კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 მარიამ ქურდიანს მოკვლით ემუქრებიან

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  „მასტერშეფის“ სამზარეულოში შვიდი მონაწილე დარჩა. ბოლო ტურში იმუნიტეტი მარიამ ქურდიანმა მოიპოვა და უკვე მეორედ, მისი კერძი საუკეთესოების სიაში მოხვდა. მარიამის გამოჩენისთანავე საზოგადოება, რატომღაც, მის მიმართ უარყოფითად განეწყო. რას ფიქრობს ის ამ საკითხთან დაკავშირებით და როგორია რეალურად, ინტერვიუდან შეიტყობთ.
  მარიამ ქურდიანი: ძალიან მომწონდა ეს პროექტი და თავისუფალ დროს ყოველთვის ვუყურებდი – ყველა ქვეყნის  „მასტერშეფი“ მაქვს ნანახი. ზოგადად, მიყვარს ჭამა და ჩემი ოჯახის წევრებიც გურმანები არიან. კულინარიაში ბავშვობდიან ვიყავი ჩართული, რადგან დედას დიდი სანათესაო ჰყავს და  ყველანი ვიკრიბებოდით ოჯახურ სადილებზე. სამზადისში კი, ბავშვებსაც გვრთავდნენ ხოლმე. ყოველთვის განებივრებული ვიყავი გემრიელი კერძებით და როცა სადმე მივდიოდი, იქაური სამზარეულო თუ არ მომეწონებოდა, სახლში მშიერი ვბრუნდებოდი და თავად ვუმზადებდი საკუთარ თავს რამეს. მერე გავთხოვდი და სხვადასხვა ექსპერიმენტსაც ვაკეთებდი. მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს – ყველას მოსწონდა ჩემი კერძები, ამიტომ გადავწყვიტე, პროექტში მონაწილეობის მიღება. ახლა ვარ დეკრეტში, ხუთი თვის პატარა მყავს. „ფეისბუქზე“ შემთხვევით გადავაწყდი ქასთინგს. ალალბედზე შევავსე განაცხადი, თუმცა იმედი არ მქონდა და არც არავისთვის მითქვამს. მესამე თუ მეოთხე დღეს დამირეკეს და აი, მანდ მივხვდი, რომ ცოტა სერიოზულ ამბავში ჩავები და მეუღლესა და მშობლებს გავაგებინე. ამიყვანეს და უფრო მეტიც, ათეულშიც მოვხვდი.
– როგორც კი გამოჩნდი, საზოგადოება მაშინვე უარყოფითად განეწყო. როგორია ნამდვილი მარიამი?
– ნამდვილი მარიამი ასეთი არ არის, არ დავდივარ ქუჩაში და არ ვიძახი: ფუ,  გოიმო, დებილო, უვიცო, ქაჯოს... ხალხო, ასე არავის  მივმართავ, შოუში ეს არის გაბუქებული. ძალიან კომუნიკაბელური და მხიარული ვარ, შესაბამისად, ემოციური საუბარი მჩვევია, მაგრამ, რომ ამბობენ „იტყლარჭებაო“, ასეც არაა. ზედმეტი წარმოდგენა საკუთარ თავზე არ მაქვს, უბრალოდ, მგონია, რომ ნორმალური ადამიანი ვარ და არა ბოროტი და ბოღმა. დიდი სამეგობრო წრე მყავს და მე მგონი, ბოღმა ვერანაირად ვიქნები, მაშინ ჩაკეტილი უნდა ვიყო ჩემს სივრცეში, ყველასი უნდა მშურდეს და არავის კარგი არ მიხაროდეს.  ასეთი ადამიანი ნამდვილად არ ვარ. შეიძლება, ჩემზე თქვან „სწერვააო“ , ამას არც უარვყოფ, ყველას თავზე არ ვისვამ და ვფიქრობ, რომ ძლიერი პიროვნება ვარ. ვინც ცუდად და თავხედურად მომექცევა, მასთან  „სწერვა“ ვიქნები. რაც შეეხება უზრდელს, ეს ჩემთვის არასოდეს არავის უწოდებია.  შეგიძლიათ, ჩემს მეზობლებს ჩამოუაროთ, ვერც სალამსა და ვერც ბოდიშს ვერავინ დამასწრებს (იცინის). ბოღმაც ვყოფილვრ, მაგრამ ვის ვებოღმები? რას გულისხმობენ, არ ვიცი და ვისი უნდა მშურდეს, ვერ ვხვდები. ალბათ, მშურს კარგი გაგებით იმის, რომ სხვა მონაწილეებს ჩემზე უფრო მეტი გამოცდილება აქვთ ამ საქმეში. კი, ბატონო, მეც მინდა, რომ თუნდაც, საფრანგეთში მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო შეფთან, ოღონდ ეს კარგი გაგებით. შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ  არ მგონია, რომ ვინმესი რამე შესაშური მქონდეს: მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, მეგობრები, მაქვს საყვარელი სამსახური, კარგი კარიერა, კარგი განათლება – დოქტორის ხარისხიც კი, მიუხედავად იმისა, რომ არავის სჯერა ამის და წერენ იყიდაო. ხალხო, რომ იცოდეთ 2017-2018 წლებში აღარ იყიდებოდა ხარისხები (იცინის).
–  რა რეაქცია გქონდა პირველად კომენტარების წაკითხვისას? მეუღლემ რა გითხრა?
– ვიდეორგოლის გავრცელების შემდეგ, დიდი შემართებით შევვარდი „მასტერშეფის“ გვერდზე, მეგონა, რომ დადებითი, სახალისო კომენტარები იქნებოდა. ერთი სული მქონდა, როდის გავხსნიდი გვერდს, მაგრამ ვაიმეე, ერთი კომენტარი, ორი, სამი: დაგჭრი, დაგჩეხავ, გილიოტინაზე თავს მოგკვეთავ, დაგწვავ ჟანა დარკივით... შოკში ჩავვარდი. გულწრფელად გეტყვით, არ ვლოდებოდი მსგავს რეაქციას. თურმე, საზოგადოების გაღიზიანება გამოვიწვიე. მერე, ჩანაწერი რომ გადავახვიე, „გოიმობაზე“ ჰქონდათ აქცენტი, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა განვმარტო: ზოგადად ვთქვი, რომ ვერ ვიტან გოიმ ადამიანს. რატომღაც ხალხი დაჯდა და დაიწყო წერა: ჩვენც ვერ გიტანთ, რა ასატანი შენ ხარ და ასე შემდეგ. ვიღაცამ, რომ თქვას, ვერ ვიტან გოიმ, ქაჯ ადამიანებსო, მე არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ საკუთარ თავზე და არც გამოვეხმაურები. რატომ  გადაწყვიტეს, რომ თავის თავზე მიეღოთ, არ  ვიცი. მეუბნებიან, რომ ბოღმა და ბოროტი ვარ, მაგრამ ისეთ კომენტარებს მიწერენ, მე ვარ ბოროტი თუ  ისინი? სისხლის სამართლის დანაშაულია კისრის მოტეხვით, ცემითა და მოკვლით დამუქრება (იცინის). ცოტა მეტი კეთილსინდისიერება და მეტი იუმორი, ხალხნო! თავიდან ძალიან განვიცადე და ვიფიქრე, რომ არა უშავს, მომავალში გამოსწორდება-მეთქი და მგონი, მეტ-ნაკლებად გამოსწორდა, თუმცა ეს ნუცას დამსახურებაა (იცინის). ახლა მასზე უფრო გადაერთნენ და დაწერეს: „მარიამს ვერ ვიტანდი და ახლა ნუცას უფრო ვერ ვიტანო“...  მეცინება ამაზე.  მეუღლემ რომ წაიკითხა, თავიდან არ ესიამოვნა. ცოტა უნდა დაფიქრდეთ, რომ ეს არის გასართობი შოუ და მაინცდამაინც ასე გულთან ნუ მიიტანთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას, არ ღირს ასეთი ნერვიულობა.
– რაც შეეხება ბოლო ტურს, ყველა უკმაყოფილო დარჩა. თავად, როგორ შეაფასებ?
– მე მგონი, სახალისო და უფრო საინტერესო გამოვიდა ნაკლებად ცნობილი კუთხეების წარმოჩენა. აჟიოტაჟი იყო სოფოზე, მაგრამ მე არავინ გამიგდია, პირიქით, ერთადერთი მარტივი კუთხე მივეცი სოფოს, რადგან მის მიმართ კარგად ვიყავი განწყობილი და მინდოდა, კარგი საჩუქარი გამეკეთებინა, თუმცა არ გამომივიდა. ძალიან განვიცადე ეს ყველაფერი, მაგრამ  ვერ ვიტყვი, რომ ჩემს გადაწყვეტილებას შევცვლიდი. მე მივეცი ყველას ის, რაც საჭიროდ ჩავთვალე, სამზარეულოსთან არ ვიდექი და არ ვამზადებდი. რაც შეეხება ჩემს კერძს, უკვე მეორედ მოხვდა საუკეთესოებში. ჩემგან განსხვავებით, ყველა პროფესიონალია, ზოგი – მეტად, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ აქვთ გამოცდილება ამ მიმართულებით. მე  ვარ „სახლის კულინარი“. მიუხედავად ამისა, ნამდვილად არის ჩემი ადგილი „მასტერშეფში“.
– შენი ოჯახი გაგვაცანი...
– მყავს მეუღლე – ლევან ბადურაშვილი. ფრაზა: „ლონდონში სწავლობდა“ საქილიკო გახდა, მაგრამ ნამდვილად ლონდონში სწავლობდა (იცინის). იმედია, ხალხი ამასაც სხვანაირად არ გაიგებს. გვყავს ექვსი წლის ტაისია და ხუთი თვის დამიანე – პროგრამა მინიმუმი შესრულებულია, გოგო-ბიჭი არის (იცინის). რაც შეეხება ჩვენს ისტორიას, ჩემი ბიძაშვილის ქორწილში გავიცანით ერთმანეთი და იქიდან დაიწყო ყველაფერი. პირველად რომ შევხვდით, დავსხედით ერთ-ერთ რესტორანში, სადაც მენიუში იყო უგემრიელესი ბურგერი. ვიფიქრე: შევუკვეთო ეს ბურგერი და გემრიელად  ვჭამო, თუ გავეპრანჭო-მეთქი. მერე ჩემს თავს ვუთხარი, შეიძლება, მასთან საერთოდ არაფერი გამომივიდეს და ამ ბურგერის ჭამის შანსს ხელდიან არ გავუშვებ-მეთქი. შევუკვეთე და ვჭამე გემრიელად, აი, მოთხვრილი რომ ხარ, დაახლოებით ეგრე გამოვიყურებოდი. მაინც მოვეწონე (იცინის) და ექვს თვეში დავქორწინდით.

скачать dle 11.3