კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რა ფუნქცია აქვს ტონალურს და როგორ ხდება მისი სწორად გამოყენებით სახე უნაკლო

ნინო კანდელაკი ანი რევია

  არასწორი მაკიაჟი და კერძოდ, დიდი ოდენობით მუქი ტონალური, სახეს მიმზიდველობას უკარგავს და ზოგჯერ საშინელი შესახედია. გოგონები კი ხშირად არასწორად არჩევენ ტონალური კრემის ფერს. შესაბამისად, მათი კანი არაბუნებრივად გამოიყურება და აჭრელებულია. ტონალურის ფუნქცია სახეზე რუჯის ეფექტის მიღება არ არის. მისი მთავარი ამოცანა მაკიაჟისთვის ბაზისის შექმნა და ნაკლოვანებების დაფარვაა. თუმცა, ამ შედეგების მისაღწევად აუცილებელია, სახის კანის ფერის ტონალური შევარჩიოთ და არა ორი ან სამი ტონით მუქი. მსგავსი შეცდომების თავიდან ასაცილებლად, გადახედეთ ტონალურის შერჩევის ქვემოთ მოყვანილ წესებს:
* სახის კანის ტიპი – ტონალურის სწორად შესარჩევად აუცილებელია, იცოდეთ, რა ტიპის სახის კანი გაქვთ. ტონალურის ყიდვისას დააკვირდით მის შემცველობასა და ფორმულას. ზეთოვანი ფორმულის მქონე ტონალურები კარგია აკნესკენ მიდრეკილი ან ზეთოვან-ცხიმოვანი კანისთვის. დამატენიანებელი ფორმულის შემცველი ტონალური კი – მშრალი და ნორმალური კანისთვის. ხოლო მათ, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს, ისეთი ტონალური უნდა შეიძინონ, რომელსაც არაკომედოგენური, ანუ აკნეს გამომწვევი ან ჰიპოალერგიული ფორმულა აქვს.
* შესაბამისი ტონი – ტონალურის არჩევის დროს, ფერი არასდროს გასინჯოთ ხელის მტევანზე. ფერები, მუქიდან ღიისკენ, ღაწვებზე წაისვით და სინათლეზე გადით. თქვენთვის შესაფერისია ტონი, რომელიც თქვენი კანის ფონზე, აღარ გამოჩნდება.
* შეცვალე სეზონურად – კანის ფერი სეზონის მიხედვით ღიავდება ან მუქდება. ეს ასაკის მატებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. ამიტომ, ტონალურის ფერი ყოველთვის შესაფერისი უნდა იყოს.
* რუჯის ეფექტი – თუ სახეზე რუჯის ეფექტის მიღება და შექმნა გსურთ, სჯობს, ეს პუდრის ხარჯზე სცადოთ და არა ტონალურის. იმისთვის, რომ ტონალური სახეზე კარგად „დაჯდეს“, ზემოდან აუცილებლად უნდა გადაისვათ პუდრი.
* გამონაყრის, ლაქებისა და თვალების გარშემო შავი წრეების დაფარვა – შავი წრეები თვალებქვეშ, გამონაყარი ან ნებისმიერი ტიპის ლაქა კორექტორით დაფარეთ. კორექტორი ტონალურზე ერთი ან ორი ტონით ღია უნდა იყოს.
* ბაზისი გლუვი კანისთვის – სასურველია, დამატენიანებელსა და ტონალურს შორის ბაზისი გამოიყენოთ. ბაზისი საჭიროა გლუვი ზედაპირის შესაქმნელად, რაც აადვილებს ტონალურის სწორად გადანაწილებას. მწვანე საფუძვლის მქონე ბაზისი ეხმარება სახეზე სიწითლის გაქრობას, ხოლო ბაზისი ლავანდის საფუძვლით, მკრთალ კანს გაახალისებს. გამჭვირვალე სილიკონის ბაზისი კი ადვილად ანაწილებს ტონალურს.
* სახის ნაკვთების გამოსაკვეთი კონტური – სახის ნაკვთების გამოსაკვეთად ჩრდილების ეფექტის შექმნა ოდნავ მუქი ფერის პუდრის წასმით შეგიძლიათ. პუდრი წაისვით ფუნჯით, დაიწყეთ შუბლიდან, შემოჰყევით ღაწვებს და ბოლოს ყბას.
* ბრონზერი ბუნებრივი ბრწყინვალებისთვის – ბრონზერის მეშვეობით, სეზონის მიუხედავად, შეგიძლიათ, კანს ბუნებრივი ბრწყინვალება შესძინოთ. დიდი ზომის ფუნჯით ბრონზერის მცირე ოდენობა გადაისვით ისეთ ადგილებზე, სადაც მზის შუქი ბუნებრივად გხვდება –  შუბლზე, ღაწვებსა და ცხვირზე.
* გამაღიავებელი ანუ ჰაილაითერი – გამღიავებელი ნაზ შტრიხებს აძლევს სახის იმ ადგილებს, სადაც გაფერმკრთალება გჭირდებათ. გამღიავებელი, ანუ ჰაილაითერი, მცირე ოდენობით წაისვით ცხვირის ძგიდესა და წარბის ქვეშ, სადაც წარბის ფორმა მრგვალდება. კარგად გადაინაწილეთ, რომ ზედმეტად თეთრი არ ჩანდეს.
  მას შემდეგ, რაც ამ პროცედურებს ჩაიტარებთ, სრულყოფილი მაკიაჟისთვის მზად ხართ და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი სახის უნაკლო იერი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება.
скачать dle 11.3