კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 რა უთხრა თავის ბიძაშვილს სოფიკო ჭიაურელმა სიკვდილის წინ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  დიდ ვერიკო ანჯაფარიძეს თავისი ქალიშვილისთვის, სოფიკო ჭიაურელისთვის ანდერძი ჰქონდა დატოვებული. მასში ეწერა, რომ თუკი ვერიკო ლოგინად ჩავარდებოდა, სოფიკოს მისთვის ნემსი გაეკეთებინა და ამგვარად დაესრულებინა დედის ტანჯვა... სოფიკო ჭიაურელმა ეს წერილი დედის გარდაცვალებიდან მხოლოდ 40 დღის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინა.
  თავად სოფიკო ძალიან სიცოცხლისმოყვარული, ენერგიული ადამიანი იყო, მრავალ საქმეს თავად აკეთებდა და რადგან და-ძმა არ ჰყავდა, დობას მას ბიძაშვილი, ქეთი ანჯაფარიძე უწევდა. ერთხელ, აგარაკზე ყოფნისას, სოფიკოს ქეთისთვის უთქვამს:
– როცა იქნება, სიკვდილი მოგვაკითხავს და მოდი, მოვილაპარაკოთ და შევფიცოთ, რომ ერთმანეთს სიკვდილს გავუადვილებთ. თუ შენ გახდები ცუდად და სასიკვდილო ტანჯვები გექნება, მე გაგიკეთებ სასიკვდილო ნემსს და პირიქითო.
  ქეთი შოკირებული იყო სოფიკოს სიტყვებით და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. წლების მერე, როდესაც სოფიკო უკვე ძალიან მძიმედ იყო, ქეთი ანჯაფარიძე მას გვერდიდან არ მოშორებია და ბოლომდე მასთან იყო. უკანასკნელ ღამეს სოფიკოს თვალი გაუხელია, ქეთისთვის თითი დაუქნევია და უთქვამს:
– ქეთი, ნემსი არ გამიკეთოო.
  იქ მყოფთაგან ვერავინ მიხვდა, თუ რა ნემსზე იყო საუბარი და ეს მხოლოდ ბიძაშვილებმა იცოდნენ.

скачать dle 11.3