კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 სიტყვის „ფასი“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ვის ქვეშ დაგროვდება უფრო მეტი სკამი?

  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობის, ანუ ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობისთვის გაუგებარია, რა განსხვავებაა მხოლოდ პროპორციულსა და შერეულ საარჩევნო სისტემებს შორის (ვგულისხმობ, ერთი რატომ სჯობს მეორეს ან პირიქით, თორემ, მე რომ მკითხოთ, პასუხისმგებლიანი და პროფესიონალი დეპუტატების ხელში ორივე სისტემა სანაქებოდ იმუშავებს), ამ თემის გამო ისეთი დავიდარაბაა ამტყდარი, თითქოს ამ ქვეყანას სხვა პრობლემა არ ჰქონდეს.
  მეორე მხრივ, პოლიტიკოსების ღელვაც გასაგებია, მმართველ პარტიას სურს, რომ შეინარჩუნოს გავლენა, ოპოზიციას კი (უფრო ზუსტად, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მისგან ნაშობ „ევროპულ საქართველოს“) – დაიბრუნოს ძალაუფლება, მაშინაც კი, თუ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს (მათ გარშემო მოქუჩებული დანარჩენი პარტიები, ვიყოთ გულახდილები, ანტურაჟის ფუნქციას ასრულებენ).
  საინტერესოა, რომ ოპოზიცია თავისი აღშფოთებისა და პროტესტის საფუძვლად იმას ასახელებს, რომ ხელისუფლება პროპორციულ არჩევნებს 2020 წლისთვის დაჰპირდა მათ, შემდეგ კი სიტყვა გადათქვა და 2024 წლისთვის გადაავადა დანაპირების ასრულება. და რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ შერეული არჩევნები ქვეყანას ვნებს, დაუყოვნებლივ მოითხოვენ ამ სისტემაზე გადასვლასა და სიტყვის გატეხვასაც გმობენ. ამის პარალელურად კი, ირკვევა, რომ, თავის დროზე, როდესაც მაჟორიტარებისა და სიით გასულთა რაოდენობა გათანაბრდა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (შესაბამისად, ისინი, ვინც ახლა პროპორციულ სისტემას მოითხოვენ) პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დიდ შეცდომადა და ქვეყნის დაქცევად აფასებდა.
  ამდენად, ცხადია, რომ საარჩევნო სისტემა არაფერ შუაშია, ბრძოლა ძალაუფლებისთვისაა (ორივე მხრიდან), ანუ იმისთვის, ვის ქვეშ დაგროვდება უფრო მეტი სკამი!


скачать dle 11.3