კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რატომ ირჩევენ თბილისელი გოგონები გიორგი ვასაძეს და როგორ ეხმარება ის მათ სამ თვეში სხეულის საოცარ ტრანსფორმაციაში

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  გიორგი ვასაძე დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პირადი მწვრთნელია, 11-წლიანი გამოცდილებით. მისი შედგენილი სამთვიანი პროგრამით, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, სწორად შერჩეულ კვების რაციონსა და ვარჯიშს გულისხმობს,  ადამიანები სხეულის საოცარ ტრანსფორმაციას განიცდიან. გიორგიმ არაერთ ადამიანს დაუბრუნა ცხოვრების ხალისი, მოტივაცია და რაც მთავარია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარა. ის პირველი იყო, ვინც ბოდიბილდინგში, მენ ფიზიკის კატეგორიაში ევროპას პირველად გააცნო საქართველო და ამ მხრივ, არაერთ წარმატებასაც მიაღწია. თუმცა, გიორგის  მიზანი საზოგადოებაში ჯანმრთელი ცხოვრების წესისა და სწორად შერჩეული სავარჯიშო სისტემის პროპაგანდაა.
  გიორგი ვასაძე: სპორტით ჯერ კიდევ ბავშვობაში დავინტერესდი, როდესაც აქტიურად ვთამაშობდი ფეხბურთს. 19 წლის ასაკში კი დარბაზში დავიწყე ვარჯიში და საკუთარმა გამოცდილებამ გადამაწყვეტინა, გავმხდარიყავი ფიტნეს-ინსტრუქტორი. 25 წლის ასაკში, იმ დროს, როცა ეს სფერო ჯერ
კიდევ არ იყო განვითარებული, პერსონალურ მწვრთნელად დავიწყე მუშაობა.
– როგორც ვიცი, ნანუკა ჟორჟოლიანის, რატი დურგლიშვილის, დათო ქაცარავას, არჩილ სოლოღაშვილისა და ბევრი ცნობილი ადამიანის პირადი მწვრთნელი იყავი. დღეს თბილისელი გოგონების, და არა მხოლოდ, უმრავლესობა სწორედ შენთან, „მიქს თაიმში“ (რომელიც ცინცაძის 39 ნომერში მდებარეობს) დადის სავარჯიშოდ. შენი ცნობილი პროგრამის დახმარებით, ისინი  მხოლოდ ზედმეტ კილოგრამებს კი არ ემშვიდობებიან, არამედ სხეულის ლამაზ ფორმებს იყენებენ და ცხოვრებას ჯანსაღი წესით იწყებენ.
– სანამ მწვრთნელად დავიწყებდი მუშაობას, ბევრ ინფორმაციას ვეცნობოდი, ვიღებდი რეკომენდაციებს, ვსწავლობდი სწორ კვებას, საკუთარ თავზე ვცდიდი და შემდეგ პრაქტიკაში ვნერგავდი. მართალი ხართ, ჩემთან 70-90 პროცენტი, სწორედ, გოგონები ვარჯიშობენ  – ალბათ, ამას ჩემი ბეგრაუნდი და თვისებები განაპრიობებს – მომთხოვნი ვარ, დისციპლინირებული და პროფესიონალი ჩემს საქმეში. სამთვიანი პროგრამა მაქვს: მოდიხართ ჩემთან, გიდგენთ კვების სწორ, ჯანსაღ რაციონს, ვარჯიშის სისტემას, მიჯერებთ და სამ თვეში განიცდით სხეულის საოცარ ტრანსფორმაციას. საკუთარი გამოცდილება მაძლევს იმის საშუალებას, რომ ზუსტად მივხვდე, რა სჭირდება ადამიანს – გვერდები აწუხებს, ფეხების გახდომა უნდა, თუ საჯდომის აწევა. ქალების 70 პროცენტს ჭარბი წონის პრობლემა აქვს და ასევე, ზედმეტი ცხიმები გვერდებზე, საჯდომზე, მკლავებზე, თეძოებზე. ვინც დამიჯერა, ძალიან კარგი შედეგი მიიღო. ჩემთან ბევრია ისეთი, ვინც 3 თვეში 34 კილო დაიკლო, ასევე, მინუს 43, 40, 35... რაც მთავარია, ეს ჯანსაღი და სწორი ცხოვრების წესის ფონზე ხდება.
  მარიამ ამბროლაძე: ვარჯიში აგვისტოს შუა რიცხვებში დავიწყე, თავიდან კვირაში სამჯერ ვვარჯიშობდი, ორ კვირაში ათი კილო დავიკევი, ხოლო თვე-ნახევარში – 25, სამ თვეში, სულ – 34. გიორგისთან მისვლამდე ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა მქონდა: მაღალი ინსულინი, დარღვული ლიპიდური სპექტრი, ინსულტის ნიშნები, რამაც დამიტოვა მარცხენა ხელის კანკალი, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, კისტოზური საკვერცხეები, ციკლის სრული შეწყვეტა... სამი თვე სხვაგანაც დავდიოდი, ვიყავი დიეტოლოგთანაც, მაგრამ ვერავინ მიშველა. გიორგიმ  მეორე სიცოცხლე მაჩუქა, საკუთარი თავი მაპოვნინა. ახლა არანაირ წამალს აღარ ვსვამ, ანალიზებიც წესრიგში მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ და... გიორგის მადლობელი. მინდა, სხვა ადამიანებს მივცე სტიმული და მოტივაცია.

скачать dle 11.3