კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№49 როგორ გახდა ბექა ჩხაიძე 34 შვილის მამა და რატომ აქვს მას სამოთხის კარი ღია

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალ ბექა ჩხაიძის განვლილი ცხოვრებისეული გზა, ნამდვილად არ იყო მარტივი. მან სიკვდილსაც ჩახედა თვალებში, საკანშიც გაატარა უძილო ღამეები, მასზე გაგონილი ჭორებიც განიცადა, „ჰარი-ჰარალეთური“ დღეებიც გამოიარა და დღეს, თავს მაინც ბედნიერ კაცად მიიჩნევს. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, ცოლ-შვილთან ერთად, მშვიდად ცხოვრობს, ბიზნესგეგმებზე მუშაობს და ფიქრობს, რომ ყველაფერი, რაც თავს გადახდა, უკვე ჩავლილია და მასზე ნერვიულობა და ფიქრი აღარ ღირს. ხოლო, ვინ არის ქალი, ვინც მისი ცხოვრება „ამოატრიალა“, რა ურთიერთობა აქვს პირველ შვილთან და რის გამო ვერ იქნება ის მოღალატე კაცი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
  ბექა ჩხაიძე: ჩემს განვლილ ცხოვრებას რომ გადავხედოთ, არ ყოფილა იოლი – მქონდა რთული პერიოდები, თუმცა, იყო სიხარულიც და ბედნიერი წუთებიც. ბავშვობიდან მიყვარდა სიმღერა და მადლობა ღმერთს, მთავარი ოცნება, სცენაზე დავმდგარიყავი, ამისრულდა. არაფერი მაკლდა, ლაღი ბავშვობა მქონდა. რომ გავიზარდე, „ჰარი-ჰარალე“ ცხოვრებაც გამოვიარე, საკანშიც მომიწია ღამეების თენება და უფალის წყალობით,  დღეს მშვიდი, წყნარი ცხოვრება მაქვს. აღარ ვფიქრობ განვლილზე და ცოლ-შვილთან ერთად, იდილიურ გარემოში ვცხოვრობ.
– ანუ, ახლა რომ შეგეძლოს, განვლილ ცხოვრებაში არაფერს შეცვლიდი?
– კიდევ ვამბობ, „ჰარი-ჰარალეთური“ ცხოვრება გამოვიარე და დღემდე მოვედი. არ ვიცი, შევცვლიდი თუ არა რამეს ჩემს განვლილ ცხოვრებაში, მაგრამ გარემოებებს უკეთესად გამოვიყენებდი, ვიდრე გამოვიყენე.
– და, როგორი იყო „ჰარი-ჰარალეთურად“ გამოვლილი ეს გზა?
– იყო ბევრი შეცდომა, თუმცა გამოუსწორებელი – არა. ისეთი არაფერი ჩამიდენია, რაც ლაქად მაქვს და ვნანობ. შეცდომები ბევრი მქონია, მაგრამ გადავხარშე, ვაღიარებ ამ ყველაფერს და იმას აღარასდროს გავიმეორებ. სხვათა შორის, იყო ერთგვარი გამოცდების პერიოდებიც, როცა სიკვდილისთვისაც ჩამიხედავს თვალებში. არ დამავიწყდება, ბიჭები საქეიფოდ მივდიოდით ბათუმში და ისეთ ავარიაში მოვხვდით, სულ ვამბობ, რომ არა მფარველი ანგელოზი, ალბათ, ცოცხალი არ უნდა ვიყო-მეთქი. პირდაპირ „ტრაილერს“ შევუვარდით ქვეშ, სიკვდილს თვალებში ჩავხედე. ხშირად, ჩემი ცხოვრების წესის გამო, ჭორების სამიზნეც ვხდებოდი.
– ბექა, ჭორები ვახსენეთ და უნდა გკითხო – მექალთანე ბიჭის იმიჯი გაქვს, რის გამოც ციხეში მოგიწია ყოფნა. ამაზე ბევრი ილაპარაკეს, დაწერეს, იყო ბევრი მართალი და ტყუილი...
– ახალგაზრდა ბიჭი რომ ხარ, არ გაქვს ვინმესთან ვალდებულება, არის იმის საშუალება, გქონდეს ურთიერთობა სასურველ ქალთან და რატომაც არა? უბრალოდ, მე არცერთი ქალი არ მომიტყუებია იმის გამო, რომ მასთან სექსი მქონოდა. ეს გამორიცხულია. „ფარჩაკი“ კაცის მიდგომაა, რომ ტყუილით მიაღწიოს ქალთან რაიმე ურთიერთობას. მე ყოველთვის გულღია ვიყავი, თუმცა, შეცდომაც დამიშვია ქალთან ურთიერთობაში და ამასაც ვაღიარებ. მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, ქალის მდგომარეობით არასდროს მისარგებლია. უამრავი ჭორი დადიოდა ჩემზე და როცა ვიგებდი, თმა ყალყზე მიდგებოდა. ერთხელ, ძმაკაცმა დამირეკა: კაფეში ვარ, ჩემ გვერდით გოგო ზის და ისე ლაპარაკობს თქვენს ურთიერთობაზე, გაოგნებული ვუსმენო. არ დამეზარა, მივედი და აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ ვიცნობდი მას, ნანახიც კი არ მყავდა. ასეც ხდებოდა. ჩემს თავზე ისეთები გამიგია, თავადაც გამკვირვებია. კიდევ ვამბობ, ცნობადი სახე ვიყავი, არავისთან პირადი ვალდებულება არ მქონდა, ამიტომ, ფლირტები, სასიყვარულო  და რომანტიკული თავგადასავლები „მოსული პონტი“ იყო. სულ ქეიფსა და დროსტარებაში ვიყავი, დიახ, ქალის გამო ციხეშიც მოვხვდი და ეს რთულად გადავიტანე. თუმცა, ყველამ ყველაფერი კარგად იცის და ამ
თემის გავრცელება აღარ მინდა. მექალთანე კი, მაგრამ მოღალატე კაცის იმიჯი არ მქონდა. ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ ასეთი არ ვარ, საკმაოდ ერთგული ვარ. ახლა 35 წლის ვარ, გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი – ანი ჩხეიძე, ვის გამოც ამდენი ხანი ლოდინი ღირდა. ყოველ დილით, რომ ვიღვიძებ და ანი ჩემს გვერდითაა, მშვიდად ვარ. ჩემმა საყვარელმა ქალმა, ჩემი ცხოვრება მთლიანად „გადაატრიალა“, უკეთესობისკენ შეცვალა და უსაყვარლესი შვილი მაჩუქა. ამაზე მეტი ბედნიერება არც მინატრია. ამიტომ ვამბობ, დღეს საყვარელ ქალთან ერთ ჭერქვეშ იმდენად ბედნიერი ვარ, აღარ მინდა იმ ჩემი ძველი შეცდომების გახსენება. მე, ანისთან ერთად, ის ბუდე მაქვს, სადაც ვმშვიდდები, დადებითი ენერგეტიკით ვიმუხტები, ბედნიერებას განვიცდი და ვფიქრობ, ის ჩემი ძლიერი კედელია, რომელსაც ნებისმიერ მომენტში მივეყრდნობი. ხშირად, ემოციები რომ მომაწვება,  მინდა, ყველას გავუზიარო ჩემი ბედნიერება, ვდებ სოციალურ ქსელში ფოტოს, ვწერ ტექსტს და მერე ვფიქრობ, არ იფიქრონ, ეს კაცი გაგიჟდაო (იცინის).
– ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იმ ჭორებისა და მითქმა-მოთქმის ფონზე, მიკვირს, ანიმ მექალთანე კაცის ცოლობა როგორ გარისკა?
– ეს თემაც გავიარეთ. თავიდან, სწორედ ჩემი იმიჯის გამო ჰქონდა წინააღმდეგობა ოჯახსა და ახლობლებში ანის, მაგრამ ეს ადამიანი კარგად მიცნობს და ჩემს სიმართლეში ეჭვი არ შეჰპარვია. ზუსტად იცის, რომ არც მოღალატე კაცი ვარ და არც განვლილ შეცდომებს გავიმეორებ. მენდობა და ვუყვარვარ. ჩვენს ურთიერთობაში პატარა ეჭვიც კი არ არსებობს. ჩემი წარსული და ჰარი-ჰარალე ცხოვრება კი იმ წარსულში დარჩა, ახლა ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ეს ანიმაც იცის. ასე რომ, დღეს ვალდებულებაც მაქვს,  ჩემი ოჯახისთვის ვცხოვრობ და ამით ბედნიერი ვარ. რომ არა ანი, დღესაც ღამის კლუბებსა და რესტორნებში ვიჯდებოდი, ისევ ის მოგულავე და მოქეიფე ბექა ჩხაიძე ვიქნებოდი. დღეს კი ბავშვს ღამეებსაც ვუთევ, ვაჭმევ კიდეც და პამპერსის გამოცვლაც დამუღამებული მაქვს. ნებისმიერ დედას შევეჯიბრები და ძიძადაც გამოვდგები (იცინის). ექვს თვემდე მე და ანი მარტო ვზრდიდით ერეკლეს, ახლა ავიყვანეთ დამხმარე. ასე რომ, ანის გამოჩენამ და ერეკლეს დაბადებამ უკეთესობისკენ შემცვალა.
– თქვი, რომ არა ცოლ-შვილი, ახლაც კლუბებსა და რესტორნებში ვიჯდებოდიო. თუმცა, თუ შენს სოციალურ ქსელში დადებულ ფოტოებს გადავხედავთ, არც ქეიფი გაკლია, არც ჭიქის აწევა და ჭამა-სმა.
– მომღერალი ადამიანის ცხოვრების სტილია ეს. წარმოიდგინეთ, 32 ნათლული მყავს და მარტო მაგათი ნათლობის სუფრები რომ დათვალოთ, მიამატოთ უამრავი მეგობარ-ნაცნობ-ნათესავის დაბადების დღე, წვეულება თუ ქორწილი, მომიწევს დალევა და ქეიფი, აბა, რა იქნება? (იცინის) კი ამბობენ, თუ შვიდი ნათლული გყავს, სამოთხეში გაქვს გარანტირებული ადგილიო და მე, მგონი, უფრო შორს წავედი (იცინის). მდიდარი კაცი ვარ, 34 შვილი მყავს – 32 სულიერი და 2 საკუთარი. ასე რომ, ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა გართობის ასაკს გავცდი, ბევრი ეტაპი გავიარე, სამეგობროს „გაცხრილვაც“ მომიწია და ოჯახის ფასიც ვიცი. ახლა, მხოლოდ ერთგული ადამიანები მყავს ირგვლივ და ოჯახი, რომელიც გვერდით მიდგას. სხვათა შორის, დედაჩემი, გურული თავადების – მებურიშვილების, პირდაპირი შთამომავალია, ჩემი ცოლი კი, იმერული თავადური გენეტიკის მატარებელი და ვხუმრობ ხოლმე, ჩემს შვილს, ერეკლეს, გლეხმა ჩხაიძემ გენეტიკა გამოვუსწორე ორივე შტოდან თავადური სისხლით-მეთქი. (იცინის) მე კი გურული გენეტიკიდან ისეთი იუმორი დამყვა, ჩემს ისტორიებზე ანეკდოტები ითხზებოდა. ასე რომ, „გურულიზმი“, დიდი დოზით დევს ჩემში და ეს, ყველაფერში მშველის (იცინის).
– პირველად, საკმაოდ ადრეულ ასაკში გახდი მამა. როგორი დამოკიდებულება გაქვს დღეს ქალიშვილთან?
– 21 წლის გავხდი მამა, ბარბარე ახლა 14 წლისაა. საკმაოდ კარგი მამაშვილობა გვაქვს. რუსეთში გაიზარდა, ორი წელია, რაც ჩამოვიდა საქართველოში. ელისო ბოლქვაძის მოსწავლეა, ძალიან ნიჭიერი პიანისტი და წარმატებული ბავშვია. ბარბარე ჩემი პირველი სიხარულია, საკმაოდ გულახდილი და თბილი ურთიერთობა გვაქვს. ერეკლეს გარდა, დედის მხრიდან, კიდევ ერთი ძმა ჰყავს და ვეუბნები: ამათი სახით მაგარი დაცვა გყავს-მეთქი.

скачать dle 11.3