეგ, მაშინვე გადააგდეთ გამოყენებული ცხვირსახოცი და დაიბანეთ ხელები;
* რეგულარულად გადაწმინდეთ ზედაპირები, რათა ისინი ბაქტერიებისგან თავისუფალი იყოს;
* გამოიყენეთ საკუთარი ფინჯანი, თეფში, მჭრელი ინსტრუმენტები და სამზარეულოს ჭურჭლეულობა;
* არ ისარგებლოთ იმ პირსახოცებით და ნივთებით, რომლებიც გაციებულმა ადამიანმა გამოიყენა;
* ხელებისა და სახის გასამშრალებლად, საერთო პირსახოცების ნაცვლად ერთჯერადი ქაღალდის პირსახოცები გამოიყენეთ და გადააგდეთ.
скачать dle 11.3