კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 31 წლის ქალი. 3 თვეა, ვიღებ სისხლის ანალიზს და ეოზინოფილები ყოველ ჯერზე ნაკლებია. ზოგადად, მაწუხებს ნაღველი და სისუსტე. შეიძლება, დაბალი ეოზინოფილები პარაზიტების გამო იყოს? ან რატომ იკლებს?
პასუხი: ეოზინოფილების დაქვეითებას, ზოგადად, მწვავე ინფექციები (მუცლის ტიფი, პნევმონია, სეფსისი, აპენდიციტი) იწვევს, თუმცა ამ დაავადებებს სხვა მახასიათებელი სიმპტომებიც აქვს. გარდა პათოლოგიისა, ეოზინოპენიის მიზეზი შეიძლება, იყოს სტრესი და ქრონიკული უძილობა. ასე რომ, თუ დღის რეჟიმი არ გაქვთ მოწესრიგებული, პირველ რიგში ამას მიხედეთ.
კითხვა: მაინტერესებს ქალსა და კაცს რამდენ ხანში ერთხელ ეცვლებათ სისხლი?
პასუხი: სამედიცინო თვალსაზრისით, არავითარი „სისხლის შეცვლა“ არ ხდება. სიხლის ცალკეული ფორმიანი ელემენტი ასრულებს სიცოცხლეს და ჩნდება ახალი ელემენტები, თუმცა, ეს მუდმივი პროცესია.
კითხვა: ინკურნება თუ არა ცერებრული დამბლა ღეროვანი უჯრედების საშუალებით?
პასუხი: ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ცერებრული დამბლის დროს ჯერ მხოლოდ კლინიკურ კვლევებშია გამოყენებული.
კითხვა: ორი დღეა, სიარულის შემდეგ რომ დავჯდები, ფეხები მიხურდება. ხომ ვერ დამეხმარებით?
პასუხი: ტერფების სიმხურვალის მიზეზი არაერთი მდგომარეობაა, კერძოდ, ქვედა კიდურების სისხლძარღვოვანი დაავადება, ტერფის სოკოვანი დაზიანება, ტერფის დეფორმაცია, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული ნეიროპათია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, B12 ვიტამინის დეფიციტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია... ზოგჯერ ამ ჩივილს ხელოვნური მასალისაგან დამზადებული ან მოუხერხებელი ფეხსაცმელი იწვევს.
კითხვა: მეყოფა და მიტყდება ფრჩხილები, ფრჩხილების კუთხეებში მისკდება კანი, განსაკუთრებით ცივ ამინდებში. რისი ბრალი შეიძლება, იყოს?
პასუხი: საჭიროა, გამოირიცხოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია და ანემია. თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, მაშინ დიაგნოსტიკისთვის მიმართეთ დერმატოლოგს. გაიკეთეთ ზღვის მარილის აბაზანები – 1 თვის განმავლობაში, პარალელურად კი, დღეგამოშვებით შეიზილეთ – ჩაის ხის ზეთისა და ზეთოვანი ვიტამინი A-ს ნარევი. კარგია, თუ საკვებად გამოიყენებთ საკვებ ჟელატინს, მაგალითად, მოასხამთ ხილს, ხაჭოს და ასე შემდეგ.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ჭიპის თიაქარმა  გამოიწვიოს შებერილობა და ამის ფონზე უჰაერობა? და კეთდება თუ არა მისი ოპერაცია ლაპარასკოპიით?
პასუხი: ჭიპის თიაქარი შებერილობას არ იწვევს. ის გამოწვეულია იმავე მიზეზით, რამაც ჭიპის არეში თიაქრის განვითარებას მისცა ბიძგი. აღნიშნული ტიპის ოპერაცია ტარდება ლაპარასკოპიულად.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3