კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ იღბლიანი და ენერგეტიკულად დაცული იყოთ

  ცხოვრებაში არსებობს დაღმავალი, ანუ კარმული ჩავარდნის ეტაპები. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს პერიოდები, როცა ადამიანი იღბლიანობას მეტად შეიგრძნობს. სწორედ ამიტომ, უნდა დააკვირდეთ, ცხოვრების რომელ ეტაპს გადიხართ, როდის უნდა იყოთ უფრო წინდახედული, როდის გაგიმართლებთ და საერთოდ, რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ იღბლიანი იყოთ.
  კარმული ჩავარდნის დროს უნდა გაიაზროთ ყოველი ქცევა და სიტყვა, რომ საკუთარი ბედი და იღბალი ცუდისკენ არ დააპროგრამოთ. ამ დროს ადამიანს უჩნდება სურვილი, გამუდმებით იწუწუნოს ბედზე, დასწყევლოს საკუთარი ყოფა, ინატროს სიკვდილი და ასე შემდეგ. ადამიანი ასეთი გაუაზრებელი საქციელით ქვეცნობიერ დონეზე თარსავს საკუთარ იღბალს. წარუმატებელ დღეებში ძნელია, აკონტროლო სიტყვა, აზრი თუ ქცევა, მაგრამ აუცილებელია, სწორედ ამ პერიოდში აკონტროლოთ ყველაფერი, სურვილებიც კი, თუნდაც ქვეცნობიერ დონეზე.
  კარმული ჩავარდნის პერიოდში ადამიანის ენერგეტიკულობა დასუსტებულია და შესაბამისად, ადვილად ხვდება არასასურველი შედეგის მსხვერპლი. ამიტომ, ამ დროს დამცავად, თილისმის სახით, უნდა ატაროთ დაბადების ზოდიაქოს შესაბამისი ასტროლოგიური ქვები. თუ გასათხოვარი ხართ, ის ჩანთის სარჩულზე ან კაბის კალთაზე მიამაგრეთ, ისე რომ, არ ჩანდეს. პლატინის ქინძისთავზე წამოცმული ქვის ტარება კარგია თანამდებობის პირის ან ბიზნესმენისთვის. ადამიანებს ის ეხმარება, რომ გონივრული გადაწყვეტილებები მიიღონ, იყვნენ ფრთხილი და წინდახედული საქმიან პარტნიორებთან და საქმეში სწორი, სასარგებლო არჩევანი გაკეთონ. პლატინის ქინძისთავზე წამოცმული ზოდიაქოს შესაბამისი ქვის ტარება ადამიანებს მეექვსე გრძნობასაც უვითარებს და ნეგატიური სიტუაციებისგანაც იცავს.
  ტანსაცმელზე მიმაგრებული ოქროს ქინძისთავი თუ გულსაბნევი ადამიანს ჭორებისა და მითქმა-მოთქმისგან იცავს. ვერცხლისფერი ქინძისთავი კაპიტალის მოზიდვას უწყობს ხელს. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, მაშინ გირჩევთ, მელქიორის გულსაბნევი ატაროთ. რაც შეეხება თილისმურ ქვებს, ბრილიანტის ქვით მოჭედილი გულსაბნევი საქმიან ქალბატონებს ხელს უწყობს ნებისმიერი მოლაპარაკების დროს მისი აზრი გაითვალისწინონ და გადაწყვეტილებაც მის სასარგებლოდ მიიღონ. ზურმუხტისთვლიანი გულსაბნევის ტარება ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია, რადგან ის შესაძლო დაავადებებისგან დაგიცავთ. ოპალის ქვით მოჭედილი გულსაბნევი ადამიანებს მიზნის მიღწევაში ეხმარება. მარგალიტისთვლიანი სამკაული კი კარგია მათთვის, ვისაც ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
  ასე რომ, ავი თვალისგან დასაცავად ან ცხოვრებაში წარმატებების მისაღწევად თილისმად შეგიძლიათ აირჩიოთ ძვირფასი ლითონის ან ასტროლოგიური ქვისგან დამზადებული სამკაული. იმისთვის, რომ იცოდეთ, კვირის რომელ დღეს რომელი ასტროლოგიური ქვა და ლითონი შეესაბამება და რომელი მათგანის ტარება მოგიტანთ წარმატებასა და სიკეთეს, გთავაზობთ შემდეგ რჩევებს:
  ორშაბათი – მთვარის ენერგიის მატარებელი დღეა. გირჩევთ, ატაროთ ვერცხლის სამკაულები. ამ დღეს ბედნიერებისა და წარმატების მომტანია უფერო, გამჭვირვალე ქვები, ლურჯი და ცისფერი ასტროლოგიური ქვებისგან დამზადებული სამკაულები. უმჯობესია, ატაროთ საფირონისთვლიანი ბეჭედი.
  სამშაბათი –  ამ დღეს განაგებს პლანეტა მარსი. კარგია ფოლადის სამკაულების ტარება. ასტროლოგიური ქვებიდან უპირატესობა ოპალსა და იასპს მიანიჭეთ.
  ოთხშაბათი – ამ დღეს განაგებს მერკური. თილისმად კარგია ხისგან დამზადებული სამკაულები და მარჯნის ქვა, ასევე, ნაცრისფერი ქალცედონი, მწვანე ძოწი, სარდონიქსი. ეს მოგიტანთ წარმატებას და ჯანმრთელობაზეც დადებით ზეგავლენას მოახდენს.
  ხუთშაბათი – ამ დღეს მფარველობს პლანეტა იუპიტერი. ამიტომ უნდა ატაროთ ტყვიისგან დამზადებული დიდი ზომის სამკაულები. ქვებიდან კი – ტოპაზი ან ამეთვისტო.
  პარასკევი – პლანეტა ვენერა მფარველობს და ამ დღის თილისმაა სპილენძის სამკაულები. ქვებიდან კი წარმატებებს გპირდებათ: ქრიზოლითი, აქატი, ნებისმიერი მწვანე ან ღია ფერის ქვა.
  შაბათი – ამ დღის მფარველი პლანეტა სატურნია. კალისგან დამზადებული სამკაულები ამ დღის თილისმაა და ადამიანებს წარმატებების მიღწევასა და ბარიერთა გადალახვაში ეხმარება. ქვებიდან კი ატარეთ მწვანე ქრიზოპრაზი ან იაგუნდი. ისინი დაგიცავენ ცუდი სიტუაციებისგან და ნერვულ სისტემაზეც დადებით ზეგავლენას მოახდენს.
  კვირა – ამ დღის მფარველი პლანეტა მზეა, თილისმა კი – ოქრო. ამ ლითონის სამკაულების ტარება წინა პლანზე წარმოაჩენს ადამიანის ინდივიდუალურობას და შარმს, ხელს უწყობს გარშემო მყოფების კეთილგანწყობის მოპოვებას. ქვებიდან კი თილისმად უნდა ატაროთ ლალი ან ქარვა.
скачать dle 11.3