კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 წარმატებული უროლოგი ვასილ ბერიძე – თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სამსახურში

ნინო კანდელაკი ინა სიმონია

  ცნობილი და წარმატებული უროლოგი ვასილ ბერიძე პაციენტების საყვარელი ექიმია. არასდროს ჩერდება და წლების განმავლობაში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას დღემდე იღრმავებს და ცდილობს, თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებს ფეხი აუწყოს.
  ვასილ ბერიძე (უროლოგი): დავიბადე ქალაქ საჩხერეში, ინტელიგენტურ ოჯახში: მამა – მიხეილ ბერიძე, სახელმწიფო მოხელე, დედა – თინა ხვედელიძე, ექიმი გინეკოლოგი, და – მარიეტა ბერიძე გინეკოლოგი იყო, რომელიც სამწუხაროდ, გარდაიცვალა.  წარმატებით  დავამთავრე ქალაქ საჩხერის N2 საშუალო სკოლა. ბავშვობიდან ოცნება მქონდა, ექიმი გამოვსულიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემი ოცნება ასრულდა და 1991-1997 წლებში ქალაქ ასტრახანის სახელმწიფო აკადემიაში ვსწავლობდი, რომელიც სწავლების მაღალი დონით გამოირჩეოდა და ბევრი გამოჩენილი ექიმი ჰყავს გამოშვებული. აკადემია წარმატებით დავამთავრე და იქვე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა, სადაც კარგ გამოცდილებას ვიღებდი, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში  და საჩხერის რაიონულ საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა. წლების განმავლობაში იქ ვიყენებდი ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი კლინიკის გაძლიერებაში, თანამედროვე სტანდარტების კლინიკისა და კოლექტივის ჩამოყალიბებაში,  რომელიც ერთ-ერთი უძლიერესია. დღესდღეობით, ექიმებს უწევთ რამდენიმე კლინიკაში მუშაობა და პარალელურად, ერთი წელი ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში ვიმუშავე. შემდგომ მუშაობა გავაგრძელე „ინგოროყვას კლინიკაში“ („მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა“ და მადლობელი ვარ, რომ ასეთ ძლიერ კოლექტივში მიწევს  საქმიანობა. სადაც კიდევ უფრო ავიმაღლე ჩემი ცოდნა და გამოცდილება.
– ექიმობა – უროლოგობა როგორ გადაწყვიტეთ?
– ადვილი საქმე არაა, აირჩიო ისეთი საპასუხისმგებლო პროფესია, როგორიც ექიმობაა. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრების აზრი უნდა გაიზიარო, მაგრამ შინაგანი მისწრაფება რასაც გთავაზობს, იმას უნდა მივყვეთ. სტუდენტობის პერიოდში მინდოდა, გინეკოლოგია ამერჩია, მაგრამ მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა უროლოგიაში მომიწია პრაქტიკის გავლა და გადავწყვიტე,  რომ ეს იყო ჩემი პროფესია და წავედი უროლოგიაში. ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ და ჩემი პროფესიაც ძალიან მიყვარს. სწავლამ, პრაქტიკულმა გამოცდილებამ და დრომ მოიტანა ყველაფერი. დღესაც მუდმივად ვეცნობი თანამედროვე ლიტერატურას და ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე.
– საჩხერის ცენტრალურმა საავადმყოფომ რა გამოცდილება მოგცათ?
– ბატონმა დავით სერგეენკომ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ კვალიფიკაცია აგვემაღლებინა, ჩამოდიოდნენ ჩვენი კოლეგები, როგორც ადგილობრივები, ასევე ამერიკიდან და ევროპიდან და ტრენინგებს გვიტარებდნენ. ყველაფერი კეთდებოდა ჩვენი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ჩვენს კლინიკაში შეიქმნა ექიმების ძალიან ძლიერი გუნდი, რომლებიც დღეს წარმატებულად მუშაობენ წამყვან კლინიკებში. მეამაყება ჩემი კოლეგების ასეთი წარმატებები. დღესაც ვაგრძელებ და შაბათ-კვირას ჩემს პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას საჩხერე-ჭიათურის მოსახლეობის  საკეთილდღეოდ ვიყენებ.   
– რა იშვიათი დაავადებები შეგხვედრიათ?
 – განათლებით პედიატრი ვარ, ბავშვთა და მოზარდთა უროლოგიაში ვმუშაობ.  ისეთი იშვიათი დაავადებები შემხვედრია  და ჩაგვიტარებია მკურნალობა, რომლებსაც მხოლოდ სახელმძღვანელოში თუ ნახავთ და პრაქტიკულ საქმიანობაში  შესაძლოა, არასდროს შეგხვდეთ.  მაგალითად, შარდის ბუშტის ატრეზია, ეპისპადიის რთული ფორმა და  თირკმლის ანომალიები  – როგორიცაა, ნალისებური და ღრუბლისებური თირკმელი, თირკმლისა და შარდსაწვეთის  გაორება, თირკმლისა და სათესლე ჯირკვლის აგაენეზია.
– რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ უროლოგს და რა შედეგები გაქვთ მკურნალობის კუთხით?
– საჭირო და აუცილებელია დაავადების დროული გამოვლენა. რაც შეეხება სიმპტომატიკას, პირველ რიგში, ყურადსაღებია დიზურიული მოვლენები: ეს არის გახშირებული, გაძნელებული შარდვა, როდესაც ღამეში 4-5 ჯერ დგებიან, სისხლიანი შარდის შემჩნევა უკვე პათოლოგიად ითვლება და აუცილებელია, მიმართონ ექიმს; ასევე, შარდის შეუკავებლობა მამაკაცებსა და ქალებში,  ძალიან მნიშნელოვანია ბავშვებში სასქესო ორგანოების ასაკობრივი ჩამოყალიბება და მის შემდგომ განვითარებაზე ყურადღების გამახვილება, მხედველობაში მაქვს  ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვლისა და ასოს ჩუჩის სწორი და დროული მკურნალობა, საცვლების სწორი შერჩევა. ძალიან მნიშვნელოვანია საშარდე გზების ინფექციის მართვა და მკურნალობა, როდესაც პაციენტები თვით და არასრულ მკურნალობას ეწევიან.    
– პროსტატის კიბოს გამომწვევი მიზეზები ცნობილია?
– ეს მეტად აქტუალური თემაა არა მარტო საქართველოში. მთელ მსოფლიოში საკმაოდ ბევრი პაციენტი იღუპება პროსტატის კიბოს დიაგნოზით, მაგრამ დროული გამოვლინება და მკურნალობა ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. დღეისათვის სახელმწიფო ახორციელებს უფასო სკრინინგს, რაც  აუცილებელია 50-70  წლის მამაკაცებისთვის, რათა დაავადების თავიდან აცილების მიზნით გაიკონტროლონ ანალიზი PSA (პროსტატის სპეციფიური ანტიგენი), რომელიც დიფერენცირებას გვაძლევს პროსტატის სიმსივნესა და კეთილთვისებიან გაგიდედებას შორის. გამომწვევი მიზეზები უცნობია, ერთ-ერთ მიზეზად მემკვიდრეობა, სოციალური ფაქტორი და თამბაქოს მოხმარება სახელდება  მქონდა შემთხვევა, სამი ძმა მოვიდა და სამივე პაციენტს პროსტატის კიბო დაუდგინდა.
– პირველი ოპერაცია გახსოვთ?
– დღეს საქართველოში მედიცინა ძალიან მაღალ დონეზეა და ნებისმიერი სირთულის ოპერაციებს ვაკეთებთ. ადრე კი, სანამ დამოუკიდებლად დავიწყებდი, უამრავ ოპერაციას ვესწრებოდი და გამოცდილებას ვიძენდი. რა თქმა უნდა, ეს სტუდენტობის პერიოდში იყო და ეს შემთხვევა საკმაოდ კურიოზულად მახსენდება: ასაკოვანი მამაკაცი დაჩირქებული სათესლე ჯირკვლით შემოვიდა. საჭირო იყო სასწრაფო ოპერაცია და რა თქმა უნდა, დავიწყე ოპერაცია და ჭრილობის გაკვეთის შემდეგ ჩირქის ისეთი სუნი დატრიალდა, რომ ცუდად გავხდი და ძლივს დავამთავრე ოპერაცია. როგორ დამავიწყდება ეს ამბავი.
საკონტაქტო ტელ: 593-22-41-35.

скачать dle 11.3