კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№49 როგორ შევაჩეროთ კანის ნაადრევი დაბერება ბროწეულის წვენითა და ყურძნის ნიღბით

ნინო კანდელაკი ანი რევია

  დღევანდელ პირობებში, როცა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით სტრესულ სიტუაციას, მივირთმევთ გენმოდიფიცირებულ საკვებს, კლიმატიც შეცვლილია და გამონაბოლქვის დიდი რაოდენობით ჩასუნთქვა გვიწევს, კანი ნაადრევ დაბერებას იწყებს. ამას ემატება მისი არასწორი მოვლა, რუჯი, გენეტიკური ფაქტორები და ასე შემდეგ.  ნელ-ნელა კანის უჯრედები წყვეტს განახლებას, ზედა შრე თხელდება, ქსოვილში იკლებს სითხისა და ცხიმის შემცველობა.
  კანისათვის ყველაზე რეალურ საშიშროება ნარუჯია. მართალია, ულტრაიისფერი დასხივება კანს ოქროსფერ ელფერს სძენს, თუმცა, სწორედაც რომ, ის აქცევს, ნეიტრალურ მოლეკულებს აგრესიულებად, ანადგურებს უჯრედს შიგნიდან და მას დაუცველსა და უმწეოს ხდის. ამ შემთხვევაში საჭიროა გარეშე ჩარევა და დახმარება. კანის თავდაცვა რომ გააძლიეროთ, აუცილებელია, ორგანიზმი მოამარაგოთ ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით – A, C, E და K ვიტამინებით, ასევე, გლუტატიონით. დასახელებულ ნივთიერებასა და ვიტამინებს 25+ ასაკის ქალბატონებისთვის განკუთვნილი ბევრი ახალი თაობის დამატენიანებელი სახის კრემი შეიცავს. თუმცა, არსებობს, ასევე, კანის მოვლის შინაური რეცეპტები, რომელიც ძალიან ეფექტურად ებრძვის ნაადრევად დაბერების პროცესს. მაგალითად,  ბროწეულის წვენი საუკეთესოდ მოქმედებს სახის კანზე და ებრძვის აკნეს. გამონაყარი ხშირად საჭმლის მომნელებელი სისტების პრობლემებითაა გამოწვეული. ბროწეულის რეგულარულად მიღება ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის წესრიგში მოყვანას და სისხლის მიმოქცევის დარეგულირებას. შედეგად, გამონაყარი მცირდება და ქრება. ბროწეული შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რომელიც ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის. ჰემოგლობინი უჯრედებში ჟანგბადის ტრანსპორტირებას ემსახურება, რაც კანის ფერსაც აუმჯობესებს. აკნეს გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კანის ცხიმის ჭარბი გამოყოფაა. ბროწეულში შემავალი ვიტამინი C  კი აქტიურად მონაწილეობს კანის ცხიმის გამოყოფის რეგულაციაში. დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები, ვიტამინები, კალციუმი, ფოლიუმის მჟავა, კალიუმი და რკინა, რასაც ბროწეული შეიცავს, ხელს უწყობენ კანის უჯრედების რეგენერაციას და იცავენ კანის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. მზით დამწვრობის შემდეგ კი ბროწეულის წვენის დალევა ხელს უწყობს კანის  აღდგენასა და  ელასტიკურობის შენარჩუნებას.
  ყურძენი უამრავ ვიტამინსა და ანტიოქსიდანტს შეიცავს. აქვე გთავაზობთ სახის გამწმენდ ნიღბების რეცეპტებს:
  ყურძნით კანის გაწმენდა ყველა ტიპის კანისთვის: გამოწურეთ თეთრი ან მოწითალო ყურძნის ჯიშის მტევანი და წვენი წაისვით მთლიან სახეზე, თვალის უპეების გარდა. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  სახის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: შეურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი ყურძნის, 1 სუფრის კოვზი ლიმონისა და  1 სუფრის კოვზი პიტნის წვენი. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ და ბოლოს სახეზე გადაისვით ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით შერეული ვარდის წყალი  და ცივი სუფთა წყალი.
  ყურძნის, სიმინდის ფქვილისა და გვირილის ნიღაბი – ყველა ტიპის კანისთვის:  საჭირო ინგრედიენტები: 2 სუფრის კოვზი გვირილის ნაყენი და 2 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი ერთმანეთში შეურიეთ. უნდა მიიღოთ პასტის მაგვარი მასა. ნაზავს დაუმატეთ ყურძნის გამოწურული წვენი. ნაზავი შეიზილეთ  სახეზე და დაელოდეთ 15 წუთი. შემდეგ, ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
скачать dle 11.3