კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 რომელ დეპუტატს გაუჩინა პარლამენტმა შაქარი?!

ნინო კანდელაკი ეკა სეხნიაშვილი

  დეპუტატების დიდი  გადინება უმრავლესობიდან და პარლამენტიდან – ცქიტიშვილი, კაკი ზოიძე და ასე შემდეგ.  უმრავლესობისა და ზოგადად, პარლამენტის დატოვების განაცხადით საზოგადოების წინაშე ამჯერად, „ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ოთარ ჩრდილელი წარსდგა. როგორც მოსალოდნელი იყო, საპარლამენტო უმრავლესობა მარტივ მამრავლებად იშლება. თუმცა, ჩრდილელისგან, რომელიც სამტრედიელი კახი კალაძის თანაქალაქელი და ახლო კადრია, ასეთი ნაბიჯი არცთუ მოსალოდნელი იყო. ენაკვიმატმა ჩრდილელმა ფეისბუქ-სტატუსიც გააშანშალა: „ერთი წელია, ვცდილობთ, რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ, უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსენსუსამდე. რა შედეგიც დადგა – ყველამ ერთად ვნახეთ. შესაძლოა, მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა დუჟინას. და რა იქნება მომავალში? – არც არაფერი. უბრალოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი. ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა „ქართულ ოცნებას“, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა. გარედან შესაძლოა, ჩანს, რომ: ყველაფერი ერთ ხმაში, ხავერდოვნად მიდის, მაგრამ მერწმუნეთ: შიგნით დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია... მე არ მქონდა მორალური უფლება, რომ „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით შესულს დამეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გავმაგრებულიყავი. თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე: მეგობრები, გამოცდილება და შაქარი. არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ. პირადად ვინც მიცნობს, იცის, რომ ჩემთვის ღირებულია – ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება. კიდევ ერთხელ – ყველას მადლობას მოგახსენებთ, უდიდესი ნდობისთვის. წარმატებებს და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ. მრავალჟამიეეერ ღმერთი ჰფარავდეს, დედა-სამშობლოს“, – წერს ჩრდილელი.

скачать dle 11.3