კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№50 ნინი ირემაძის საოცარი სამყარო

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  „...ვფიქრობ, ნინი ირემაძის ნამუშევრებზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი. „ადამიანი – ადამიანების შესახებ“ – ასე ვუწოდებდი ახალგაზრდა შემოქმედის ნახატებს, რადგან გაიძულებს, დაფიქრდე.ჩნდება კითხვების კორიანტელი – რატომ? რისთვის? ვისთვის?.. ნინის ნამუშევრებში ერთდროულად თანაარსებობენ ადრესაზოგადოებრივი ნიშნურ-საკრალურობა, მითო-სამყაროსეული გააზრება. ბიბლიური პირველცოდვილობის შეგრძნება, რენესანსული ჰუმანურობის აღზევება, თანამედროვე სამყაროსა და ადამიანის ურთიერთმიმართება  „მე და იგის“ სახით, სადაც ურთიერთობა (და არა ურთიერთმიმართება) კიდევ უფრო ღირებული, ძვირფასი და საარსებოდ მნიშვნელოვანი ხდება. გრაფიკული ნამუშევრებიდან იმზირებიან სიღმისეულ განსჯაში ჩაფლული პორტრეტული ინდივიდები და არა სახეები, აქცენტირებული „განზოგადება“ თითოეულ „მეს“ შეგრძნების, განცდის, გათავისების საშუალებას აძლევს და შენკენ კი არა, თავისკენ გიხმობს.. საინტერესოა, რაზე ფიქრობს თავად ავტორი – სად გადის ზღვარი რეალობასა და წარმოსახვას შორის? ცდილობს კი პერსონაჟების ცხოვრებისეულ კანონიკურ საბურველში გახვევას თუ, პირიქით, ათავისუფლებს მათ მარწუხებისგან? პასუხის გაცემა რთულია, რადგან გრძნობით სამყაროს ეხება საქმე, თუმცა ანალიტიკურად მოაზროვნე ადამიანის ფსიქოპორტრეტი ნინის შემოქმედების მთავარი თემაა. მაშ, რა აღელვებს ამ ადამიანს? ალბათ, არჩევანი, როგორც ყოველ დროს და ჟამს...“ – ასე ახასიათებს ახალგაზრდა მხატვრის, შემოქმედის ნინი ირემაძის საოცარ სამყაროს ხელოვნებათმცოდნე, კულტუროლოგი, ხათუნა ნანობაშვილი.
  ნიჭიერმა შემოქმედმა ხატვა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. ხატვა მუდმივად წარმოადგენდა მისი ინტერესის სფეროს, ყოველთვის  ქმნიდა საოცარ ნამუშევრებს, რომელთა ნახვა ადამიანს ბევრი ფიქრისა და ინტერპრეტაციის საშუალებას  აძლევს.  
 ნინის წლების განმავლობაში არაერთი გამოფენა ჰქონდა და ყველამ განსაკუთრებული წარმატებით ჩაიარა.
მან  პირველი პერსონალური გამოფენა 2015 წლის 23  ნოემბერს მოაწყო შარდენზე, სახელწოდებით „არტ აქტივი“. 2015 წლის დეკემბერში კი მედიათეკაში გამართულ საქველმოქმედო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. 2018 წლის სექტემბერს ნინის გამოფენა-გაყიდვა ჰქონდა კუს ტბაზე, რომელმაც ასევე, ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა. მნახველები აღფრთოვანდნენ ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრებით. ნინის ნახატებით ასევე,  დაიბეჭდა წიგნის სანიშეები.
  გარდა იმისა, რომ ნინი ძალიან კარგად ხატავს და მისი ნახატები დიდი სიღრმეებითა და მრავაფეროვნებით გამოირჩევა, მისი ინტერესის საგანს, პარალელურად, ყოველთვის კინორეჟისურა წარმოადგენდა. ამიტომაც სწავლა სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელა და 2016 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. ამჟამად კი მადრიდის კინოინსტიტუტში სწავლობს. ნინის ასევე, გადაღებული აქვს ოთხი მოკლემეტრაჟიანი და ერთი დოკუმენტური ფილმი და მას, როგორც ხატვაში, ასევე, ამ კუთხითაც არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო გეგმა აქვს. ზაფხულისთვის კი ის ახალი გამოფენისთვის ემზადება, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთ მნახველს აღაფრთოვანებს.
скачать dle 11.3