კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 ბარბარა სამხარაძე: ისევ ის ბარბარა ვარ, ვინც ნიორში მუშაობდა და თოხნიდა

ნინო კანდელაკი ნინო სანებლიძე

  „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული 2020 წლის „ევროვიზიაზე“ გაემგზავრება. პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ყველასათვის კარგად ნაცნობი მომღერალი, „ნიჭიერი 2016-ის“ გამარჯვებული, 19 წლის ბარბარა სამხარაძეა. ბარბარამ ოჯახის წევრების ინიციატივით გადაწყვიტა კონკურსში მონაწილეობის მიღება. როგორც თავად ამბობს, ეს პროექტი მისი შესაძლებლობების გამოვლენის კიდევ ერთი საშუალებაა და მაქსიმალურად ეცდება ევროპის ყველაზე დიდ სცენაზე დადგომას.
  ბარბარა სამხარაძე: როცა „საქართველოს ვარსკვლავის“ შესახებ გავიგე, ესპანეთში ვიყავი წასული ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებას გულისხმობს – თითოეული მონაწილე თავის ქვეყანას წარადგენს კულტურის მხრივ. ისე ვიყავი ამ ყველაფრით აჟიტირებული, სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობის მიღება. საქართველოში რომ ჩამოვედი, ის ეიფორია ისევ მქონდა გამოყოლილი. ჩემმა მშობლებმა მკითხეს: ამ ერთი წლის განმავლობაში რა უნდა გამეკეთებინა? იქნებოდა ისევ იგივე: სასწავლებელი, სახლი და არანაირი განვითარება. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი შტრიხები შემეტანა და გავედი ქასთინგზე. ჩემმა ოჯახმა მიბიძგა ამ ნაბიჯისკენ და თან, მივხვდი, რომ კიდევ ერთხელ შემეძლო ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა. შეიძლება, ეს პროექტი მომავალ წელს აღარ იყოს, ამიტომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა.
– ბარბარა, პროექტში ნაცნობი სახეების დანახვა ბევრს არ ესიამოვნა. წერდნენ, რომ კონკრეტულ პროექტში გამარჯვების შემდეგ შემოქმედებაში სიახლეები არ გაქვთ და მხოლოდ კონკურსებში არ უნდა იღებდეთ მონაწილეობას.
– ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ეს არ არის უბრალო პროექტი, სადაც იმარჯვებ და მორჩა. ეს პროექტი საშუალებას გაძლევს, საქართველოს სახელით წახვიდე და დადგე ისეთ სცენაზე, რომელიც ევროპაში ერთადერთია – ყველა მომღერალი ოცნებობს იქ მოხვედრაზე. ვიღაცის ნათესავი თუ იმსახურებს იქ წასვლას, ჩვენც ხომ ვიღაცის ნათესავები ვართ და მათაც იგივე ჰგონიათ ჩვენზე (იცინის). ვინც დაფიქრდება, სად ვართ და სად გვიწევს მუშაობა, მიხვდება, რომ მომღერლები, სამწუხაროდ, კონკურსიდან კონკურსამდე ვცხოვრობთ. რაც შეეხება შემოქმედებას, იმხელა ფინანსები არ მაქვს, რომ საკუთარი ხარჯებით ჩავწერო სიმღერა, ვერც ბანკიდან გამოვიტან თანხას, რადგან 50-50-ზეა – გაამართლებს თუ არა. თუ სპონსორი გამოჩნდება, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ. ხალხმა უნდა გაიაზროს ისიც, რომ მარტო საქველმოქმედო კონცერტებით ვერ ვარსებობთ, სადაც, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ ვიღებთ მონაწილეობას – ვინმეს დახმარებაზე არც არასოდეს მითქვამს უარი და არც მომავალში ვიტყვი. როცა პროექტში გამოვჩნდი, იყო რეაქცია – „შენ აქ რა გინდა“ და სხვა უარყოფითი კომენტარები. ეს არ არის პროექტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს მასშტაბებში ჯდება. გამარჯვებული მიემგზავრება „ევროვიზიაზე“ და ვთვლი, რომ ასეთ კონკურსზე ნამდვილად ჩამოყალიბებული მომღერალი უნდა წავიდეს და არა დამწყები.
– კონკურსანტებს როგორი დამოკიდებულება გაქვთ ერთმანეთთან?
–  ვერავინ წარმოიდგენს, რომ კონკურენტები ვართ. ისე გვიხარია ერთმანეთის წარმატება, ერთამანეთის ფოტოზე მოწონებები და ვიდეოს ნახვებიც, როგორც საკუთარის.  ამის გამო ბევრჯერ ერთმანეთის გულშემატკივარსაც შევუქივართ. ისე ვართ, როგორც ერთი ოჯახი. არ მეგონა, თუ ასეთი დამოკიდებულება გვექნებოდა, რადგან მაინც კონკურსია. ყიფო რომ ლიდერი გახდა, ისე მიხაროდა, მეგონა, მეც ლიდერი ვიყავი.
– როგორც გავიგეთ, ძალიან გიყვარს მცენარეები და ცხოველები. კახეთში როცა ჩადიხარ, უვლი და ზრუნავ მათზე...
– კი, ნამდვილად ასეა. როცა ადამიანი სოფელში ცხოვრობს, მას აუცილებლად ჰყავს შინაური ცხოველები და მუშაობს მიწაზე. არიან ისეთებიც, ვისაც არ ჰყავს არანაირი პირუტყვი, მაგრამ ჩემს ოჯახში ყველაფერს ნახავთ, მათ შორის: ძროხას, ღორს, კურდღელს, ქათამს და ასე შემდეგ. ჩვენი ოჯახის შემოსავლის წყარო, ძირითადად, სოფლის მეურნეობაა. არაფერს ვყიდულობთ, ყველაფერი თავად მოგვყავს. დედამ თბილისშიც მოგვიწყო პატარა სოფელი, დიდი აივანი გვაქვს, ჩამოიტანა სოფლიდან მიწა და მწვანილები დათესა. სოფლელი, სადაც არ უნდა წავიდეს, მაინც სოფლელია (იცინის). მოკლედ, აივანზე ყველანაირი ბოსტნეული გვაქვს.
– ოჯახურ მეურნეობაში შენც ჩართული ხარ?
– შეძლებისდაგვარად ჩართული ვარ. ვიდრე ბებია ცოცხალი მყავდა, მანამდე შედარებით ნაკლებად მიწვედა რაღაცების კეთება, როცა გარდაიცვალა, მთელი ვალდებულებები დედაზე გადავიდა, ამიტომ მე და ჩემი და ვცდილობთ, დედას საქმე შევუმსუბუქოთ. ჩვენ არ გვყავს ძმა და როცა მამას დახმარება სჭირდებოდა, ყოველთვის მხარში ვედექით. ახლაც ასეა, ყურძნის დაკრეფა იქნება თუ სხვა რამ, მაქსიმალურად ვეხმარებით. ყველაზე მეტად თავისუფალი სოფელში ვარ – რასაც მინდა, იმას ვიცვამ, როგორც მინდა, ისე ვარ. თან, თბილისდან რომ ჩადიხარ, იქაურებისთვის მაინც სხვანაირად გამოიყურები და ძალიან ბევრ კომპლიმენტს ვიღებ. იქ ის ურთიერთობები და დამოკიდებულება, რაც ბავშვობაში გვქონდა, დღემდე გვაქვს შენარჩუნებული. უზომოდ მიყვარს სოფელში მაცხოვრებელი ხალხი. აი, ისეთები, რომ მუშაობენ, სამი მოსახლის იქით ვიღაც დააცემინებს და აქედან უსურვებენ  ჯანმრთელობას. სოფელში არ არსებობს დილა, სადაც ვინმე არ იძახდეს „ბაბლო“ როგორ ხარ? იქ სულ სხვა ურთიერთობა  და ყოფაა. ძალიან ტკბილია იქაურობა.
– იქ მაცხოვრებლებს როგორი დამოკიდებულება აქვთ შენს მიმართ, ხომ არ უკვირთ, ისევ ასე რომ ეხმარები ოჯახს?
– არ უკვირთ, რადგან როგორც ჩემთან, ასევე ჩემს ოჯახშიც არაფერი შეცვლილა. ისევ ის ბარბარა ვარ, ვინც ნიორში მუშაობდა და თოხნიდა. ეს ტიტული მხოლოდ უცხო საზოგადოებაში ჭრის, რადგან მათ არ იციან, როგორ ვცხოვრობდი ადრე და როგორ ვაგრძელებ ცხოვრებას დღეს. სტუმრები რომ მოდიან ხოლმე სამეზობლოში, მაშინ ამბობენ: აი, ბარბარა ჩვენი მეზობელია! ჩემთან დიდად არ გამოხატავენ და ეს ძალიან მიხარია. საბედნიეროდ, დავრჩი ისევ ის, რაც ვიყავი იმ ძვირფასი ხალხისთვის, სადაც ყველაზე მეტად მაფასებენ და ვუყვარვარ.
– ახალ პროექტში გამოჩენის შემდეგ გულშემატკივრების რაოდენობაც მოიმატებდა...
– ჩემი გულშემატკივრები არიან 3 წლიდან 14 წლამდე და 25-დან ზემოთ (იცინის). რაღაც საოცრება ხდება ხოლმე  „ფეისბუქში“, ზოგი ლექსებს მწერს და ზოგი კიდევ – რას. საინტერესოა მათთან ურთიერთობა. ბევრი მწერს და ყველას ვერ ვპასუხობ, ვისაც თავის დროზე ვუპასუხე, დღეს უკვე  ჩემი კარგი მეგობრები არიან.

скачать dle 11.3