კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რატომ იქცევა ცოლ-ქმარი ალოგიკურად კარმული „უღლის“ ქვეშ და როდის უნდა გაექცეთ პარტნიორს, რაც შეიძლება შორს და უკანმოუხედავად

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  ხშირია, როცა ადამიანი ყველა უბედურებას, პრობლემასა თუ უსიამოვნებას ხელაღებით კარმას მიაწერს. მაგრამ რა არის კარმა? რა საფრთხე იმალება მასში? შეიძლება გამოვასწოროთ, თუ გარდაუვალია მისი განაჩენი? როგორ გავარკვიოთ, რომ სირთულე ურთიერთობებში კარმას უკავშირდება? აი, მივადექით იმ მარადიულ პრობლემას, რომელმაც ალბათ, ჯერ კიდევ პირველი წყვილის, ადამისა და ევას ურთიერთობაშივე იჩინა თავი და დღეს კიდევ უფრო აქტუალურია. საკითხს კარმული თვალსაზრისით განვიხილავთ – როცა წყვილს შორის ურთიერთობის ჩასახვა თუ ფორმირება კარმის გზავნილია და არა წრფელი სიყვარულის შედეგი. თუ რამდენად სახიფათოა ასეთი კავშირი და როგორ უნდა ამოვიცნოთ, რომ ამურის ისარი კარმის და არა ჭეშმარიტი გრძნობის ნატყორცნია, აგვიხსნის ბიოენერგეტიკოსი, ბატონი ელდარ ვ.
– დავიწყოთ იმით, რომ ბედნიერების წარმოსახვით დევნაში ყველა სხვადასხვანაირად მიილტვის მიზნისკენ და მათგან უმეტესობის დევიზია: „მიზანი ამართლებას საშუალებას“ – რისთვისაც არავის და არაფერს ერიდებიან და ავიწყდებათ, რომ სამყაროს კანონები ყველასთვის ერთია. სწორედ ეს მიზეზშედეგობრივი კანონები, ანუ სამყაროს უკუკავშირი ადამიანის საქციელზე, გახლავთ კარმა. ყველას აქვს წინა ცხოვრების კარმული ვალები – ვალდებულებების ან სულიერი კანონების შეუსრულებლობის გამო და თუ ის სასიყვარულო ურთიერთობებში ჩაერია, გრძნობები, როგორც წესი, მყისიერად იფეთქებს და მალევე ისე ქრება, იმედგაცრუების მეტს არაფერს ტოვებს. ასეთ დროს ქორწინებაში ურთიერთგაგება არ არის, პარტნიორები ხშირად ღალატობენ ერთმანეთს, პრობლემებია ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით და ამ ყველაფრის მიუხედავად, წყვილი მაინც ერთად ცხოვრობს. განიხიბლებიან, იტანჯებიან, მაგრამ კარდინალურ გატაწყვეტილებას მაინც ვერ იღებენ. როცა ურთიერთობებში რაღაც ისე არ მიდის, დროა დარწმუნდეთ, რომ არ გაქვთ კარმული ვალები, რადგან შეიძლება, სწორედ მასზე იყოს თქვენი ურთიერთობა აგებული და არა გულწრფელ სიყვარულზე. თუ ასეა, ჰარმონიული ურთიერთობების მიღწევა, პრობლემათა გათავისებისა და კარმული ვალების დაბრუნების გარეშე, შეუძლებელია. ექსპერტ-ეზოთერიკოსებმა შეაგროვეს კარმული ურთიერთობების რამდენიმე ისეთი გამოვლინება, რაც დაგეხმარებათ, გაერკვეთ თქვენს გრძნობებში.
– რომელია ამ ნიშანთაგან უპირველესი?
– მოულოდნელობის ეფექტი, როცა სასიყვარულო ურთიერთობები იწყება მყისიერად, სრულიად მოულოდნელად. ამ დროს შეიძლება პარტნიორები ერთმანეთის სრულიად საპირისპირო პიროვნებები იყვნენ: ხშირად სერიოზული ასაკობრივი სხვაობით, განსხვავებული ფინანსური მდგომარეობითა და სოციალური სტატუსით. მათ შორის უცაბედად ჩაღდება ბობოქარი რომანი, რომელიც მალევე ქორწინებით მთავრდება. თუ თქვენს გარემოცვას გადახედავთ, არაერთ მსაგავს მაგალითს გადააწყდებით. ვთქვათ, ახალგაზრდა კაცი გატაცებულია ფეხბურთით, შეექცევა ლუდს და დასვენების დღეებს სახლში, დივანზე კოტრიალში ატარებს. ამ დროს კი გოგონას – საღამოობით სპორტკლუბიდან ვერ გამოიყვან, უქმეებზე პარკში სეირნობას, კაფეში დაქალებთან ერთად დროსტარებასა და შოპინგს ამჯობინებს. სადამდე შეიძლება, მიგვიყვანოს ასეთმა სრულიად საპირისპირო დამოკიდებულებებმა? ან შესაძლოა ეს ახალგაზრდები ერთმანეთს რამდენიმე წელი იცნობდნენ, მაგრამ, როცა კურორტზე შემთხვევით აღმოჩნდნენ ერთად, იქ გააჩაღეს ვნებიანი რომანი და დაქორწინდნენ კიდეც. ჩნდება კითხვა: რატომ ვერ ამჩნევდნენ ისინი ერთმანეთს ადრე?
– მოულოდნელად იწყება და შემდგომი მოვლენებიც ასევე, სწრაფად ვითარდება?
– ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია ასევე, სიჩქარე: ურთიერთობები ღვივდება დროის მოკლე მონაკვეთში. მოვლენები ელვის სისწრაფით ისე ვითარდება, რომ ახალგაზრდები აზრზე მოსვლას ვეღარ ასწრებენ. გრძნობა ცეცხლის ალივით დღითი დღე ღვივდება და საბოლოოდ აგიზგიზებული შეყვარებულებს შანსს აღარ უტოვებს, გაიაზრონ, რა ხდება მათ თავს. ცოტა მაინც რომ განელდება სიტუაცია, გაოგნებულები თავიანთ გრძნობებსა და საქციელს ახსნას ვეღარ უძებნიან. კარმული ურთიერთობების მაჩვენებელია ასევე, სწრაფვა კარდინალური ცვლილებებისკენ. შეყვარებულებს მდგომარეობის მკვეთრად შეცვლა სურთ და ხშირად, დაქორწინებისთანავე იღებენ გადაწყვეტილებას, რომ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ცდილობენ, ცხოვრება „სუფთა ფურცლიდან დაიწყონ“ –  ბინის შეცვლის, ნათესაური კავშირების გაწყვეტის, საკუთარი ცხოვრებიდან ადრინდელი მეგობრების, ნაცნობებისა და კოლეგების ამოშლით.
– ეს ყველაფერი ქმნის პრობლემებს მათ ურთიერთობაში?
– დიახ და მიუხედავად ყველა პრობლემისა, რამაც მათ ცხოვრებაში იჩინა თავი, პარტნიორები მაინც არ შორდებიან ერთმანეთს. ანუ, მათი ურთიერთობა პრობლემურია, რაც ნამდვილად კარმულ ვალებთანაა დაკავშირებული. მიიხედ-მოიხედეთ, აუცილებლად გეყოლებათ დაქალი, რომელიც გამუდმებით უკმაყოფილოა პარტნიორით, მაგრამ წელი წელს მისდევს და ის მაინც აგრძელებს მასთან ცხოვრებას. გრძელდება პრობლემები და ერთ-ერთი დაკავშირებულია შვილებთან – პარტნიორები ისე არიან ჩაციკლულნი კარმულ ვალებზე, რომ ბავშვის გაჩენისთვისაც აღარ სცხელათ. ასეთ ოჯახში ბავშვის ადგილი არ არის, ცოლ-ქმარი მთელ ენერგიას მხოლოდ ერთმანეთისკენ მიმართავს, რაც ქვეცნობიერ დონეზე ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებულ პრობლემებს აჩენს. ქალს არ შეუძლია დაორსულება, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო გამოკვლევის მიხედვით, წყვილი აბსოლუტურად ჯანმრთელია. მათი ორგანიზმი ქვეცნობიერად ეწინააღმდეგება შვილოსნობას და სიტუაცია შეიძლება, მხოლოდ უპატრონო ბავშვთა სახლიდან შვილის აყვანის შემდეგ შეიცვალოს – ხშირად წყვილს საკუთარი შვილიც უჩნდება. სხვა შემთხვევაში, დაშორების შემდეგ, ნორმალური სასიყვარულო ურთიერთობების პირობებში, შეიძლება ყოფილ პარტნიორთაგან ორივეს ეყოლოს აგრე რიგად სანატრელი შვილი, ოღონდ სხვასთან. დაბოლოს, თუ შეყვარებულები ალოგიკურად იქცევიან, ეს კარმული უცნაური ურთიერთობებია, რომელსაც ახასიათებს: სასიყვარულო სამკუთხედი, თავისუფალი დამოკიდებულებები, ხშირი ჩხუბი და განშორება, სიძულვილი და სიყვარული. ასეთ დროს უნდა გაერკვეთ კარმულ ვალებში, რათა დროულად დაშორდეთ პარტნიორს და ნორმალური ურთიერთობა სხვა ადამიანთან დაამყაროთ.
– საბოლოოდ, რა უნდა ვქნათ, თუ ვეჭვობთ, რომ კარმულ სასიყვარულო ურთიერთობებში გავეხვიეთ?
– უპირველესად, კარგად გააანალიზეთ განვლილი ცხოვრება და ყველა სასიყვარულო ურთიერთობა. თუ შეამჩნევთ, რომ ჩამოთვლილ ნიშანთაგან, რომელიმე ამ ურთიერთობაში ერთი მეორის მიყოლებით მეორდებოდა, დროა, რაღაც მოიმოქმედოთ. მთავარია, დასკვნები ნაჩქარევად არ გამოიტანოთ, რადგან სიტუაციები სხვადასხვანაირია – ვიღაცას შეუძლია, კარმული გაკვეთილები თავის პარტნიორთან ერთად ისე გაიაროს, რომ ამ ურთიერთობით ბედნიერებასაც მიაღწიოს; ვიღაც კი, რაც შეიძლება, მალე და შორს უნდა გაიქცეს პარტნიორისგან, რომელსაც დაუნდობელმა კარმამ შეახვედრა.

скачать dle 11.3