კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 ბრონქიტის ნიშნები და მკურნალობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მწვავე ბრონქიტი ბრონქების მწვავე ანთებაა, რაც ძირითადად ბრონქების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით, შეშუპებით, ჰიპერემიითა და სეკრეციის მომატებით ხასიათდება. როგორც წესი, მწვავე ბრონქიტის განვითარებას წინ უსწრებს გარკვეული სიმპტომები –  სურდო, ყელის, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, მისი მთავარი სიმპტომი კი ხველაა. თავდაპირველად ხველა მშრალია, ხოლო 3-4 დღის შემდეგ იწყება მოყვითალო-მოყავისფრო ნახველის გამოყოფა. ნახველში სისხლის შემჩნევის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ხველა შესაძლოა, სპაზმურ ხასიათსაც ატარებდეს, რაც ანთების დროს ბრონქების ლორწოვანი გარსის ჰიპერრეაქტიულობით არის გამოწვეული. ამ დროს მგრძნობელობა ნებისმიერ გამღიზიანებელ ფაქტორზე იმატებს (ცივი ჰაერი, მძაფრი სუნი, მტვრის ნაწილაკები). ზოგჯერ ადგილი აქვს ტემპერატურულ რეაქციასაც – 37-38 გრადუს ცელსიუსამდე. დაავადების ხანგრძლივობა საშუალოდ 7-10 დღეა, მაგრამ ხველა შეიძლება 4-5 კვირამდეც გაგრძელდეს.
მწვავე ბრონქიტის განვითარების მიზეზად გვევლინება ვირუსული ხასიათის ინფექცია, მაგალითად: გრიპი, პარაგრიპი, რინოვირუსი, ადენოვირუსი. იშვიათად მას ბაქტერიული ხასიათიც აქვს და შეიძლება, გამოიწვიოს პნევმოკოკმა, სტაფილოკოკმა, მიკოპლაზმამ და სხვა ბაქტერიებმა. არაინფექციური ფაქტორებიდან აღსანიშნავია მტვერი, ნესტი, ცივი და ცხელი ჰაერის მონაცვლეობა, ასევე, ჰაერში შეწოვილი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება. მწვავე ბრონქიტის განვითარების ხშირ მიზეზებად, ასევე, გვევლინება მძიმე სამუშაო და საცხოვრებელი პირობები, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, ცხვირიდან სუნთქვის დარღვევა და იმუნოდეფიციტით მიმდინარე სხვადასხვა ქრონიკული დაავადება.
  ბრონქიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე ბრონქიტისთვის დამახასიათებელია სიმპტომების სწრაფი განვითარება, მაგრამ ისინი მალე, რამდენიმე კვირაში ალაგდება. თუ ხველა სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, შესაძლოა, განვითარდეს ქრონიკული ბრონქიტი. ეს უკანასკნელი თვეობით, წლობით გრძელდება. ქრონიკული ბრონქიტის მიზეზი უმეტესად თამბაქოს კვამლია. სახიფათოა არა მარტო აქტიური, არამედ პასიური მოწევაც. ეს იმას ნიშნავს, რომ მწეველების გარემოში ქრონიკული ბრონქიტის განვითარების საფრთხე ბავშვებსაც ემუქრებათ.
  ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულებს უფრო ადვილად ემართებათ ბაქტერიული ინფექციები, პნევმონია – ფილტვების ანთება. პნევმონიით ყველაზე ხშირად სწორედ მწეველები და პასიური მწეველები ავადმყოფობენ. ბრონქიტის განვითარებასა და მისი სიმპტომების გამწვავებას ხელს უწყობს დაბინძურებული ჰაერიც.
  თუ ბავშვს ხშირად უმეორდება მწვავე ბრონქიტი, შესაძლოა, ის ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს. ქრონიკული ბრონქიტის დროს არ აღინიშნება შემცივნება და ცხელება, თუმცა თვალსაჩინოა ბრონქიტის სხვა ნიშნები – ხველა, ქოშინი, მკერდის დაჭიმულობა... თუ ბავშვს დროულად არ მივხედეთ, შესაძლოა, ეს სიმპტომები თვეობით და წლობით გაგრძელდეს.
  თუ მწვავე ბრონქიტი ვირუსული წარმოშობისაა, ანტიბიოტიკი უსარგებლოა. უპირველეს ყოვლისა, ბავშვს უნდა შევუქმნათ მშვიდი, კომფორტული გარემო. მწვავე ბრონქიტი, წესისამებრ, მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს და არ მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას. ბავშვს უნდა მივცეთ ბევრი სითხე.
скачать dle 11.3