კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (155)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№51 როგორი მოეწონები მამაკაცს

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  არ არსებობს მზა რეცეპტი, როგორ მოაწონოთ თავი საპირისპირო სქესის  ადამიანს.  მაგრამ არსებობს გასათვალისწინებელი ფაქტორები, რომლებიც  გაგიადვილებთ,  ეფექტი მოახდინოთ თქვენს რჩეულზე. სცადეთ და გამოიყენეთ ისინი. უნდა გაამართლოს.  
  დაიწყეთ იმით, რომ თავიდანვე სწორად შეაფასეთ სიტუაცია. ნამდვილად სერიოზულად ფიქრობთ ამ მამაკაცზე? იქნებ მასთან ხანგრძლივ ურთიერთობას არ აპირებთ? – ეს გეგმებს მთლიანად ცვლის. ჯერ თქვენ დაფიქრდით კარგად, განეწყვეთ და მერე დაიწყეთ რჩეულისთვის თავის მოწონება. კარგად დააკვირდით. გაარკვიეთ, რა მოსწონს, რით ერთობა, რა თემებზე ლაპარაკობს ყველაზე ხშირად. მარტო რომ დარჩებით, დაახასიათეთ. მთავარია, საკუთარ თავთან გულახდილი იყოთ და ყველა მისი ნაკლი დაინახოთ. აჯობებს, თავიდანვე ზუსტად იცოდეთ, რამ შეიძლება გაგაღიზიანოთ ერთად ცხოვრების დროს. საჭიროა მაქსიმალური ყურადღება და  კარგი მახსოვრობა.
  თუ რამე გაინტერესებთ მის შესახებ, აუცილებლად დაუსვით კითხვები და ყურადღებით მოუსმინეთ. ქალები ცუდი მსმენელები არიან. ეს ცნობილი ფაქტია და ურთიერთობაში პრობლემებს ქმნის. და, რაც მთავარია, მიეცით საშუალება, რომ ილაპარაკოს.
  გახსოვდეთ, არ არის საჭირო თქვენი ინტელექტუალობის მაქსიმუმი გამოავლინოთ. მაშინაც თავშეკავებული იყავით, როცა   საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ.
ზედმეტად ჭკვიანი ქალები მამაკაცებს აფრთხობს.  მამაკაცებს ძალიან მოსწონთ ორიგინალური და გამორჩეული ქალები. ჭირვეული, სნობი, ზედმეტად პრანჭია, პრეტენზიული ქალები საკმარისზე მეტია. დაანახვეთ მას, რომ გამორჩეული სამყარო გაქვთ. გააოცეთ ერთგულებით, ყურადებითა და უბრალოებით. მამაკაცები განსაკუთრებით აფასებენ ერთგულებას და იმდენ ჭკუას ქალში, რამდენიც მათ მამაკაცის პირადი სივრცის შეზღუდვის საშუალებას არ მისცემს.
  ყველაფერს ერთბაშად ნუ „დააყრით“ თავზე.  ნელ-ნელა   მიაწოდეთ  ინფორმაცია თქვენ შესახებ.
  უნდა იცოდეთ, რომ გარეგნობა მხოლოდ ხელის შემწყობი ფაქტორია და არა გადამწყვეტი. უბრალოდ, იყავით მუდამ ფორმაში. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე ნორმის ფარგლებში. მაგალითად, ქალის ფორმაში ყოფნა  მამაკაცისთვის  ასე განიმარტება – ქალი უნდა იყოს ბუნებრივად ლამაზი, მოწესრიგებული და სუფთა. გადაჭარბებული მაკიაჟი ან  გამომწვევი ტანსაცმელი კაცებს არ მოსწონთ, არც – მეტისმეტად მაღალი ქუსლები, ძლივს რომ დადიან. მაქსიმალური ბუნებრივობა ნებისმიერ ურთიერთობაში  დაგეხმარებათ.
* არ ილაპარაკოთ ბევრი და გაუაზრებლად;
* საუბრისას ხელების ქნევა საჭირო არ არის;
* ჩაიცვით არა მოდისა და ფასის მიხედვით, არამედ გემოვნებით.
* ნებისმიერ სიტუაციაში იყავით ის, რაც ხართ.
  იმისათვის, რომ ყველაფერი შედარებით მარტივი ასახსნელი იყოს, მოდი, დავიწყოთ თავიდან. მოგეხსენებათ, რომ თემა, რაც პირად ურთიერთობებს შეეხება, ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ იმავდროულად, არის ბევრი ნიუანსი, რაც ყველა ურთიერთობაშია გასათვალისწინებელი. მოყვანილ ინსტრუქციაში თქვენთვის ბევრი რამ შეიძლება, ნაცნობი იყოს, მაგრამ გირჩევთ, მაინც გაამახვილოთ ყურადღება. იყავით ხალისიანი. შეეცადეთ, ითამაშოთ სიტუაციებით. აგრძნობინეთ მას, რომ მოგწონთ მის გვერდით ყოფნა. შეგიძლიათ, თამამად, თითქოს გაუაზრებლად შეეხოთ. იყავით პირდაპირი და გახსნილი. ხაზი გაუსვით, რომ გსიამოვნებთ მასთან ურთიერთობა, მაგრამ არ აფიქრებინოთ, რომ მასზე ხართ დამოკიდებული. ნურასდროს ილაპარაკებთ მასთან მოსაწყენ და სერიოზულ თემებზე, პირიქით, თქვენი შეხვედრა დროის ტარებასა და გართობასთან უნდა ასოცირდებოდეს.
იყავით გამომწვევი და სექსუალური.
  გახსოვდეთ, კაცს უყვარდება თვალებით, ხოლო ქალს – ყურებით (მოსმენით). მართალია, აქ შეყვარებაზე არ არის საუბარი, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა გაცვიათ და როგორ იხდენთ. არ არის საჭირო მაქსიმალურად თხლად გეცვათ, მთავარია ტანსაცმელი გემოვნებით იყოს შერჩეული. ნუ გამოაჩენთ ყველაფერს, მიეცით კაცს საშუალება იფანტაზიოროს.
  თუ გსურთ, რომ ურთიერთობა მალე აეწყოს, გაიღიმეთ ხშირად, დათანხმდით კამათისას ან გაუბრაზდით უმიზეზოდ, რათა შეეცადოს, შემოგირიგდეთ.
ნუ დააკისრებთ პასუხისმგებლობას. მამაკაცები ხშირად ერიდებიან ვალდებულებებს. აგრძნობინეთ, რომ ეს ყველაფერი, უბრალოდ, იმიტომ ხდება, რომ გსიამოვნებთ მასთან ურთიერთობა, იქნება ეს სექსი თუ სექსის გარეშე. ასევე, მოსთხოვეთ – რაც თქვენ შორის იქნება, თქვენ შორის დარჩეს, ნუ ჩარევთ სხვებს „პირადში“.
скачать dle 11.3