კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 როგორი გზით ცდილობდა ლავრენტი ბერია საქართველოს უსაფრთხოების დაცვას

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია მსხვილი საბჭოთა ფუნქციონერი იყო და ამ ქვეყნის გაძლიერებისთვის ტიტანური შრომა გასწია, უპირველესად, ის თავის პატარა სამშობლოზე, საქართველოზე ზრუნავდა და მის განსამტკიცებლად აშკარად თუ შეფარულად მოქმედებდა... პუბლიცისტი ვარლამ მარკინი წერს: „ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე, რომელსაც ვერაგულად მოკლული ბერიას ნაცვლად მისი ორეული ესწრებოდა, ლავრენტი პავლეს ძეს ნაციონალიზმში კი დასდეს ბრალი, მაგრამ რეალურად ვერაფერი დაუმტკიცეს. არა და ის მართლაც ნაციონალისტი იყო, ამ სიტყვის პოზიტიური გაგებით და სათანადო ნაბიჯებიც ბევრი გადაუდგამს, თუმცა არა საბჭოეთის ინტერესების საზიანოდ. საბჭოთა ატომური ბომბის „მამა“, აკადემიკოსი ეგორ ვასილის ძე  კურჩატოვი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, კონფიდენციალურ საუბარში თავის კოლეგა ფიზიკოსებს უყვებოდა: „მიუხედავად იმისა, რომ ბერიას მრისხანე სახელი ჰქონდა და სტალინის გარდა, მისი, ალბათ, ყველას ეშინოდა, ჩემთან ძალიან ახლომეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მავანმა ეს შესაძლოა, იმით ახსნას, რომ მე და ჩემი გუნდი მას ვჭირდებოდით და რომ იტყვიან, გვწყალობდა... მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ეს ასე არ იყო. ბერიამ კარგად იცოდა, თუ როგორ უნდა აეძულებინა ადამიანები მაქსიმალური დატვრთვით ემუშავათ და საჭირო რომ ყოფილიყო, მეც ამ წრეში მომაყოლებდა. არა, უბრალოდ, ის (ბერია) პატივს სცემდა ჩვენი გუნდის თავდადებას და ამიტომაც ახლობლობდა ჩვენთან. მისი უშუალობის ნათელი მაგალითია ის, რომ როდესაც პირველი ატომური ბომბის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა, ჩემ გვერდით მდგომმა ბერიამ ხელში ამიტაცა, შემდეგ ძირს დამიშვა, გადამეხვია და ლოყებზე მაკოცა, თან შესძახა: დიდება შენ და შენს გენიოსებს, ეგორ ვასილევიჩ. დღესვე ვაცნობებ სტალინს თქვენი გმირობის შესახებ და საკადრისი ჯილდოები გარანტირებული გაქვთო... ბერიამ თავისი დანაპირები ათასი პროცენტით შეასრულა და მართალია, საიდუმლო ვითარებაში, მაგრამ მთელ ჩვენს გუნდს მეფური ჯილდოები გვერგო. სტალინმა კუნცევოში მიგვიწვია, სადაც ზღაპრული სუფრა გაგვიშალეს. იოსებ ბესარიონის ძემ  თამადად ბერია დანიშნა და დილამდე ჩვენი, ფიზიკოსების სადღეგრძელოებს სვამდნენ... ბერიასგან (ნამდვილად არ მეშლება) ყოველთვის განსაკუთრებულ ნდობასა და პატივისცემას ვგრძნობდი და ეს ადამიანი ჩემგანაც იგივეს იმსახურებდა. ბერია საბჭოთა პატრიოტი იყო, თუმცა მე აშკარად ვხედავდი, რომ ის საქართველოზე  განსაკუთრებით ზრუნავდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავისი სამშობლოს უსაფრთხოება ძალიან ადარდებდა და მისი თხოვნით, 1951 წელს ატომური რეაქტორის პროექტი შემადგენინა, რომელიც თბილისთან ახლოს უნდა აშენებულიყო“.
  კურჩატოვი გულისხმობდა მცხეთის ატომურ რეაქტორს, რომლის სრულყოფილი პროექტი სწორედ მან და მისმა გუნდმა – ფიზიკოსთა ჯგუფმა შეადგინა. ეს პროექტი 1952 წელს უკვე მზად იყო. თუმცა, ოფიციალური ისტორიით, მცხეთის რეაქტორის მშენებლობის იდეა 1957 წელს წარმოიშვა და რეაქტორი 1960 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. სინამდვილეში კი, 1952 წელს, გაუმჯობესების მიზნით, ამ პროექტის დაკონსერვება მოხდა. თუმცა, ბერია შემდეგ ვერაგულად გამოასალმეს სიცოცხლეს. გაუმჯობესების ნაცვლად კი ეს პროექტი, ფაქტობრივად, გაანახევრეს. მას ბერიას სახელი მოაშორეს და ამგვარი ფორმით ააშენეს. არა და ბერიას ჩანაფიქრი ის იყო, რომ რეაქტორში მხოლოდ ლაბორატორიული ცდები კი არ უნდა ჩატარებულიყო, არამედ იქ ატომური იარაღი ეწარმოებინათ. ეს კი საქართველოს მყარი უსაფრთხოების გარანტია იქნებოდა...
  ნამდვილად რთულია იმის თქმა, რომ ბერია 40 წლით ადრე ვარაუდობდა იმას, რაც მეოცე საუკუნის 90-იან წლებში მოხდა. თუმცა, არც ესაა გამორიცხული. მაგრამ აშკარაა, რომ თუკი საქართველოში ატომური იარაღის წარმოება და განთავსება მოხერხდებოდა, ეს პატარა რესპუბლიკა ადვილად დასაჩაგრი აღარ იქნებოდა და თავის ტერიტორიულ ერთიანობასაც შეინარჩუნებდა, ყოველ შემთხვევაში, ამისი დიდი შანსი ექნებოდა. ამაზე კი მიგვანიშნებს საბჭოთა კავშირის მარშლის როდიონ მალინოვსკის სიტყვები, რომელიც აღშფოთებით ამბობდა: „ბერია ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში ახორციელებდა ანტირუსულ სამხედრო პოლიტიკას საქართველოში და ყველა საკვანძო პოსტებზე ქართველებს ნიშნავდა. მან ისე მოაწყო, რომ სამხედრო გადაწყვეტილებებს საქართველოში ქართველი მაღალჩინოსანი სამხედროები იღებდნენ და არა მარტო საქართველოს, არამედ ამიერკავკასიის მასშტაბით, რადგან მათი ცენტრალური შტაბი („ზაკვო“) ბერიასვე დაჟინებით არა ბაქოში, არამედ თბილისში გაიხსნა. 1949 წელს მან „ზაკვოს“ სარდლად სტალინს მარშალი ტოლბუხინი დაანიშნინა. 1950 წელს კი ტოლბუხინს უკვე სტრატეგიული ბირთვული ძალების პროექტი ედო, რომელიც საქართველოში უნდა განლაგებულიყო, მისი მეთაური ქართველი იქნებოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ პატარა საქართველო ბირთვულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა, რაც დიდი საფრთხის შემცველი იქნებოდა და კიდევ კარგი, რომ ბერია დროზე მოვაშორეთ და მან ავანტიურის განხორციელება ვერ მოასწრო...“
  აშკარაა, რომ რუს საბჭოთა გენერალიტეტს ყველაზე მეტად ეშინოდა ლავრენტი ბერიასი და ყველაზე მეტადაც სძულდა ეს ადამიანი. ბერიას საწინააღმდეგო ზრახვებში მალინოვსკი მარტო არ ყოფილა და შემთხვევითი არაა, რომ ბერიას განეიტრალებაში მთავარი როლი სწორედ სამხედროებმა შეასრულეს. მათვე გამოასალმეს ის სიცოცხლეს ყოვლად უსამართლოდ. შემდეგ კი თავიანთი ბელადის, ხრუშჩოვის ბრძანებით, ტალახში ამოსვარეს მისი სახელი და ეს ლაქა დღემდე ჩამოურეცხავია...“

скачать dle 11.3