კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 ტესტი თქვენს ცხოვრებაზე

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

ამ ტესტით გაიგებთ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ცხოვრების მიმართ.
  1. წარმოიდგინეთ, რომ  დგახართ ქუჩაში. აღწერეთ ქუჩა. როგორია ის – ფართო, სუფთა, გადატვირთული...
  2. დღეა თუ ღამე? მზე ანათებს?
  3. ქუჩას გაჰყევით  და ღობეს მიადექით. აღწერეთ ღობე. რისგანაა ის დამზადებული – ხისაა? ქვის? მეტალის...
  4. სიარულს რომ გააგრძელებთ, ტყეში აღმოჩნდებით. აღწერეთ ტყე. ნათელია თუ ბნელი? ნაძვნარია თუ შერეული?
  5. ტყეში ბილიკია. სიარულის დროს მიწაზე გასაღებს ხედავთ. როგორ გამოიყურება გასაღები? რას იზამთ? აიღებთ, დატოვებთ თუ ხეზე ჩამოკიდებთ?
  6. გზას განაგრძობთ და წყალთანაც  მიხვალთ. რა  წყალია  ეს – ტბა? მდინარე? ჩანჩქერი...
  7.  წყალს როცა გასცდებით, თქვენი ოცნების სახლს დაინახავთ, საიდანაც თქვენი ოცნების მამაკაცი გამოდის და გთავაზობთ, რომ იქ სამუდამოდ დარჩეთ. როგორ  მოიქცევით?
ნახეთ შედეგები:
1. ქუჩა მიუთითებს გარემომცველი სამყაროს მიმართ თქვენს დამოკიდებულებას. თუ წარმოიდგინეთ გზატკეცილი, სადაც ხშირად დადიან მანქანები, მაშინ აქტიურად ცხოვრობთ, საქმიანი ადამიანი ხართ და მუშაობისა და დასვენებისთვის დროს ოპტიმალურად იყენებთ. თუ  თქვენს წარმოსახვით გზაზე მტვერი და ტალახია, წყნარი, ზომიერი ცხოვრება მოგწონთ. მუდმივად  ცდილობთ, მოვლენები გააკონტროლოთ. გზა, რომელზეც ბევრი ორმო და პატარა კენჭია, იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც გაწუხებთ.
2. მზე გეგმებს, იდეებს, მიზნებს ნიშნავს. ამომავალი მზე მიუთითებს, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე დგახართ. თუ მზე ჰორიზონტის თავზეა, თქვენი გეგმების განხორციელებას ახლა ცდილობთ. თუ მზის ჩასვლა წარმოიდგინეთ, თქვენი მიზნების უმეტესობას უკვე მიაღწიეთ.
3. ღობე დაბრკოლებაა. რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო აზვიადებთ თქვენს წარუმატებლობებს. თუ ღობეზე გადაძვრებით, შემოუვლით, ჭიშკრის ძებნას დაიწყებთ, მაშინ პრობლემების მოგვარებას ეშმაკური ხერხებით ცდილობთ. თუ ღობის დანგრევას შეეცდებით, პირდაპირი ადამიანი ხართ, რომელიც ელვისებურ და სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს.
4.  ტყე შენი შინაგანი სამყაროა. ბნელ და ნათელ ტყეს შორის არჩევანი მიუთითებს, როგორ აღიქვამთ ცხოვრებას – ნეგატიურად თუ პოზიტიურად. თუ შერეული ტყე წარმოიდგინეთ, ძალიან საინტერესო პიროვნება ხართ, რომელიც სულ ცდილობს, რაღაც ახალი ისწავლოს. ნაძვნარი რაციონალურ გონებაზე მიუთითებს. იმაზე, რომ საიმედო ადამიანი ხართ, რომელმაც იცის, რა უნდა ცხოვრებისგან.
5. გასაღები ბედნიერებაა – რაც უფრო პატარაა, მით უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის ბედნიერება, პარტნიორთან ურთიერთობა, სულიერი სიმშვიდე. რაც უფრო დიდია გასაღები, მით უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ მატერიალურ კეთილდღეობას. თუ გასაღებს არ წაიღებთ, თუ მას ხეზე ჩამოკიდებთ  ან ადგილზე დატოვებთ,  ესე იგი, შესაძლებლობებს ვერ ამჩნევთ.
6. წყალი იმ ადამიანის სიმბოლოა, რომელიც გიყვართ. თუ მშვიდი ტბა წარმოიდგინეთ, გაწონასწორებული ადამიანები ხართ,  სტაბილური ურთიერთობით. სწრაფი მდინარე,  ჩანჩქერი მგზნებარე ადამიანზე მიუთითებს, რომელსაც საყვარელი ადამიანისგან მეტი ყურადღება სჭირდება.
7. სახლი და ოცნების მამაკაცი გიჩვენებთ, როგორ კარგად უმკლავდებით ცდუნებებს. თუ ისევ ხედავთ დაბრკოლებებს, მაშინ წარსულის გამოცდილებისგან არაფერი გისწავლიათ.



скачать dle 11.3