კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (155)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№ნინო წულუკიძე ვჭირდებით თუ არა მამაკაცს

  ძლიერი სქესის ზოგი წარმომადგენელი საკუთარ გრძნობებს არასაკმარისად ამჟღავნებს. ქალს ისღა დარჩენია, „იმკითხაოს“  მათი გულისნადების  შესახებ. როგორ გავიგოთ, ვჭირდებით თუ არა მამაკაცს.
  * ყურადღებით დააკვირდით მამაკაცს. შესაძლებელია, ის უკვე არაერთხელ ეცადა, თქვენთვის საკუთარი გრძნობების გამხელას, მაგრამ სერიოზულად არ მიიღეთ – დაგავიწყდათ მისთვის დაგერეკათ, უარი უთხარით, ყავაზე რომ დაგპატიჟათ, ან ამჯობინეთ, თავისუფალი დრო დაქალთან გაგეტარებინათ. მოკლედ, თუ მამაკაცი აღარ აქტიურობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მას არ სჭირდებით. როდესაც მამაკაცი თქვენ გარშემო მომხდარი ნებისმიერი მოვლენის შესახებ გულითად ინტერესს ავლენს; მისთვის მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურებით, რაზე ფიქრობთ და რას გრძნობთ, ესე იგი, მისთვის სულერთი არ ხართ. მან შეიძლება ვერ შეამჩნიოს თქვენი ახალი ჩანთა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.
  * მისთვის მნიშვნელოვანია ვისთან ერთად ატარებთ დროს.  ნერვიულობს, როცა იგებს, რომ თქვენს ახლობლებს  შორის ბევრი მარტოხელა მამაკაცია. თუ მამაკაცს  ვერ ამჩნევთ მინიმალურ ეჭვიანობასაც კი, სავარაუდოდ, მისგან არ უნდა ელოდოთ გაბედულ მოქმედებებს თქვენთან დასაახლოებლად.
  * ის არ გჩუქნით ყვავილებს, არ გეპატიჟებათ რომანტიკულ მოგზაურობაში, არ გაცნობთ საკუთარ მეგობრებს?  – ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს. ყველა მამაკაცი რომანტიკოსი არ არის. ზოგჯერ მათი სიმპათია გამოიხატება იმით, რომ ნებისმიერ მომენტში მზად არიან, დაგეხმარონ.
  * გახსოვდეთ: თუ მამაკაცისთვის ძვირფასი ხართ, ის არასდროს მისცემს საკუთარ თავს თქვენი შეუაცხყოფის უფლებას – არც სიტყვით და არც საქმით. თუ მისი მხრიდან სიყვარულს ვერ გრძნობთ, დაიღალეთ ცალმხრივად აქტიურობით, დაფიქრდით, იმსახურებს თუ არა ეს მამაკაცი თქვენს ყურადღებას.
  * ზოგჯერ ქალები ცდილობენ, გაამართლონ მამაკაცის სიმკაცრე იმით, რომ ძლიერი სქესი არ არის მიდრეკილი გრძნობების გამოაშკარავებისკენ – რაც სიმართლეა, თუმცა, გაითვალისწინეთ,  ნამდვილი გრძნობის  დაფარვა შეუძლებელია.
  * მიეცით მამაკაცს პირველი ნაბიჯის გადმოდგმის შესაძლებლობა და ცოტა ხანში გაიგებთ, ღირს თუ არა მასთან ცხოვრების  გაგრძელება.

სწორი არჩევანი

  ჩვენ თითქმის ყოველდღე გვიწევს გარკვეული გადაწყვეტილების მიღება, არჩევნის გაკეთება კარგსა და ცუდს, ცუდსა და უარესს, კარგსა და უკეთესს შორის.
ვიცით, როგორ უნდა გავიგოთ, რა გვინდა სინამდვილეში?
  ადამიანები ხშირად ვართ ამ გაუგებრობაში. ბუნებრივია, ყოველთვის სწორ არჩევანს ვერ გააკეთებ.  ყველაფერი და მათ შორის ესეც, ძალიან ინდივიდუალურია. საკუთარი თავის გასაღები ყველამ თავად უნდა იპოვოს. თუმცა რამდენიმე რჩევა შეგიძლიათ, აქაც ამოიკითხოთ.   სასარგებლოა.
 * უპირველესად, ნურავის მისცემთ საშუალებას, განერვიულოთ. ყოველთვის მოიძებნება „ოქროს შუალედი“.  შეეცადეთ, პრობლემას მიუდგეთ საღი გონებით, მშვიდად. უნდა იფიქროთ იმაზე,  რომ გამოსავალი არსებობს
 * როცა ზუსტად არ იცით, რა საქმე გინდათ აკეთოთ და გაქვთ რამდენიმე ვარიანტი, ჩამოწერეთ ამ ვარიანტების დადებითი და უარყოფითი მხარეები, იმის მიხედვით, თუ რა შედეგი მოჰყვება რომელიმეს არჩევას. ცალკე ჩამოწერეთ პლუსები, ცალკე – მინუსები. მიუწერეთ თქვენი დამოკიდებულება, გარეშე ფაქტორები, მოცემულობა  და შედეგი. ეს მეთოდი გაგიადვილებთ გარკვეული პრობლემის უკეთესად აღქმას, საკუთარი დამოკიდებულებისა, პრიორიტეტების განსაზღვრას, გადაწყვეტილების მიღებას. მნიშვნელოვანია, შედეგით თავად იყოთ კმაყოფილი.  
 * ნამდვილად ძნელია ზემოთ აღწერილი მეთოდის მორგება ყველა სიტუაციისთვის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, დაგეხმარებათ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნის გაკეთებისას, ყოველთვის არის ერთი სწორი პასუხი, რომლის აღმოჩენაც, თქვენ გარდა, არავის შეუძლია. არ შეშინდეთ, მოინდომეთ და საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნეთ.

შეხსენება
 მამაკაცებისთვის

 რა უნდა ახსოვდეს კაცს ქალებზე, თუ უნდა, რომ   ყოველთვის მათი ყურადღების  ცენტრში იყოს.
 * ქალი არის  კაცის ერთადერთი საჩუქარი, რომელსაც ძვირად ღირებული „შესაფუთი“ საშუალებები სჭირდება;
 * თუ ქალი თევზი გგონათ,  მაშინ   ეს ის თევზია, რომელიც მეთევზეს თავად იჭერს;
 * ქალი აღვიძებს  კაცში  სურვილებს, რომ მან შედევრები  შექმნას, მაგრამ იმავდროულად, ხელს უშლის, რომ  განახორციელოს ისინი;
 * არცერთი კაბა არ უხდება ქალს ისე, როგორც ღიმილი;
 * დიახ, ქალებს მოაქვთ წარმატება მამაკაცებისთვის, მაგრამ მამაკაცების უმრავლესობა, რატომღაც,  მიიჩნევს, რომ წარმატებას მოჰყავს ქალები;
 * ვინც ოჯახზე ამბობს, „დიახ“, „დიახ“ უნდა თქვას  ერთადერთ ქალზეც;
 * არაფერია გაბრაზებულ ქალზე უარესი, მაშინაც კი, თუ ის შეყვარებულია;
 * დიახ, საოცარი ხალხია ქალები. ზოგჯერ რეალობასთან  „მწყრალად“  არიან, მათი გონება სადღაც შორს, რეალობის  მიღმა ტრიალებს.
 * მამაკაცებს აბრაზებთ ის, რომ ქალები ნებისმიერ რომანს აფუჭებენ, რადგან ცდილობენ, ის უსასრულობამდე გაახანგრძლივონ  და გაასერიოზულონ.
 * ქალი იტყუება, რომ  საკუთარი გრძნობები დამალოს. იმიტომ რომ ფიქრობს, კაცი ამ გრძნობების გამო დასცინებს.  
 * თითქმის ყველა ქალს უნდა ერთგულება, სირთულე  იმაშია, რომ ბოლომდე ერთგული მამაკაცი ძნელი საპოვნელია.


скачать dle 11.3