კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რა ემუქრება ოჯახს, როცა ცოლ-ქმარს განსხვავებული ინტერესები აქვს

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ცოლ-ქმრის ურთიერთობა მთელი ფილოსოფიაა. ზოგჯერ სიყვარულის ისტორია ისე არ მთავრდება, როგორც ლამაზ ზღაპარში. გადის დრო და ჩნდება ეჭვი, რომ არასწორი არჩევანი გააკეთე. თუ ფიქრობთ, რომ ერთმანეთს ვერ ეწყობით, ამ შეხედულების გასამყარებლად ყოველთვის იპოვით მიზეზებს. ოჯახი არის ერთიანობა. უმჯობესია, ერთ გუნდად შეიკრათ და თქვენი მეუღლის განსხვავებულ ხასიათს უყუროთ, როგორც „ეგზოტიკურ კოქტეილს“ და არა, როგორც „საწამლავს“. ნუ მისცემთ განსხვავებულობას უფლებას, თქვენი ქორწინება ჩიხში შეიყვანოს.
  თაკო (32 წლის): ზოგი ცოლ-ქმარი ამბობს, ჩვენ განსხვავებული მუსიკა და განსხვავებული ჟანრის ფილმები გვიყვარს, მაგრამ მაინც  გვესმის ერთმანეთისო. არ არის ასე მარტივად ეს ამბავი. ჩვენ შემთხვევაშიც იმავეს და უფრო მეტის თქმა შეიძლება.  მაგრამ ამ განსხვავებულობას არ მივეცით საშუალება, რომ ჩვენი ურთიერთობა შეეწირა და დაგვეკარგა ის სიხარული, რასაც ერთად ყოფნა და იმ საქმის კეთება გვანიჭებს, რომელიც ორივეს მოგვწონს. თუმცა, ამას ახლა ვამბობ. გვქონდა საკმაოდ მძიმე, ურთულესი პერიოდი. მძიმედ გადასატანი. სანამ გამოსავალი ვიპოვე, ლამის იმედი გადამეწურა. თითქმის დავრწმუნდი, რომ ყველაფერი მორჩა. ზოგიერთმა ასეთმა განსხვავებამ შესაძლოა, სერიოზულ ჩიხშიც კი შეგვიყვანოს.  
– შეყვარებულობის პერიოდი ხომ სწორედ იმას ემსახურება,  რომ წყვილმა ერთმანეთს შორის არსებული განსხვავებები შენიშნოს და როცა სერიოზულ განსხვავებას ხედავს, ბევრი დაშორებას ამჯობინებს.
– გასაგებია. ამჯობინებს, დაშორდეს,  რადგან არ სურს ისეთი ოჯახის შექმნა, სადაც მუდამ უთანხმოება ექნება. თუმცა, ჯერ ერთი, როცა ძალიან გიყვარს, ბევრ რამეზე ხუჭავ თვალს და მეორე –  რა უნდა ვთქვათ  იმ  უმნიშვნელო განსხვავებებზე, რომლებსაც  ვერც ერთი წყვილი ვერ გაექცევა?
– მაგალითად?
– მაგალითად, თქვენ კლასიკური მუსიკა გიტაცებთ, თქვენს მეუღლეს კი – სპორტი. თქვენ ძალიან პედანტი და მოწესრიგებული ხართ, ის კი – არაორგანიზებული. მისი ნივთები ყველგან ყრია (აი, ეს განსაკუთრებულად გამაგიჟებელია). თქვენ ხალხთან ურთიერთობა გიყვართ, მეგობრებთან მოლხენა. მას კი მარტო ყოფნა ურჩევნია. სახლში წყნარად ჯდომა და ტელევიზორის ყურება. რამდენჯერ მითქვამს საკუთარი თავისთვის. ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განვსხვავდებით, ნეტავი რატომ ვერ ვამჩნევდი ამ ყველაფერს-მეთქი.
– თქვენ ფიქრობთ, ამ წვრილმანებს ოჯახის დანგრევა შეუძლია?
– ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი შეხედვით არის წვრილმანები. საქმე ისაა, რომ  შეყვარებულობის პერიოდში ბევრად უფრო დამთმობები ვართ. ბევრ რამეზე თვალებს შეგნებულად ვხუჭავთ. თავს ვიმშვიდებთ, რომ ქორწინებაში სხვანაირად იქნება. გვავიწყდება მთავარი, რომ დათმობა სწორედ ის ძვირფასი თვისებაა, რაც ქორწინებაში უაღრესად მნიშვნელოვანია. ის შესაძლო განსხვავებები, რაზეც ვსაუბრობთ, ლამის საბედისწერო აღმოჩნდება ხოლმე. ჩემს შემთხვევაში სიტუაცია ისე გაგვიმწვავდა, ლამის ყოველდღე ვჩხუბობდით.  
– არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. ნორმალურია, თუ მეუღლეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან.
– ნორმალურია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში – ძალიან ძნელად ასატანი. მაგალითად, მე აქტიური დასვენება არასოდეს მხიბლავდა. მაგრამ ჩემს ქმარს ბავშვობიდან უყვარს მთების დაპყრობა და ტყეში ხეტიალი. მისი ხათრით, ერთი-ორჯერ გავუძელი. მაგრამ რომ მითხრა, მესამე ზაფხულიც კარავში უნდა გამეტარებინა, გადავირიე. პირველად, სწორედ მაშინ ვიჩხუბეთ ძალიან სერიოზულად. შეთანხმებამდე ვერაფრით მივედით და გავიყავით. ის კარვით წავიდა, მე ზღვაზე, სასტუმროში დავისვენე. მაგრამ  დრო დაგვჭირდა ამ დისკომფორტის დასაძლევად.
– ალბათ, ამ დროს მთავარია, მხარი დაუჭიროთ ერთმანეთს.
– სწორედ ეგ არის ყველაზე ძნელი. როგორც დავაკვირდი, ძირითადად, ერთ მხარეს უწევს დათმობა –  ან ქმარს, ან ცოლს.  საერთოდ, სხვანაირად უნდა იაზროვნო. მაგალითად, ის, რომ თქვენი მეუღლე განსხვავებულად ფიქრობს, სულაც არ ნიშნავს, რომ მისი შეხედულება არასწორია. დაქორწინების შემდეგ მივხვდი, რომ დანიშნულების ადგილამდე მისვლა სხვადასხვა გზით შეიძლება და თავისებურად, ყველა კარგია. სანამ ამ ჭეშმარიტებამდე მივედით, ლამის დავხოცეთ ერთმანეთი. დაშორებაზეც კი ვფიქრობდით. სიჯიუტის დაძლევა ძალიან ძნელია. დიდი ხანი ვერ ვხვდებოდი, რომ საერთო ინტერესები არ ნიშნავს იმას,  ერთნაირები იყოთ. ამიტომ  ბოლომდე უნდა მისცეთ შანსი თქვენს ურთიერთობას. მხოლოდ იმის გამო, რომ ზოგ საკითხში ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულება გაქვთ, ნუ დაასკვნით, რომ თქვენი ქორწინება შეცდომა იყო. შეიძლება, სიყვარული ბრმაა, მაგრამ მას ბედნიერება მოაქვს.  ყოველი დღე, როცა ერთმანეთის გვერდით თავს ბედნიერად გრძნობთ, ამტკიცებს, რომ განსხვავებულობის მიუხედავად, ერთმანეთი მაინც გიყვართ და ერთად კარგია. ვაიმე, როგორ მაგიჟებს დღემდე  ჩემი ქმრის ზოგიერთი ჩვევა. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ, არ დავინახო...  
– მაგრამ ასე ცხოვრებაც ხომ რთულია?!
– რთულია, მაგრამ ნაკლებად მტკივნეული. ჩხუბსა და საქმეების გარჩევას ნამდვილად ჯობია. კარგად უნდა გაარკვიოთ, რა საერთო ინტერესები გაქვთ თქვენ და თქვენს მეუღლეს. შემდეგ აღიაროთ, რაში ვერ ეთანხმებით ერთმანეთს. მოიფიქრეთ,  როდის შეიძლება, იყოთ უფრო მომთმენი და თანამდგომი. მერე დაელაპარაკეთ და უთხარით, რისი ატანა არ შეგიძლიათ. მოლაპარაკების გარეშე არაფერი გამოვა – გამორიცხულია. აუცილებლად ურთიერთობისა და ოჯახის დანგრევამდე მიხვალთ. როცა ქმარი მიხვდება, რომ  მის სურვილებს ითვალისწინებთ და ბევრ წამოწყებაში  მხარს უბამთ, ისიც იგივეთი გიპასუხებთ. გამოსავალი ეს არის და მადლიერების ღიმილი საყვარელი ადამიანის სახეზე  ნამდვილად ღირს პატარა მსხვერპლის გაღებად.

скачать dle 11.3