კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 თეონა ცირამუა: ღამის 12-ის ნახევარზე დამადგება ხოლმე მეუღლე და მეუბნება: აბა, არ ვიმეცადინოთ?

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გუნდს შეუერთდა და ტელეეკრანზე გამოჩნდა. ის როგორც ცხოვრებაში, ასევე სერიალშიც მუსიკის მასწავლებელია. მის გამოჩენას მაყურებლის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. თეონა საქორწილო მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და სერიალზე გვესაუბრა.
– თეონა, როგორ მოხვდი სერიალში?
– სერიალის ქასთინგ-მენეჯერი ეკა მჟავანაძე შარშანწინ, ზაფხულში სამეგრელოში გავიცანი. ქალბატონი ეკას დედა და მამაჩემი ერთი სოფლიდან არიან და იქ მოვხვდით ერთად სუფრაზე, მერე კიდევ რაღაც ღონისძიებაზე შევხვდით და ეს იყო. ვერ წარმომდეგინა, რომ ამ როლს შემომთავაზებდნენ. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. ეტყობა, სიუჟეტმა რომ მოითხოვა მუსიკის მასწავლებელი, რა როლიც რეალობაშიც მაქვს (იცინის), ქალბატონ ეკას გავახსენდი და დამირეკა. ცოტა კი ვიფიქრე, მაშინვე თანხმობა არ მითქვამს. ბოლოს ვთქვი: რატომაც არა, ვცდი-მეთქი. თან, დავინტერესდი, როგორ გამომივიდოდა.
– როგორც მსახიობი, პირველად გამოჩნდი ეკრანზე, თან პოპულარულ სერიალში. გადაღებისას ნერვიულობდი?
– ნერვიულობის მომენტი არ მქონია, თან, თავიდან ეპიზოდები შემომაპარეს (იცინის). ვიცოდი, რომ ეპიზოდებზე სანერვიულო არ იყო და სიტყვაზე, თუ ერთი დუბლი გაფუჭდებოდა, მეორეს გადაიღებდნენ. სულ სხვაა, როცა სპექტაკლში იღებ მონაწილეობას, ფილმი შეცდომების გამოსწორების საშუალებას გაძლევს. მერე, უკვე როლი რომ გაზარდეს და ტექსტები მომცეს, იმაზე ვნერვიულობდი, რომ დრო არ მქონდა სამეცადინოდ. ამიტომ, ოჯახის წევრები, ჩემი მეუღლის მეთაურობით, დგანან და მამეცადინებენ, მასწავლიან ტექსტებს (იცინის). ღამის 12-ის ნახევარზე დამადგება ხოლმე მეუღლე და მეუბნება: აბა, არ ვიმეცადინოთ?
– მაინტერესებდა, როგორ გამომივიდოდაო და კმაყოფილი ხარ საკუთარი შესრულებით?
– ცუდი რომ არ არის, ვგრძნობ. როგორც ჩემი გაკეთებული ნაწარმოების ჩანაწერს ვუსმენ და კრიტიკულად ვიყურებ, უკვე ასე ვარ განწყობილი საკუთარი როლის მიმართაც. რომ გითხრათ, დიდ სიამოვნებას ვიღებ – არა. რამდენჯერაც გადავახვიე, კრიტიკული თვალით ვუყურებ და ვფიქრობ: სხვანაირად ხომ არ შეიძლებოდა კონკრეტული სიტყვა მეთქვა, მიმიკა შემეცვალა და ასე შემდეგ. მგონი, ცუდი არაა. ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი.
– ბულინგის თემასთან თავად თუ გქონია შეხება?
– ბავშვები ძალიან კარგები არიან, მაგრამ თუ ამოიჩემეს ვინმე, რთული მდგომარეობა იქმნება. ამ მხრივ ბავშებთან მუშაობა გაცილებით რთულია. მეტ-
ნაკლებად მეც მქონია ბულინგთან შეხება, მაგრამ ამის გამო დეპრესია არ დამმართნია. ფსიქოლოგი არ ვარ და ამ საკითხს დიდად ვერ განვიხილავ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ყოველთვის იქნება. მგონი, ახლა ბულინგს ბავშვებში უფრო ვამჩნევთ, მაგრამ უფროსებშიც არაა ეს საკითხი ნაკლებად საყურადღებო: ვიღაცა ვიღაცას რომ ერევა, ჩაგრავს ასაკს რა მნიშვნელობა აქვს, ესეც ხომ ბულინგია. რა თქმა უნდა, მისასალმებელი არ არის და მსგავს ქმედებებს საზოგადოება უნდა ებრძოდეს, მაგრამ ვფიქრობ, რაც უნდა ვებრძოლოთ, სამწუხაროდ, გარკვეული დოზით მაინც იქნება.
– სერიალის მსგავსი სიტუაცია თუ შეგქმნია მოსწავლეებთან? ანუ თუ დახმარებიხარ მოსწავლეს?
– ბავშვების გუნდიც მყავს და დიდებისაც, მაგრამ ჩემს გუნდში ვინმეს ვინმე რომ დაეჩაგრა, აქამდე არ მიგვიყვანია მდგომარეობა. მასწავლებელზე ბევრია დამოკიდებული. რაც ფილმშია, კონკრეტულად ისეთი სცენა ცხოვრებაში პირდაპირ გადმოტანილი არ მქონია, მაგრამ მოსწავლეს ჰქონია პრობლემა და დავხმარებივარ. მაგალითად, ზოგს არ ჰქონია საშუალება და ისე არ ყოფილა ჩაცმული, როგორც თავად სურდა, რის გამოც კომპლექსები გასჩენია. ამ თემაზე  ბევრ ბავშვთან ჩამიტარებია ფსიქოლოგიური ლექცია და მიცდია, რომ დავხმარებოდი და საკუთარი თავისთვის სხვანაირად შეეხედა.
– როგორ ჩაიარა საქორწინო მოგზაურობამ?
– ახალდაქორწინებულები რომ ვიყავით, ორი დღით წავედით რაჭაში და როგორც ასეთი, საქორწინო მოგზაურობა არ გვქონია. ამიტომ ცოტა მოგვიანებით გავემგზავრეთ იტალიაში და ჩვენს მოგზაურობას რომაული არდადეგები დავარქვით. ჩემს მეგობართან ვიყავით ჩასულები, რომელიც 17 წელია, იტალიაში ცხოვრობს და საკუთარ ოჯახში მიგვიღო. რაც წავიდა, იმის მერე მეხვეწება, ჩამოდი, ჩამოდიო და როგორც იქნა, ჩავედი. მას ვუთხარი: კი გახვეწინე, მაგრამ ბოლოს მეუღლით ჩამოვედი-მეთქი. ასეთი საჩუქარი გავუკეთე (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქყევანასა და ქალაქში ვარ ნამყოფი გასტროლებზე, იტალია არასდროს მოხვდა ამ სიაში და ამ ქვეყნის მონახულება ყოველთვის ყველაზე მეტად მინდოდა. მერე, ვიდრე თავად არ ავისრულე ეს სურვილი, მანამდე არ დაადგა საშველი. ახლა ახალს არაფერს ვიტყვი, მაგრამ სასწაული ქვეყანაა, საოცარი არქიტექტურის ნიმუშებია. ეს ყველაფერი ჩემი საკუთარი თვალით რომ ვნახე, ახლაც აღფრთოვანებული ვარ. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა და ძალიან კმაყოფილები დავრბუნდით.
– მოგზაურობას ყოველთვის ახლავს სახალისო მომენტები. თავად თუ გადაგხდათ რაიმე ისტორია?
–  იმ მომენტში არ იყო სახალისო, მაგრამ წმიდა პეტრეს ტაძრის კილომეტრიან რიგში რომ ვიდექით, თავსხმა წვიმამ დასცხო. საწვიმრებით ვიცავდით ტანსაცმელს, რომ არ დაგვსველებოდა, მაგრამ მაინც გავიწუწეთ. თუმცა ამად ღირდა, რადგან როცა შიგნით შევედით, სასწაული შედევრები ვნახეთ. ღვთისმშობლის ტაძარიც მინახავს და სხვა უამრავი ლამაზი ადგილი, მაგრამ წმიდა პეტრეს ტაძრის ნახვის შემდეგ ჩავთავლე, რომ აქამდე არაფერი მქონდა ნანახი.

скачать dle 11.3