კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 ოპერაცია „გლოვის ზარი“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– ამხანაგო პოლკოვნიკო, მაიორი პაპავა თქვენს ბრძანებაზე გამოცხადდა! – გამოეჯგიმა ჯემალ ხატიაშვილს ახალმოსული პაპავა.
პოლკოვნიკი ხატიაშვილი საქართველოს უშიშროების კომიტეტის იმ განყოფილების უფროსი იყო, რომელსაც რელიგიურ კონფესიებზე მეთვალყურეობა ევალებოდა. მაიორი პაპავა კი – ამ განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი. პოლკოვნიკმა ახალმოსულს ხელით ანიშნა – დაჯექიო. შემდეგ შავყდიანი საქაღალდე გადაშალა და პაპავას უთხრა:
– შენ მიერ შემოთავაზებულ თორმეტ კანდიდატთაგან ძულიაშვილზე შევაჩერე არჩევანი და ვფიქრობ, ის ყველაზე მეტად შეეფერება ჩვენი ოპერაციის მთავარი გმირის როლს.
– გეთანხმებით. „ძუკნა“ კარგი კანდიდატურაა. მთავარია, დაგვთანხმდეს, – თქვა პაპავამ.
– დაგვთანხმდება და მეტსაც არ იზამს?! – თქვა პოლკოვნიკმა და დაამატა, – მთავარია, სწავლა არ გაუჭირდეს.
– დიახ. გეთანხმებით. მთავარია, სწავლა არ გაუჭირდეს, ამხანაგო პოლკოვნიკო, – გაიმეორა პაპავამ, თან დაამატა, – ესე იგი, უკვე შემიძლია, „ძუკნას“ გადმობირება დავიწყო?
– შენ არა. არ ივარგებს, რომ ჩვენი უწყება ამ ეტაპზე გამოჩნდეს და არც პირდაპირ გადმობირებაზე უნდა იყოს ლაპარაკი. უმჯობესია, ეს შეფარულად განხორციელდეს და ამ საქმეს აგენტი „მოციქული“ გააკეთებს, – თქვა ხატიაშვილმა და დააყოლა, – „მოციქულს“ შეატყობინე, რომ დღეს საღამოს რვა საათზე კონსპირაციულ ბინაში ველოდები. გააფრთხილე, რომ უბრალოდ ჩაიცვას და ნურც ანაფორაში მოვა და ნურც „პიერ კარდენში“ გამოეწყობა.
– გასაგებია, ამხანაგო პოლკოვნიკო შემიძლია, წავიდე? – ისევ გამოეჯგიმა პაპავა ხატიაშვილს და ნებართვა რომ მიიღო, პოლკოვნიკის კაბინეტი დატოვა.
***
„სუკის“ აგენტი „მოციქული“, ეკლესიის საშუალო რგოლის ახალგაზრდა წარმომადგენელი იყო, რომელიც ძალიან სწრაფად მიიწევდა წინ და ამაში მას ის უწყება ეხმარებოდა, რომელსაც ის ფარულად ემსახურებოდა. პასპორტით ის გიზო ნემსაძე იყო და მისი გადმობირება ჯემალ ხატიაშვილმა განახორციელა. 25 წლის გიზო ქურდის ტიტულის მაძიებელი იყო და „შავებში“ საკმაოდ პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლებოდა. იმ პერიოდში „სუკი“ ერთ ოპერაციას ატარებდა და ერთ-ერთ როლზე გიზოსნაირი ტიპაჟი სჭირდებოდათ. ტიპაჟის მოძებნა მაშინ ჯერ კიდევ მაიორ ჯემალ ხატიაშვილს დაავალეს და ჯემალმა მომავალ პერსპექტიულ ქურდს ადვილად „ჩაავლო“, რადგან გიზო ერთ-ერთი ქურდის ცოლს საიდუმლოდ ხვდებოდა. უშიშროებამ ეს მომენტი ფარულ კამერაზე დააფიქსირა. ვიდეოკასეტითა და „პრისტავკით“ შეიარაღებული მაიორი ნემსაძეს პირდაპირ სახლში ესტუმრა და ჩვენების შემდეგ მას უთხრა:
– ეს რომ ქურდებმა ნახონ, არა მხოლოდ შენს ქურდულ კარიერას დაესმება წერტილი, არამედ შენს სიცოცხლესაც – თავს არ შეგარჩენენ მხრებზე.
მძიმე დარტყმის მიუხედავად, გიზო ნემსაძემ მაინც მოთოკა თავი და ჯემალს უთხრა:
– ვინ ხართ და ჩემგან რას მოითხოვთ?
– შენ, ძმაო, საკმაოდ კერკეტი კაკალი ჩანხარ, – ყოველგვარი სიყალბის გარეშე თქვა მაიორმა და დაამატა, – „კაგებეს“ მაიორი ვარ, ანტიქურდულ ოპერაციას ვატარებთ და შენი დახმარება გვჭირდება. თანახმა ხარ, ჩვენთან ითანამშრომლო?
– ერთი პირობით, – მიუგო გიზომ.
– რა პირობაა? – იკითხა მაიორმა.
გიზო ნემსაძემ ტელევიზორისკენ გაიშვირა თითი, რომლის ეკრანზე გაჩერებულ კადრში გიზოს საყვარელი, ქურდის ცოლი ჩანდა და თქვა:
– ამ ძუკნამ თავად მაცდუნა და მანამდე არ მოისვენა, სანამ საწოლში არ შემიტყუა. მასთან ურთიერთობა გულს მირევს და არ მინდა. ის კი არ მეშვება. მაშანტაჟებს და ჩვენი ურთიერთობების ქურდებთან გათქმით მემუქრება. თქვენთან იმ შემთხვევაში ვითანამშრომლებ, თუკი ამ ძუკნას დაადუმებთ.
– კარგი. ისე გავაკეთებთ, რომ ეგ ქალი აღარ გაგეკარება, – უთხრა ჯემალმა გიზოს და წავიდა.
გიზო ნემსაძე უშიშროებას შეეკრა და ოპერაციის წარმატებით ჩატარებაში ლომის წილი ჰქონდა. ამის გამო ხატიაშვილს პოდპოლკოვნიკის რიგგარეშე ჩინი მიანიჭეს. ნემსაძემ კი ქურდულ სამყაროში ყოფნა აღარ ისურვა და თავის ახალ პატრონებს სთხოვა, რომ ეკლესიაში გაემწესებინათ. გიზოს თხოვნა დააკმაყოფილეს და შავებიდან ეკლესიაში უმტკივნეულოდ გადაანაცვლეს. კურატორად ჯემალი დაუნიშნეს და ფსევდონიმად „მოციქული“ უწოდეს.
***
კონსპირაციულ შეხვედრაზე აგენტი „მოციქული“ „ლევისის“ ჯინსებში გამოწყობილი, შავი ბერეტითა და „რეიბანის“ სათვალით მივიდა. უანაფოროდ, წვერებში ის მხატვარს ჩამოჰგავდა და საკმაოდ რთული ამოსაცნობი იყო.
– აქა მშვიდობა, კურთხეულ იყავნ სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა... – თქვა ახალმოსულმა „მოციქულმა“ და ოთახს ჯვარი გადასახა, მაგრამ ხატიაშვილმა შეაწყვეტინა:
– გეყო ეგ რელიგიური იავნანები და საქმეზე გადავიდეთ, მამაო გერმოგენ.
ეკლესიაში შეგზავნილი გიზო ნემსაძე მამა გერმოგენად აკურთხეს და ხატიაშვილი ყოველთვის ირონიით მოიხსენიებდა გიზოს გერმოგენად ტრანსფორმაციას.
– გადავიდეთ. გისმენთ, შვილო ჩემო, –  თქვა „მოციქულმა“.
– ხომ გითხარი, – რელიგიური იავნანების გარეშე-მეთქი. აქ შენ დავალების მოსაცემად დაგიბარე და არა აღსარების ჩასაბარებლად, – თქვა პოლკოვნიკმა.
– გისმენ, თქვი, –  მიუგო „მოციქულმა“ თავის კურატორს და მიაჩერდა.
– ავჭალის „მალალეტკებში“ ვინმე ტრისტან ძულიაშვილი ზის. ყაჩაღობის მუხლი აქვს. ორ კვირაში „ვზროსლებში“ გადაჰყავთ და ექვს თვეში „სროკი“ უმთავრდება. მოკლედ, ასეთი კომბინაციაა – ზონაში მან ორი „ქათამი“ „დაშტირა“, რომლებიც „იბრიდებიან“. მანამდე კი მათ ეგ ძულიაშვილი ძალით იხმარეს. ერთ-ერთ „ქათამს“ უცნია: ფუფლოა, ვალი შეირჩინაო და ამგვარები. მოკლედ, ადმინისტრაცია ამ ამბავს არ „აბაზრებს“ ძულიაშვილი იზოლირებული ჰყავთ. შენ ზონაში შეგიშვებთ. პატიმარს დაელაპარაკე, მაგრამ არ აგრძნობინო, რომ მისი „გაქათმების“ ამბავი იცი. ერთი სიტყვით, უნდა „შეკერო“, ეკლესიურად მოაქციო და ნდობაში შეხვიდე. „სროკიდან“ რომ გამოვა, სასულიერო სემინარიაში მოვაწყობთ და წინ წავწევთ. შენ კი ყველაფერ ამაში დაგვეხმარები. გასაგებია?
– ის ორი „დაშტირული“ „ქათამი“ რომ დაიღუპოს, მაშინ? – იკითხა „მოციქულმა“.
– არაა პრობლემა. ძულიაშვილს მაინც მშრალად ამოვიყვანთ წყლიდან. მთავარია, „ძუკნასთან“ ნდობაში შეხვიდე და „შეკერო“.
– ჰმ, „ძუკნა“. მაინცდამაინც სახარბიელო „კლიჩკა“ არ ჰქონია.
– ასე კოლონიის დოსიეშია მოხსენიებული, პატიმრები ამ „კლიჩკას“ არ ეძახიან.
– ნახმარი ხომაა? – გაეცინა „მოციქულს“.
– ხომ გითხარი, რომ ეს არაა გაბაზრებული და მოძალადეები კი ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი იქაურები, ანუ – საიქიოს „პასაჟირები“ არიან. მოკლედ, დავალება მიღებული გაქვს და იმოქმედე. მაგრამ იაღლიში რომ მოგივიდეს, იცოდე, შენზე ხელს ავიღებ. წარსულის დამსახურებები კი გაგიბათილდება.
– ასე რატომ მელაპარაკები? – იწყინა „მოციქულმა“.
– იმიტომ, რომ აშკარად შეგატყვე, ეს დავალება მაინცდამაინც არ „გევასა“.
– ჰო. მართალი ხარ. რა სასიამოვნოა „ქათმებთან“ ერთად მუშაობა, – თქვა „მოციქულმა“ და დაამატა, – რაც უნდა იყოს, „ბეზპიწი მინუტ“ ქურდი ვიყავი და შენ რომ არა, ახლა დიდ პატივისცემაში ვიქნებოდი.
– ან მიწაში იწვებოდი, – ჩაამატა ხატიაშვილმა და დააყოლა, – მოკლედ, ჩემო კარგო, ამ დავალების წარმატებაზეა დამოკიდებული შენი მომავალი კარიერა და აბა, შენ იცი.
– გასაგებია. შევეცდები. შემიძლია, წავიდე? – თქვა „მოციქულმა“ და ნებართვა რომ მიიღო, კონსპირაციული ბინიდან წავიდა.
***
მიუხედავად იმისა, რომ ტრისტან ძულიაშვილის მიერ „დაშტირული“ პატიმრები გარდაიცვალნენ, „სუკმა“ ძულიაშვილი ამ საქმიდან სუფთად გამოიყვანა და მისი სახელიც არსად გაჟღერებულა. გამოძიების მასალებში კი ჩაიწერა, რომ თითქოს გარდაცვლილებმა ერთმანეთი დახოცეს და საქმეც დაიხურა. როგორც გეგმით იყო გათვალისწინებული, „მოციქულმა“ ძულიაშვილი „დაკერა“, ეკლესიურად „მოაქცია“ და ციხიდან გათავისუფლებული ბიჭი სასულიერო სემინარიაში მოეწყო. ისიც სწავლას შეუდგა. ამასობაში საბჭოთა კავშირი დაიშალა და ქაოსის პერიოდი დადგა. ტრისტანი საკმაოდ ნიჭიერი სტუდენტი აღმოჩნდა, საგნებს კარგად ითვისებდა, თუმცა, სულიერებით სულაც არ გამოირჩეოდა და არც ლოთობას ერიდებოდა, არც მარიხუანით თრობას და არც სექსუალურ ორგიებში მონაწილეობას თაკილობდა, სადაც გარყვნილება უმაღლეს წერტილს აღწევდა და არც სოდომ-გომორის ცოდვებზე ამბობდა უარს. ერთ-ერთი ასეთი ორგიის დროს ნარკოტიკითა და სასმელით გათიშული ტრისტანი პასიური მამათმავლის პოზიციაში დააფიქსირა უშიშროების ფარულმა კამერამ და ეს ჩანაწერი დროებით თაროზე შემოიდო. ამასობაში, ტრისტანი 22 წლის გახდა, სემინარია დაამთავრა და ის ერთ-ერთ მონასტერში წინამძღვრის მორჩილად გაამწესეს. მისი გამწესება უშიშროების გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. ორკვირიანი მსახურების შემდეგ მონასტრის წინამძღოლმა ტარიელად მონათლული ტრისტანი თბილისში ზამთრისთვის შეშის ჩამოსატანად გააგზავნა. ტრისტანი რომ შეშით დატვირთული მანქანის წამოსაყვანად მივიდა, მას სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი ჯემალ ხატიაშვილი გამოეცხადა შავი „ბეემვეთი“. მანქანაში ჩაისვა და უთხრა:
– როგორ ხარ, ტრისტან, რასა იქმ, სად მოღვაწეობ?
– გმადლობთ, ღვთის მადლით, არა მიშავს. თქვენ ვინ ბრძანდებით? – თქვა ტრისტანმა, რომელიც პირველად ხედავდა „სუკის“ ყოფილ პოლკოვნიკს, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა და თბილისში სპეციალური დავალებით იყო გამოგზავნილი.
– ვინ ვარ და ის კაცი, ვინც შენ ციხეში დალპობისგან გიხსნა. ღვთის გზაზე დაგაყენა და ცხოვრების მადლი დაგიბრუნა. ვინაობის დაზუსტება სავალდებულო არაა და ბატონი გაიოზი დამიძახე.
– რა გნებავთ, ბატონო გაიოზ? – იკითხა ტრისტანმა, რომელსაც უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა.
– ბევრი არაფერი, ჩემო ტრისტან. ჩვენ – შენს კეთილის მსურველებს გვინდა, რომ ერთი პატარა სამსახური გაგვიწიო.
– რა სამსახური უნდა გაგიწიოთ, ბატონო გაიოზ?
– ხატიაშვილმა ტრისტანს პატარა, ფხვნილით სავსე ბოთლი უჩვენა და უთხრა:
– ეს ფხვნილი მონასტრის წინამძღოლს უნდა ჩაუყარო სასმელში და მარადიულ სასუფეველში გაუშვა. აი, სულ ესაა, რაც შენ მოგეთხოვება.
– თუ სწორად გავიგე, თქვენ მე წინამძღოლის მკვლელობას მიკვეთავთ.
– რა საჭიროა ასეთი უხეში გამოთქმები. დროა, წინამძღოლმა მარადიული სასუფეველი დაიმკვიდროს, – თქვა ხატიაშვილმა.
– მისამართი შეგეშალათ. მე მკვლელი არ ვარ და თავი დამანებეთ, თორემ პოლიციას შევატყობინებ, – თქვა ტრისტანმა და მანქანიდან გადასვლა დააპირა.
ხატიაშვილმა ტრისტანი ხელით შეაჩერა და უთხრა:
– არც მისამართი შემშლია და ვფიქრობ, არც პოლიციაში წასვლა გარგებთ რამეს. როგორ ფიქრობთ, მართლა თქვენ დააჯერეთ ავჭალის „მალალეტკების“ ადმინისტრაცია, რომ თქვენ მიერ „დაშტირულმა“ პატიმრებმა ერთმანეთი დახოცეს? მართალია, მათ შენ „გაგაქათმეს“ და იმიტომ „დაშტირე“, მაგრამ პასუხისმგებლობისგან არავინ გაგათავისუფლებს. ან კი, როგორ აღიარებ, მიხმარესო.
– ფეხებზე მკიდია თქვენი შანტაჟი. ვერაფერს დამიმტკიცებთ. ჭორები კი რამდენიც გინდათ, იმდენი გაავრცელეთ, არ მეშინია! – მიახალა ტრისტანმა ხატიაშვილს.
– არც მასეა საქმე, ტრისტანჩიკ. ჭორები შეიძლება, მართლაც ფეხებზე გეკიდოს, მაგრამ ორგიის კადრებს სად გაექცევი? – ღიმილით უთხრა ძულიაშვილს ხატიაშვილმა.
ტრისტანი შეკრთა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და შეუტია:
– რას ბოდავთ, რომელი ორგიის კადრებს?
– აი, იმ ორგიის, ჩემო ტრისტანჩიკ, „პლანითა“ და ვისკით გათიშულს ზოლიანი ნიფხავი რომ გაქვს ჩახდილი და გავაგრძელო, მერე რაც ხდება? – თქვა ხატიაშვილმა.
– არაა საჭირო. მომეცით ეს ფხვნილი, – თქვა ტრისტანმა. ხატიაშვილს ბოთლი გამოართვა და მანქანიდან გადავიდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3